Saturday, January 1, 2011

ახალი წელი და ალკოჰოლი..


ამ წლის პირველი პოსტი და ისიც ღამის 5 საათზე.. მალე ბედობა დღე გათენდება.. მე კიდე პახმელიიდან გამოსულს არადა არ მეძინება.. დღეს ძალიან გადავაჭარბე სიმთვრალის საზღვარს.. და თავს შევპირდი რომ აღარ დავლევ.. არ მიღის ასეთი პახმელიის ფონზე... : ))

ისე ოდესმე გიფიქრიათ რა სარგებლობა მოაქვს ალკოგოლს? გემო არც თუ ისე სასიამოვნო,შედეგზეც შეიძლება იგივე ვთქვათ,მაგრამ ჩვენ მაინც იმ მომენტის ხათრით,რასაც მე შეზარხოშებას ვუწოდებ,მაინც ვსვავთ..

ქართველი კაცები მაგალითად,აუცილებელია კაცმა დალევა იცოდეს,სუფრას გაუძღვეს,თითქოს ამით კაცობასაც ამოწმებენ.. მერე იმიტომაა დიდი მუცლები და წნევები აწუხებთ.. მაგრამ როცა სვავ მაგაზე სულ არ ფიქრობ.. : ))

No comments: