Sunday, October 18, 2009

აბდა-უბდა

როდესაც თავს საშინლად გრძნობ და არ იცი რატო, მაშინ რა უნდა გააკეთო??
რა და ჩემო კარგო შეხვიდე ბლოგზე და დაიწყო წერა,იქნებ ბოლოში რაიმე შვება იგრძნო ან თუნდაც მიხვიდე იმ დასკვნამდე რომ ტყუილად გრძნობ თავს ასე საშინლად...
ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო,იტყვიან ხოლმე...
რომ დაუფიქრდე მართალია,ცხოვრება ის ამოუცნობი და ჩემთვის საინტერესო საგანია,რომელსაც ამოცანების აქვს (როგორც მათემატიკას) და შეთხვზის უნარის აუცილებლობა(როგორც ქართულს)...ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია..
ადამიანი როდესაც კარგავს მიზანს და მას წინ აღარაფერი ელის, არაფერი ახარებს ან თუნდაც აშინებს,ის რობოტს ემგავსება და ცხოვრებას უფერულად და უგემოვნოდ უყურებს...მე რათქმაუნდა მაგ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები და არც მგონია ოდესმე მოვხვდე მათ რიგებში...
მართალია ცხოვრების დინებას წყნარად და აშფოთების გარეშე მივზდევ,არ ვეეწინააღმდეგები და ვფიქრობ რაც იქნება იქნება..მაგრამ ოცნება კი ნამდვილად შემიძლია..თქვენ რა ოცნება ადვილი გგონიათ?? არა ძნელია და ყველას სხვადასხვა გვარად ეხერხება..
მაგალითად შანშან ჩემი ოცნება ჩაბარება იყო,წარმომედგინა რომ აიიი ინსტიტუტში მივდიოდი დაა.....ხოო მიხვდით რაა..
მაგრამ ოცნება რომ გვერძე გადავდოთ ცხოვრება კიდე რისგან შედგება??
რაც არ უნდა ჭკვიანი და გონება გახსნილი იყოს ადამიანი,თუ ბედი არ წყალობს და არ უმართლებს მაშინ ვის რაში უნდა შენი ჭკუა და გონება გახსნილობა??
ხანდახან როგორ მინდა გავექცე ცხოვრებას (არა კი არ მოვკვდე არრამედ გავექცე)...შორს სადღაც აიი მაგალითად კარიბის კუნძულებზე,....
სულ სხვა რამე მინდოდა და აი ნახეთ სად მოვედი...მაგრამ თავს ეხლა მშვენივრად ვგრძნობ თითქოს მძიმე ტვირთიც მომეხსნაო...
წავედი ჩავიძირო ისევ ჩემს ცხოვრებაში...ამოყვინთვის დროს ხომ აქ ვიღებ ჰაერს რომ კიდევ ცოტა ხანი მეყოს...მგონი ჩემი ბლოგი მიყვარს.... :*

2 comments:

Anonymous said...

da ra gindoda? an sad moxvedi.. ra ar mogwons sheni cxovrebis.. ra gaumazgrobaa :D:D:D
mxatvruli wera gexerxeba xo ici.. :D:D:D

tamunsio said...

მანდ ვიგულისხმე რომ სულ სხვა თემის დაწერა მინდოდა და სხვა თემაზე გადავედიი...რომელი ხარ ეგეც რო მიაწერო კი არ მწყინება ჩკვიან :)))