Tuesday, October 27, 2009

თოვლი მინდა!!!!




ეს პოსტი გუშინ გვიან ღამით დავწერე,როდესაც კომპიუტერის საშუალება არ იყო და მხოლოდ მობილური მქონდა ხელში..
მაგრამ გაჭირვება მანახე და გაქცევას გაჩვენებო ნათქვამია..დავიჭირე ჩემი საყვარელი მაგრამ გაფუჭებული ნოკია 5610 და დავიწყე წერა...სულ რაღაც ოთხი მესიჯი გამოვიდა..ბოლოს ჩამეძინა და ვეღარ დავამთავრე...
სათაური მარტივია,ყველა მიხვდება თუ რაზე მაქვს ლაპარაკი..და აი ის მობილურში შემახული ჩემი პოსტი:
თოვლი მინდა!!!
არ ვიცი საიდან გამახსენდა,ან საერთოდ რატო მომინდა ასე ძალიან თოვლი..
მინდა თეთრი ფიფქები,თბილი ყავა და შოკოლადი..
გარეთ ბავშვების ჟრიამული და ჩემი დისსშვილის გაოოგნებული სახე თოვლის დანახვისას..
მინდა ჩემი ხანდახან ქარაფშუტა დაქალები გვერძე,გუნდებით მომარჯვებული..
მინდა მთელი ოჯახი ზალაში გამოსული,ჩემი შუათანა დაც ქმარ-შვილთან ერთად..
ვარდისფერი ცაა და თოვლის სუნი..
გათოშილი ფეხები და ყინვისგან წითელი ცხვირი..
უეცრად მომინდა ზამთარი,რომელიც არც მყვარებია..ისე მომინდა რომ ვერც წარმოიდგენთ..
ნაძვის ხე,გირლიანდები,საჩუქრები,ახალი წელი,შობა და ა.შ.
მართლა მაგრად მომინდა...
აი ეს იყო სულ რისი დაწერაც მოვახერხე სანამ ჩამეძინებოდა...და მოდი იცი რას ვიზავ,რადგან ეს პოსტი ეძღვნება თოვლს,ერთი ლექსიც მივაყოლოთ ბარემ :
გალაქტიონ ტაბიძე - თოვლი



მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!




მიყვარს ეს ლექსი რა...მაგრამ ლექსი გვერძე რომ გადავდოთ,იცით რა ლამაზია ფიფქები..დღეს შემთხვევით დაგავაცყდი საიტს დასაც კარგად არის ნაჩვენები თუ როგორი თოვლის ფიფქებია სხვადასხვა ქვეყნებში... აი მაგალითად ლამზაი ხო?? მართლაც ძალიან მინდა თოვლი!!!!!!!

1 comment:

Elene-dariani said...

ara posti m omewona ai dzaliannn magram qarafshuta daqalebi tu gyavda ar vicodii :|