Wednesday, December 29, 2010

Feelings,Lost Empty feeling,Coming Down Like a Waterfall...


უამრავი ბლოგი არსებობს,სხვადასხვა თემებისთვის მიძღვნილი.. ყველას თავისი დანიშნულება,საბაბი ანუ მიზანი გააჩნია.. მაგრამ აი ჩემს ბლოგს რა მიზნი აქვს ნამდვილად არ ვიცი.. ალბათ უბრალოდ ვერთობი და აზრებს თავიდან ვაფრქვევ.. : ))


რამდენად აუცილებელია გაახმოვანო ის რასაც გრძნობ?

რაც წამოვიზარდე იმის მერე მესმის რომ რაც უფრო დამალავ იმას რასაც გრძნობ მით უფრო მოიგებ(გამონაკლისებიც არსებობს)..

არ ღირს ადამიანს ესე უბრალოდ გადაუშალო გული.. რაც არ უნდა ახლობელი ჩანდეს იმ დროს ან იმ წუთას,უნდა გახსოვდეს რომ არის იმის უდიდესი შანსი,მან დაკარგოს ეს დანიშნულება..და რაც შენ შენივე დაუდევრობით გაუმხილე ზუსტადაც შენს საწინააღმდეგოთ მოაბრუნოს...

ამიტომ რაც არ უნდა იყოს ჯობია დაგრჩეს შენ.. შექმენი რაღაც კუთხე შენს სამყაროში,დღიურივით და ჩაყარე შიგ ყველაფერი რასაც გრძნობ დაადე კლიტე.. მაგრამ გასაღები არ დაკარგო,რა იცი რაშ გამოგადგეს..?

No comments: