Tuesday, June 29, 2010

მირზა გელოვანის პოეზიიდან..

თოვლი


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.



შენ
მირზა გელოვანი

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

1942


დაითენთა

ეს საღამოც თითქოს დაითენთა,
ცის დასავალს ღვინო დაიღვარა.
მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა
აღარ გეტყვი,არა,არა,არა.
ხომ უყურებ- მზე კუბოში ჩაწვა,
დაილია სხივთა სიკაშკაშე...
მე მინდა,რომ ეს საღამო დავწვა,
შენ მეხანძრის როლი ითამაშე...
ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი,
დამიჯერე,ღვინო დაიღვარა...
მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი
აღარ გეტყვი,არა,არა,არა.

Monday, June 28, 2010

Mr Big.. what do u think? :D




ხოდა როგორც იქნა მეღირსა და ვუყურე "sex and the city 2" მართალია ხარისხი იყო საშინელი,მაგრამ კაით რა შინაარსია მთავარი.. ეს პოსტი მინდა ჩემთვის საინტერესო პერსონაჟს და კერის perfect man-ს ბიგს დავუთმო...
ბიგი დაიბადა 7 აპრილს 1955.მისი მთლიანი სახელია John James Preston..ბიგი უბრალოდ მისი ეგრედ წოდებული ნიკ სახელია,ანუ შერქმეული სახელი..
ბიგის და კერის პირველი შეხვედრა საკამოდ რომანტიული და კარგი ჩანს.. განსაკუთრებით ალბათ იმ მომენტს აქცევს ყველა ყურადღებას როდესაც კერი ბიგს ეკითხება have u ever been in love? და ის პასუხობს Ab-so-fucking-lutely!"..
ეს იყო მოკლე მიმოხილვა ბიგის შესახებ.. ახლა მოდით დავწერ მე რას ვფიქრობ ბიგზე..
ჩემი პირველი რეაქცია..wow სამანტას ფლირტზე უარი თქვა?? ალბათ რაღაც არის ამ კაცში რაღაც მისტიური და კარგი..
დანარჩენ სერიებშიც ბიგი როგორც დადებითი და მართლაც საოცნებო მამაკცად მეჩვენებოდა.. ერთ–ერთ სერიაში როცა კერი სტატიას აკეთებდა მოდელებზე ბიგმა უთხრა რომ მამაკაცებს მოსწონს მოდელები,მაგრამ როცა დრო გადის ისინი ხვდებიან რომ სჯობს იმათთან იყვნენ ვინც მასთან უფრო სულიერადაა ახლოს..და მეთქი love u mr big :D:D
მაგრამ რაც შეეხება შემდეგ სეზონებს..როდესაც ბიგი ხანდახან ისე გულგრილად და უცნაურად ექცეოდა კერის..მეთქი ყველა კაცი ერთნაირია.. და ბიგსაც ისე აღარ ვუყურებდი როგორც ადრე..რაღაც უარყოფით გმირს უფრო გავდა ვიდრე იმ ძველ ბიგს,რომელი რომანტიული და "კარგი" იყო :))
მაგრამ მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელხსენებული ასე უცრუებდა იმედებს კერის,ის მაინც ყოველთვის ბიისკენ იხრებოდა და მილიონი დაშორების და შერიგების შემდეგ მაინც ერთად იყვნენ..
sex and the city the movie ნუ პირველ ნაწილს ვგულისხმობ,კერი და ბიგი ძლივს ქორწინდებიან,მაგრამ ხდება გაუთვალისწინებელი რამ ბიგს როგორც ყველა მამაკაცს,შეეშინდება და გადაწყიტავს უკან დაიხიოს..და ეგ "უსინდისო" კერის დაურეკავს და ეტყვის ვერ მოვდივარ ჩვენს ქორწილშიო..
ამ წამს ბიგი საბოლოოდ შემზიზღდა..მეთქი ეს ვინ ყოფილათქო. მოაშორეეეთ..მაგრამ უცებ გონზე მოსული მანქანას მოაბრუნებს და კერს ,რომელიც მას ყვავილებით სცემს(უარესის ღირსი იყო) ბოდიშს უხდის..მაგრამ ესეთი დამცირების ატანა ძნელია..და ბოლოს თქვენ წარმოიდგინეთ ქორწინდებიან(სამწუხაროდ ეგ მომენტი მე ნანახი არ მაქვს,მამაჩემი მეჩხუბებოდა გამორთე ეგ დებილური ფილმიო,მაგრამ ელეს გადმოცემით ვიცი რო ეგრეა) ხოოოდა ეხლა დღეს დალაშქრული მეორე ნაწილი ამ ფილმისა...
ბიგი,არც თუ ისე ცუდი პერსონაჟი ყოფილა,რაც მთავარია მას ძალიან უყვარს კერი და თავის კაცური ჩვევები კერის გამო ცდილობს გამოსწოროს..ბოლოს და ბოლოს სხვას ვერაფერს ვერ იყტვი საყვარელი წყვილია... კერიმ შეძლო და ეგრედ წოდებული მაჩო და მისტიური ბიგი,თავის საყვარელ და ერთგულ კაცად აქცია,რომელიც მას ყველაფერს პატიობს და უყვარს..
ალბათ ის კერისსთვის მართლაც perfect man -ი იყო და არის........ bacause Me And You JuSt Us Two!!!! :*:*

Sunday, June 27, 2010

La La Lend!!! : )








დაკვირვებული ვარ უკვე რომ ფოსტის წერას ვიწყებ ფილმის ნახვის მერე..რადგან ფილმი დიდად მოქმედებს ჩემს განწყობაზე..ჩემი დაქალი მეუბნებოდა შენ კინოთმცოდნე უნდა გამოხვიდეო... ცოტა დავფიქრდი მეთქი ცუდი არ უნდა იყოსთქო..მაგრამ ხო იცით საქართველოში მაგით ვერაფერს მიაღწევ.. : ))


ხოდა რას ვამბობდი... გუშინ ჩემდა გასაკვირად ისეთი ფოსტი აღმოვაჩინე რომელიც არ გამომიქვეყნებია და რომლის შესახებ არც არაფერი მახსოვდა.. ესე მოგსვლიათ ოდესმე?? ალბათ იმდენად დაგრუზული ან გაბრაზებული ვიყავი რომ გაუაზრებლად დავწერე..
ხოდა მერე გადავწყვიტე რომ რადგან ეს პოსტი მაშინ არ გამოვაქვეყნე ეხლა უკვე აღარ ღირს..


ხოდა ფილმზე ვამბობდი .. წეღან ვუყურე იმას "მაპატიე სიყვარულისთვის"–ის მეორე ნაწილს "მაპატიე შენი ცოლად შერთვა მინდა".. ხოდა ვამბოობ!!!

არ მჯერა რომ შეიძლება ისე შიგიყვარდეს ვიღაც,რომ მისგარეშე ცხოვრებაც არ შეძლო.. კაით რაააა...
40 წლის კაცს როგორ შეიძლება ისე შეუყვარდეს 17 წლის გოგო რომ თითქმის პატარა ბავშვი ცოლად მოიყვანოს..რეალურ ცხოვრებაში ამაზე მეტი წინაღმდეგობა დახვდებოდათ რადგან ასაკი ბევრს მიშნავს..ეს არ ნიშნავს მეგობრების და ინტერესების სხვადასხვაობას არამედ ყველაააფერს ცვლიიის...
ამ ბოლო პერიოდში სიყვარულს ძაილიან სკეპტიკურად ვუყურებ..
არ ვიცი რატომ მაგრამ ოსე როგორც ადრე მჯეროდა აღარ მჯერა..
ალბათ ასაკი,რომ გემატება მით უფრო ახლოს ხარ რეალურ ცხოვრებასთან და ბავშური ფანტაზიები სადღაც შორს,თოჯინებან ერთად კარადაში ინახეება..
ერთი ჩემი დაქალი ყოველთვის მეუბნებოდა,სიყვარული იგივე შეჩვევააოო და არა რაღაც განსაკუთრებული და განუმეორებელი გრძნობაო...
მაგრამ ერთი მიკვის რატომაა,რომ ზოგჯერ ზოგზოგიერთები ამ გრძნობისთვის სიცოცხლესაც ემშვიდობებიან და ამტკიცებენ რომ სტკივათ..აწუხებთ,ცხოვრება აღარ შეუძლიათ და რატომაა მაშინ ასეთი მტკივნეული? ხომ შეიძლება რომ როგორც იმას შეეჩვია სხვასაც შეეჩვიოს?
იმათ რა განდოდების მანია სჭირთ და სხვებს ვეღარ ამჩნევენ?? იქნებ სიყვრული ისაა როდესაც ვიღაცას ისე ეჩვევი რომ გადაჩვევა აღარ შეგიძლია?
ჰმმმ... არ ვიცი რა...




Thursday, June 24, 2010

Music.

თეას ზეგვავლენით და ამ სიმღერის მილიონჯერ ჩემი ნებით ნუ უნებლიედ მოსმენის შმედეგ მინდა ვქვა რომ მეც მომწონს...
მართალია ცოტა არ იყოს "მგრუზავს",მაგრამ უკვე "დაგუზულზე " ასწორებს..
არ ვიცი ეხლა მეჩვენება მე თუ საკმაოდ კაი მუსიკაა..
just listen and injoy!!




ბამც!!! და მორჩა...









ცხოვრება ფილმი..


ცხოვრება ფილმი? არის რამე საერთო ამ ორ სიტყვას შორის?


იძახიან რომ ფილმების უმეტესობა ცხოვრებისეულ ფაქტებზეა დაფუძვნებული.. მაგრამ რეალობა ფილმში შელამაზებული რომ არ იყოს ვინმე რეალური ცხოვრებით დაინტერესდებოდა?
დაკვირვებულები ხართ ალბა ფილმის სიუჟეტის განვითარებაზე..
როგორ ქრონოლოგიურად მიჰყვება ფატები ერთმანეთს..
ყველაზე ბანალური და უმეტეს ფილმებში არსებული სიუჟეტით დავიწყოთ...
პერსონაჟების გაცნობა..უმთავრესი ნაწილია მაგის გარეშე ფილმი წამროუდგენელია.. ე.ი ფილმების უმეტესობა იწყება თვით მთავარი პერსონაჟის თავისივე ხმით გაკეთებული კომენტარებით გაცნობა..
ეგრედ წოდებული მთავარი გმირი ლაპარაკობს თავის მოსაწყენ და უიაზრო ცხოვრებაზე და უცევ ბამც!!! რადიკალურად იცვლება ყველფერი..
უმეტეს შემთხვევაში ან ეს ცვლილებები უფრო აუტანელს ხდის ამ ადამიანის ცხოვრებას ან პირიქით სასიკეთოთ ცვლის..
თითქოს ამით ცენარისტები ცდილობენ ცოტათი მაინც ფილმის სიუჟეტის რეალურ ცხოვრებასთან დაახლოვონ.. მაგრამ wake up!!! რეალური ცხოვრება არა ასე...

შემდეგ მოდის ყველაზე საინტერესო..დაძაბული და მძიმე მომენტები... როცა ფიქრობ, რომ კიდევ კაი ჩემი ცხოვრება კინო არააოო..

მაგრამ ისევ ბამც!!! და ყველაფერი ცოტა წვალებით მაგრამ ბოლოს მაინც გვარდება.. ვიღაცა კვდება..(უმეტესწილად ბოროტმოქმედები)..

და ბოლოს კოცნა და თვალების ჟუჟუნი (მთავარი კადრი) და ყველაზე მოსაწყენი და უინტერესო სუბტიტრები(რომელსაც სიმღერაც მოყვებახოლმე)...
აი ეს არის კინოს ყველაზე გავრცელბული და ბანალური სიუჟეტი,რომელიც მილიონობით მაყურებელს იზიდავს მთელი მსოფლიოდან....

რომელი ერთი რეალური ცხოვრება შეძლებდა ასეთ დიდ ყურადღებას?

ეს იცით რატომაა ასე??


ადამიანს ყელში აქვს თავისი რეალური ცხოვრება..დაიღალა და უკვე აღარც აინტერესებს რა მოხდება შემდეგ სერიაში.. მიუხედავად იმისა რომ ყველა იმ კინოს სიუჟეტი უკვე მოძვეებული და ბანალურია მაინც არ ვიტყოდი ერთ დიიიდ სასიკეთო ბამც–ზე უარს..
რაც შეეხება ფილმს..რაც არ უნდა რეალურ ფაქტებზე იყოს დაფუძვნებული მაინც ძალიან შორსაა რეალობისგან...


Saturday, June 19, 2010

10 things i wanna do in my life..

ძალიან ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემედეგ გადავწყვიტე ეს პოსტი ხალხისთვისაც გამენდო.
ეს არ არის იოლად დასაწერი ამიტომ შეიძლება ცოტა პრიმიტიულიც იყოს..მარგამ what ever..

1.მინდა ვიმოგზაურო..ანუ გავცდე საქართველოს ფარგლებს..

2.მინდა ვისწავლო ცურვა
3.მინდა ვისწავლო ქართული ცეკვა
4.მინდა წვიმის ქვეშ ვიცეკვო,და არ მაღელვებდეს ვინმე თუ მიყურებს და ჩემზე ფიქრობს გიჟიაო..
5.მინდა მქონდეს perfect date. date რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება..

6.მინდა ისე დავთვრე,რომ ვინმეს სიყვარული ავუხნა lol :D:D
7.მინდა კარიერაში წარმატებას მივაღწიო
8.მინდა იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლას დავესწრო.
9.მინდა ვიპოვო ის ერთადერთი (თუ არსებობს lol)..
10.მინდა დავიკლო 10 კილო...

და ამდენი მინდას შემდეგ მინდა გითხრათ რომ ეს სია ჯერ კარგად დამუშავებული არა...და აიიი მალე თუ თავში კიდე რამე მომივა,შეიძლება გავზარდო "მინდების" რიცხვი

Friday, June 11, 2010

nevermind nevermind nevermind!!

just feel like something is missing and the feeling is kinda unknown..
everything in me miss something..

Saturday, June 5, 2010

Changes Changes Changes!!!

my friend once said(in once i mean today),she said: i Want Changes!..
what does that world mean for you?
Change-is to do something different.. like to change clothes is to wear different thing..
So how can we change?what shell we do if we are bored with everything we have now and wanna change?
first of all i think we should ask: what we want to change? style? look? hair? act or what?
This is the most imporntent question and if u know the unswer work!!!Come on change!!
coz sometimes its good to do this,sometimes its only thing that left..
change something even little thing little thing in urself.. and ull feel better...
change ur clothes style act...do things u never did..
Come on life is To Short to be same all the time..
Its ur time honney,its time for you to change!!
And u know what?
i need changes too..
So lest think and change together!!
P.S i love mY Friends!!! and I love my BloG!! ;)

Friday, June 4, 2010

Je ne connais qu'un seul, comment éviter vigrdzno encore en vie,
J'ai des milliers de mourir, et seulement Merci pour le retour de votre vie est de plus en plus

რატომ მაინცდა მაინც სერიალები?

არ დაფიქრებულხართ რატომ არის რომ დიასახლისი ან საერთოდ ადამიანი უყურებს სერიალებს..არგენტინულს ბრაზილიურს ,მექსიკურს თუ ამერიკულს?


მართალი რომ გითხრათ მეც ვუყურებ ამერიკულ სერიალებს... განსაკურებით ისეთები რომლებიც გასართობი, სიყვარულისა და ზებუნებრივი(supernatural) სიუჟეტით გაჯერებული..


ალბათ უფრო იმიტომ რომ რაღაც თვით ჩვენს ცხოვრებას აკლია და ვცდილობთ ეს დანაკლისი სხივი (თუნდაც მოგონილი) ცხოვრებით ავინაზღაურუთ და შევივსოთ ის სიცარიელე რომელსც ყოველივე ჩვენგანი განვიცდით..


შეიძლება ამიტომაცაა ჭორიკანა ქალების ასეთი დიდი რიცხვი რომ არის განსაკუთრებით საქართველოში..


არასოდეს არ გიოცნებიათ ისეთი ცხოვრება გქონოდათ როგორიც რომელიმე სერიალის ან ფილმის გმირს აქვს??


ამიტომაა რომ სერიალების უმეტესობა არის პოპულარული დიასახლისებში რომლებიც 24 საათი სახლში ზიან და სხვისი ცხოვრების ტკბობის გარდა აღარაფერი დარჩენიათ..


არც მე ვიტყოდი უარს მქონდეს ისეთი ცხოვრება ან თუნდაც მისი ნახევარი მეოთხედი ან მეექვსედი ერთერთ სერიალში ვხედავ..


აქტიური ცხოვრება გართობა სურპრიზები და სითამამე..აი რაც აკლია ჩემს და არც ვიცი ოდესმე თუ შეივსება ეგ სიცარიელე.. რადგან ძაან შორსაა ჩემი ცხოვრებისგან...


მაგრამ ხომ იცით ოცნებას კაცი არ მოუკლავსო : ) )






Thursday, June 3, 2010

გარსია მარკესის 13 გენიალური ფრაზა:

1)მე შენ მიყვარხარ,არა იმიტომ ვინც ხaრ შენ,არამედ იმიტომ რო ვინ არ მე როცა შენს გვერდით ვარ.
2)არცერთი ადამიანი არ იმსხურებს შენს ცრემლებს,ხოლო ის ვინც იმსახურებს,არასოდეს აგატირებს შენ.
3)მხოლოდ იმიტომ, რო ვიღაცას არ უყვარხარ ისე,როგორც შენ გიდნა რომ უყვარდე,იმას არ ნიშნავს რომ,იმ აამიანს მთელი გულით არ უყვარხარ!
4)ნამდვილი მეგობარი ის არის ,რომელსაც უჭირავს შენი ხელი და გრძნობს შენს გულს.
5)ყველაზე საშინელი მონატრებაა,იყო მის გვერდით და აცნობიერებდე,რომ ის არასოდეს იქნება შენი!
6)არასოდეს მოიშიალო სახეზე ღიმილი .მაშინაც კი ,როცა სევდიან განწყობაზე ხარ ვიღაცას შეიძლება შენი ღიმილი შეუყვრდეს
7)შეიძლება ამ სამყროში მხოლოდ ადამიანი ხარ,მაგრამ ვიღაცისთვის მთელი სამყარო ხარ.
8)შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ,როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვართ
9)ნუ ტირი იმიტომ,რომ ეს დამთავრდა .გაიღიმე იმიტომ რომ ეს იყო.
10)არ ფანტო დრო იმ ადამიანზე რომელიც არ ისწრაფვის რომ დრო შენთან გაატაროს
11)ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს.მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ,უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.
12)გახდი უკეთესი და შენვე მიხვი ვინ ხარ,სანამ შეხვედები ახალ ადამიანს იმ იმედით რომ ის შენ გაგიგებს შეგიცნობს
13)ნუ გამოავლენ ესოდენ ძალისხმევას ყველაფერი საუკეთესო მოულოდნელად ხდება!

: )

მხოლოდ შენ ერთმა იცი, თუ როგორ შეიძლება ვიგრძნო თავი ისევ ცოცხლად,
მე ხომ უკვე ათასჯერ ვკვდებოდი და მხოლოდ შენი წყალობით ვცოცხლდებოდი ხოლმე კიდევ და კიდევ...............
სიყვარული არც მაშინ გვეკითხება, როცა მოდის და არც მაშინ, როცა მიდის.
ბ უ ა ს ტ ი