Tuesday, January 4, 2011


გონება გათიშე,მოადუნე ყველა კუნთი,თვალები დახუჭე და გადაეშვი სიზმრებში...

ძილი,ყველასთვის ერთია? ზოგი მალევე იძინებს,ზოგს კი მთელი თავისი ძალა და დრო სჭირდება რომ დახუჭოს თვალი და დაიძნოს...

რა გვიშლის ხელს ძილში? ყველას სხვადასხვა პასუხი ექნება ამ კითხვაზე,ზოგი ყავას დაბრალებს,უმეტესობა ახალ გაჩენილ პრობლემებს,იქნება ის ნაწილიც რომელსაც საერთოდ არ ესმის რატო არ ეძინება..

გონება ისეთი რთული რამეა,რომ მეცნიერები მას ბოლომდე ვერ ჩასწვდებიან,რადგან თვითონ ტვინი არ მისცემს ამის საშუალებას...შეიძლება აუცილებელიცაა ზოგიერთი კითხვა პასუხგამუცემელი დარჩეს,ხოლო ზოგიერთი ოცნება,თუ ჩანაფიქრი აუცხდენელი...

რადგან არაფერი ხდება უბრალოდ,ყველაფერს თავისი დანიშნულება და აზრი აქვს...იქნება ეს ჭკუის სწავლება,თუ უბრალო შემთხვევა...

ყველაფერს დანახვა უნდა...უმნიშვნელო შემთხვევა მნიშვნელოვანია იქნებ?

ისე ძილი,მართლა აუცილებელია..მიუხედავად ასეთი პრობლემებისა,ძილის მიმართ,მაინც მიყვარს.. ისე შეიძლება ეს პრობლემებიც ისევ ჩემი ბრალია.... უძილობა ხომ მძიმე რამეა...

No comments: