Friday, December 17, 2010

Hole....


მიჩვეულხართ რაღაცას ისე ძალიან,რომ თითქოს სხეულის შიგნით რაღაც ნაწილზე განიცდის დიფუზიას და იკავებს საკმაოდ დიდ სივრცეს..თავიდან ვერც კი მაჩნევ,როგორ უნებლიედ ხდება..

შემდეგ როდესაც როგორც პლასტერს,ძალიან სწრაფად,მოიშორებ მას მიყვება სხეულის ის ნაწილი,რომელზეც განიცადა დიფუზია,და რჩები დიდი უსწორმასწორო ხვრელით.. გინდა რამე გააკეთო რადგან ეს ხვრელი დაფარო,ყველაფისთვის მზად ხარ,ოღონდ ისევ მთელი იყო..და აქ უშვებ მეორე შეცდომას,ცდილობ გადაეჩვიო და ამავდროულად სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება..ეჩვევი "ახალ ხილს" რომელიც დიდად არ განსხვავდება ძველიდან..რაღაცით მოგაგონებს და შენი "ხვრელი" ნაწილობრივ ნელ–ნელა იფარება,მაგრამ იმას ვერ ამჩნევ რომ ეს რამ იმ ხვრელის დაფარვასთან ერთად (რასაც ბოლომდე მაინც ვერ აკეთებს),გვერდითაც მიდის და უფრო მეტ ტერიტორიას დიფუზიის გზით იკავებს...

ბოლოს როდესაც ამასაც უაცრად მოიშორებ,ამჩნევ რომ უფრო დიდი ღრმული რჩები,ვიდრე მანამდე იყო..და ასე სიცარიელეში იწყენ... ხვდები რომ აღარანაირი აზრი არ აქვს ასეთ ქმედებას და ცხოვრებას ნაკლებათ მთელი,"ღრმულიანი" თვალით უყურებ და არ იმჩნევ არაფერს....

No comments: