Thursday, December 30, 2010

New Year... : )


მიილია ესეც ჩვენი 2010 წელი.. იხედები უკან და ამჩნევ რომ გქონდა შანსი,სულ სხვანაირად გაგეტარებინა ეს წელიწადი...უშვებ იგივე შეცდომებს,რასაც თავს დაპირდი რომ არ დაუშვებდი, მაგრამ ადამიანებს ჩვევაში გვაქვს უკვე,არავინაა შეუცდომელი..

იყურები მომავალში და სადღც გულის კუნჭულში გჯერა,რომ დამდეგი,რადიკალურად განსხვავებული იქნება.. აღარ მიაყენებ თვითონ შენ საკუთარ თავს ტკივილს.. აღარ დაგჭირდება "ღრმულების" ამოვსება და ბოლოს და ბოლოს გააკეთებ იმას,რაც გინდა ჩაფიქრებული გაქვს დიდი ხანია მაგრამ ვერ ბედავ..

შარშანაც სადღაც ამ დროს დავწერე პოსტი,რომელიც არ გამოირჩევა ოპტიმისტობით..მაგრამ იმის მერე იმდენი რამე შეიცვალა,ანდა ვის ვატყუებ დიდად არაფერი შეცვლილა..

შემდეგმა წელმა იქნებ მაინც გაამართლოს იმედები.. მაგრამ რა გითხრათ რით გაგახაროთ?

1 comment:

Sophie said...

xo ici me shen ro gelaparakebi mashin maq saaxalwlo ganwyoba:D:*