Friday, December 24, 2010

გული,ცეცხლი,რომანტიზმი.. : )


გუშინ სამწუხაროდ ცოტათი გვიან აღმოვაჩინე,რომ ჩემი კორპუსის გვერძე ვიღაცას ცეცხლი დაუთია,გულის ფორმის.. (თურმე სერენადებიც ყოფილა,მაგრამ ეს ჭორის დონეზე ვიცი, არ მოვსწრებივარ)..
სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ვიცი ვის მიუძღვნეს... ერთია ნათელი რომ მე არა : ))
წაროგიდგენიათ თქვენი თავი,ვიღაც გირეკავს და გეუბნება ფანჯრიდან გაიხედე,იხედები და აგიზგიზებული გულს ხედავ.. ზოგი ამას უკვე გოიმობათაც ჩათვლის (ნუ ალბათ იმაზეა დამოკიდებული ვინ მოგიძღვნის...)
რომანტიზმი და 21 საუკუნე.. რაღაც შეუთავსებელია არა? თითქოს ყველაფერი მოჩვენებითი და მხოლოდ მიზნისთვის ხდება..სადღაც შეიძლება ჩაითვალოს სიყვარულიც უფასურდება... ისე ადვილად ხმარებონ ამ სიტყვას რომ რაღაც მოწიწებაც კი დამეკარგა მის მიმართ..
მე შენ მიყვარხარ... რამდერჯერ გითქვამთ ეს სიტყვა მიუხედავად იმისა რომ არ გძნობდით? მე არცერთხელ... არ მიყვარს ტყუილი და უაზრო ლაყბობა.. მე როცა მითქვია მიგვრძვნია,ან თუ არ მიგვრძნია დარწმუნებული მაინც ვიყავი რომ ვგრძნობდი.. :)))

No comments: