Tuesday, February 23, 2010

რელიგია და მე...

ვიცი რომ დაპირება დავდე რომ ცამეტის მერე მიხედავდი და დავიბრუნდებოდი ბლოგს..მაგრამ დრომ დამაშორა და შორიდან თვალს თუ შევავლებდი ხოლმე..მაგრამ გუშინ რატომღაც სინდისმა გამოიღვიძა..და აი გადავწვყვიტე დამეწერე..ხოლო თემა რომელიც მე დღეს ავირჩიე რადიოს დამსახურება..გუშინ წინ რატომღაც რადიოს მოსმენა გადავწყვიტე და არჩევანი საპატრიარქოს რადიოზე შევაჩერე..სადაც რომელიღაცა მოძღვრის მოკლე მიმოხილვა იყო დღევანდელ სიტუაციაზე...მისმა სიტყვებმა ჩემზე იმხელა ზეგავლენა იქონია რომ არ შემეძლო უყურადღებოდ დამეტოვა...მართალია მისი ქადაგება თავიდან ბოლომდე არ მახსოვს...მაგრმ ვეცდებიი გადმოგცეთ მთავარი აზრი რამაც მე ასე დამაფიქრა და დამგრუზა კიდევაც..
ბროტება ადრე და ბოროტება დღევანდელ დღეს..
ადრე ბოროტება ძალიან ცოტა იყოო..იგი უმნიშვნელო თოვლს წააგავდა რომელიც ხანდახან ზამთრობით რომ გვაწუხებდა ხოლმე...ხალხში ღვთის სიტყვა ხარობდა და ყველანი მხოლოდ კეთილ საქმეს ბაძავდნენ...სიკეთეში ეჯიბრებოდნენ და ბოროტებას კი ზურგს აქცევდნენ..მაგრამ დღეს სამწუხაროდ ასე აღარაა..მოდი მაგალითს მოგიყვანთ..აი წარმოიდგინეთ რომ გყავთ კარგი მარკის მანქანა მაგრამ შენს მეზობელს აქვს უკეთესი მარკის..თქვენ რათქმაუნდა ის მანქანა უფრო გხიბლავთ და მისი ყიდვა გინდებათ..
ანდა თუნდაც წარმოიდგინეთ რომ მე მყავს მანქანა..მაგრამ რად მინდა მე მანქანა თუ გადასააგილებლად დამჭირდება მაშინ მეგობარს ვთხოვ ან ბოლოსდაბოლოს ტაქსის გავაჩერებ..ხოდა ავდგები მე და ამ მანქანას მრავალშვილიან მამას მივცემ ვინც თავის შვილებს წაიყვანს მონასტერში ან ქალაქგარეთ დასასვენებლად..მე რომ ეს მართლა გავაკეთო ვიღაცამ შეიძლება ჩემზე თქვას გიჟიაო ან თუნდაც მოიწონოს ჩემი საქმე მაგრამ ის მე არ მომბაძავს..თავს რაიმეთი გაიმართლებს და ჩემს საქციელს უცნაურსაც უწოდებს...იგი სიკეთეს არ მიბაძავს ხოლო უკეთესი მანქანის დანახვისას მისი ყიდვა მოუნდება..
ამიტომაა რომ დღეს დღეობით ბოროტება უფრო მაღლა დგას ვიდრე სიკეთე..ადრე თუ თოვლს გავდა ეს უკანასკნელი ეხლა ზვავს გავს რომელიც დღეთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება..იზრდება და გვემუქრება...ღმერთი კი თავისი შოლტებით.ქარიშხლით ან მიწისძვრით ცდილობს გამოგვაფხიზლოს..როგორმე ჩვენი ცოდვები დაგვანახოს..დაგვაბრუნოს ეკლესიაში და განკურნოოს ჩვენი სული..

ჩვენი ქვეყანა და საერთოდ მსოფლიო სულიერად ეცემა...იმდენად ეცემა რომ ჩვეულებრივ ქრისტიანს თავი წმინდანი გონია და იმაზე კი არ ფიქრობს წმინდანამდე მას ძალიან დიდი შრომა უკლია..ჩენ როგორც კი ჩავდივართ ცოდვას ვიხედებით უკან და ვიძახით რომ ვიღაცა ჩვენზე უარეს სჩადის და ამით ჩვენ თავს ვიმართლებთ...ეს რომ უკეთესად გაიგოთ მაგალითიც შემიძლია მოგიყვანოთ..აი წარმოიდგინეთ სარბენი ბილიკი..შეჯიბრების დროს როდესაც ადამიანი ყველაზე წინ მირბის იგი უკან არ იყურება რადგან უკან ყურებამ შეიძლება დრო დააკარგვინოს და იგი ყველაზე ბოლო აღმოჩდეს..ჩვენ კი სულ უკან ვიყურებით სულ ვიღაცას ვადარებთ თავს და ვცდილობთ ყველანაირად ჩვენი ცუდი საქციელი გავამართლოთ..და ამით ჩვენ ვავნებთ მხოლოდ საკუთარ თავს..ვემსგავსებით იმათ ვის მაგალითზეც ვიმართლებთ და უფრო დიდ ცოდვას ჩავდივართ...


ღმერთმა ჩვენ სიყვარულით შეგვქმნა და თავისუფლება მოგვცა...მან არა მონებად არამედ შვილებად შეგვვქმნა და ყველას არჩევნის გაკეთების უფლება მოგვცა...ხოლო ეშმაკი ყველაფერზე გვეპოტინება და ყველანაირად ცდილობს როგორმე დაგვძლიოს და შეგვაცდინოს..მან იცის რომ ბოლოს მაინც დამარცხდება..და მისი მდგომარეობა ერთ ანდაზას მაგონებს წყალწაღებული ხავს ეკიდებოდაო..ანუ წამოიდგინეთ ბრძოლის დღოს დამარცხებული ჯარისკაცები რომ იტყვიან ხოლმე..მე კი მოვკვდები მაგრამ ერთ-ორ მტერს მაინც მოვკლავ სიკვდილისწინო..ხოდა ასევე მოქმედებს ეშმაკი..
ამიტომ უნდა ვეცადოთ ვიცხოვროდ მართმადიდებლურად და მივსდეთ ღმერთის მცნებებს...უფალი დიდია და ბოლოს მაინც იესო გაიმარჯვებს...

დამიჯერეთ ეს არის იმ მონასმენის ერთი მეოთხედი..სამწუხაროდ მხოლოდ ესღა მახსოვს..
ხოდა ამ პოსტით ვუბრუნდები ჩემს ბლოგს :*

Friday, February 5, 2010

short hello..

pheww,have been so long i didnt write anything on my blog...yea yea its because of exams..it been very hard period for me...i was too stressed and depressed...now as i have left only one i feel better but still little bit worried..
anyway i promise ill be back after 13 feb..
hope to look after you better my blog..
kinda miss writing too..
till that bye...gonna check you soon..