Wednesday, December 30, 2009

ახალი წელი ანუ რაიმე ახალის დასაწყისი?

როდესაც ახალ წელზე ვფიქრობ სულ ილია ჭავჭავაძის კრიტიკული წერილი მახსენდება ”რა გითხრათ რით გაგახაროთ” ბოლოს და ბოლოს ვიცოდი რომ ამ თემას მეც შევეხებოდი და ბლოგზე ერთი პოსტი ამ დღესასწაულს დაეთმობოდა..

რა მოგდის პირველი თავში როცა ახალ წელზე ფიქრობ??

პატარა რომ ვიყავი ახალი წელი იმდენად სასიხარულო იმდენად მნიშვნელოვან დღესასწაულად მეჩვენებოდა რომ დღეებს ვითვლიდი ..მაგრამ ეხლა ცოტა არ იყოს ჩემი დამოკიდებულება მისდამი შეიცვალა..აღარ ველოდები თოვლის ბაბუას და დიდად აღარც მიხარია..
ახალი წელი ნიშნავს რაიმე ახალს წინასგან განსხვავებულს და კარგს...მოდი არ გვინდა იმაზე ფიქრი რომ ახალ წელთან ერთად შეიძლება ახალი პრობლემებმაც შემოგვიღოს კარი...ვისიამოვნოთ იმ წამით იმ განსაკუთრებული დღით..გავატაროთ იმ ადამიანებთან ერთად ვინც ჩვენთვის ძვირფასია და დავივიწყოთ ყველაფერი ცუდი..ბოლოსდაბოლოს ჯერ ხომ არ იცი ღმერთი რას გიმზადებს... მინდა კიდევ რამე კარგი დავწერო მაგრამ რამდენადაც ვცდილობ იმდენად უარესი ხდება ჩემი პოსტი..არ მინდა უბრალო ბავშური ოცნებები იყოს გარეული ...
ერთს გეტყვით მოდი რა ინგლისურადაც მოვაყოლებ!!
hApPy nEw YeAr!!! Wish u AlL the BeSt!!! LifE is toO shoRt To not Be HapPy So EnJoy Ur TiMe!!! BEST Wishes Just anoTher Blogger!!!

No comments: