Sunday, September 20, 2009

წვიმა და ისევ წვიმა...

წვიმის დროს რაღაც მელანქოლიურ უცნაურ ხასიათზე ვდგები,მე თვითონაც არ ვიცი რატო მიყვარს ბუნების ეს მოვლენა..მიყვარს როცა სახლში ვარ და წვიმის გაუჩერებელი ხმაური შემოდის ჩემს ოთახში ანდა მანქანაში..ბავშობაში ყოველთვის მინდადა კერძო ბინა მქონოდა შუშის სახურავით,წვიმის წვეთები ან თუნდაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დამენახა ძილისწინ..ოცნება ოცნებაა..მაგრამ ისე ჯერ კიდევ არ ვიტყოდი უარს ეგეთ სახლზე.. :)))მმ წვიმაა..მოყოლილხართ თქეშ წვიმაში როდესაც თავიდან ფეხებამდე სველდებით?? მე კი და არა ერთხელ..დიდი სიამოვნება არ მიმიღია მაგრად გასახსენებლად ძალიან სახალისოა..მოიცადეთ წვიმაზე მგონი ბავშობაში ლექსიც მაქვს დაწერილი..აბა ერთი თუ ვიპოვი...არაა ალბათ ბედი არააა...სამაგიეროდ უფრო ბავშური და სულელური ვიპოვე ინტერნეტში...

მაგრამ ეს მომეწონა:



* * *

აივნის კარი ღია მაქვს. წვიმს.
სიზმარში წვიმების ჩამესმის ბწკარი.
წვიმიდან წვეთ–წვეთ ვიპარავ ძილს.
წვიმს. მძინავს და ღია მაქვს კარი.

ოთახში ალბათ იღვრება წყალი.
თვალებში სიზმარი ჩამექცა ფერებად.
წვიმს. მძინავს და ღია მაქვს კარი,
რომელშიც შემოდის ზღვა ბედნიერება.


2 comments:

Anonymous said...

that is simply an art piece which I clicked in an exhibition.

Anonymous said...

momwons ... : )