Sunday, August 15, 2010

დასასრული და დასაწყისი...

დიდი ხანი ვარიდე თავი ამ პოსტს და ეხლაც დიდად არ მიხარის ამის დაწერა,მაგრამ დროა ეს ყველაფერი უკან გადავდოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება იმიტომ რომ მეტი რ დაგვრჩენია?

მოდი არ დავაკონკრეტებ და არ დავწერ თორე მისი სახის იმ დღის გახსენება ცუდად მხდის.. მეშინია და ვფიქრობ რომ სიკვდილი შეიძლება სადღაც ახლოსააა... ადრე უფრო შორს მეჩვენებოდა ძალიან ძალიან შორს..მაგრამ როდესაც თანაკლასელს კარგავ რაღაც უაზრო შიშს განიცდი და ხვდები რომ არაფერია მუდმივი,ყველაფერი ოდესმე მთავრება,ასეა სიცოცხლეც...

და ჩემი მობილურიც,რომელიც მეგონა უფრო დიდი ხანი გამიძლებდა,როგორც ჩანს არც თუ ისე კარგი პატრონი ვყოფილვარ... ბოლოს მისი სიცოცხლე ტვალეტში დასრულდა..ბახ და ვხედავ უნიტაზიდან ჩემი მობილური მიყურებს : ))

ცოტა იუმორი რომ არა ეს პოსტი ძალიან დამრთგუნველი იქნებოდა...

დღეს ახალი ტელეფონის საყიდლად წავედი (თითქოს ამით ჩემს ძველს და საყვარელ ტელეფონს ვღალატობდი),ხოდა ცოტათი ფასებით დათრგუნულმა,მაგრამ მაინც მომავალი შენაძენის მოლოდინში გახარებულმა,განვიცადე სრული იმედგაცრუება,როცა აღმოჩდა რომ "პროგრამამ გაჭედა და დღეს ვერ მოხერხდება მისი ყიდვა" (დამპალი ელიტ ელექტრონიქსი).. ანტირეკლამა (ლოლ)...

ხოდა წამოვედი ასე ხახა მშრალი უმობილუროდ და იმ იმედით რომ ერთი კვირის შემდეგ შაბათ დღეს მეჭირება ეგ მობილური ხელში..

1 comment:

Sophie said...

მე აქ კომენტარს დაგიტოვებდი მხოლოდ მაშინ როცა უკვე მეც ნანახი მექნებოდა ეს მობილური:))) მშვიდობაში დე, შენი წყალი გადმომესხას:)))