Saturday, December 26, 2009

გამარჯობა!!

გამარჯობა!! ასე დავიწყოთ ჩვენი პოსტი..
გული მიგრძნობს დღეს ვერაფერ კარგს დავწერ იმიტომ რომ უაზრო ხასიათზე ვარ...არავითარი საახალწლო განწყობა არავითარი საშობაო განწყობა..ჩემი ცხოვრება ასე გამოცდებით დატვირთული არასოდეს ყოფილა..
არ ვიცი როდემდე შევძლებ ამის ატანას... ატანაზე გამახსენდა..
არ ვიცი ქვენ რამდენჯერ მჯდარხარ 122 მარშუტკაში, მაგრამ თუ ერთხელ მაინც მოგიწიათ მოხვედრა მიხვდებით რაზე მაქვს ლაპარაკი...
იგი გადის ელიავას და შემდეგ კი მივყავარ მაღლივში..
აი მაგალითად დღეს რო ავედი კინაღამ გავიგუდე ისეთი სუნი იყო..იმედია ნაჭამი არ კითხულობთ ამ პოსტს.. ძნელია ამ სუნის ბოლომდე აღწერა მაგრამ ვეცდები დეტალურად აგიხსნათ მე რა საშინელ სიტუაციაში ვარ თითქმის ყოველდღე..
პახმელიისა და ნივრის, ღვინოსი და ოფლის , ან საერთოდ დაუბანლობის სუნები ერთმანეთში ერთ კომპოზიციად არეული...მტერსაც არ ვუსურვებ ჩემს ბედში ყოფნას..
არ მეგონა დღეს რო გული არ ამერეოდა..ცოტა ჩემი კაშნი მეხმარებოდა რომელსაც სუნამო ბევრი სპეციალურად დავასხი..შიგ თავჩარგული ვცდილობდი როგორმე ამ საშინელი ჰაერის კიარადა არომატის იგნორს...
თქვენ ის თქვით რომ დღეს კაშნი დამრჩა და ერკერადი ხელსახოცი მოვიშველიე და ცვირზე ავიფარე თითქოს ვიწმინდავდიო...
გასაჭირი მაჩვენე და გაგცევას გაჩვენებო მაგაზეა ნათქვამი.. :)))

No comments: