Sunday, August 30, 2009

ლექსები... :*:*:*


არ არსებობენ ცუდი ქალები,
ქალს მარადმშვენი უჩანს თვალები...
არ არსებობენ, არ არსებობენ,არ არსებობენ ცუდი ქალები..
მაგრამ თუ მაინც ცუდია ქალი,ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი!!!
მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით-
ქალს ამახინჯებთ, ან ეფერებით..
მოკლედ არც მეტი და არც ნაკლები-
კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი...



ქალი-მზეა და ქალი მთვარეა..
ქალი-წვიმაა...ცვალებადია..
ქალი-ღვინოა, გონების ამრევი,თავბრუდამხვევი..
ქალი რა არის?
-ბედის ირონია..
ქალი-ფიტულია, ფანტასტიკურია,
ეგზოტიკურია, რომანტიულია..
კაცის კოცნაზე მექანიკურია. ქალი-მზეა და ქალი მთვარეა..
ქალი-წვიმაა...ცვალებადია..
ქალი-ღვინოა, გონების ამრევი,თავბრუდამხვევი..
ქალი რა არის?
-ბედის ირონია..
ქალი-ფიტულია, ფანტასტიკურია,


მაინც ნუ მიენდობი- ქალი ქალია...
ქალი-ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე..
ქალი-სიცოცხლე, სითბო, სინაზე..
ქალს მოვექერო მინდა ამ ლექსით.
.ქალი-ლამაზი...ტანო-ტატანო...
ქალო-ათასი ჯავრის ამტანო..
ქალო-ცხოვრების დიდო საწყისო
კაცებმა ხელით უნდა გატარონ..

მეარღნეები და პოეტები
...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ,არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?
.. -ნინა, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება
ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა
მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე, დასცხე,
გეთაყვა, აბა, რად გიღირს
ერთი ძველი შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს
თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება, კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა
, რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც
სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული,
- საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ,
რომ არ გინდა მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით
მეარღნეები და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება..
ტიციან ტაბიძე


ადვილია
იცრუო უფრო ადვილია, სიმართლის დაცვა ძნელი ილაპარაკო ადვილია,
აღიარება ძნელი შეცდომა დაუშვა ადვილია, გამოსწორება_ ძნელი
ნაკლის შემჩნევა ადვილია, კარგის დანახვა_ ძნელი
სხვისი გამტყუნება ადვილია, საკუთარ თავის_ძნელი
წარმოთქმა სიტყვის ადვილია, დუმილი_ უფრო ძნელი
დაბლა დაშვება ადვილია, მაღლა სვლა_ უფრო ძნელი
შეხვედრა უფრო ადვილია, განშორებაა ძნელი
გვერდი ამიარო ადვილია, შეჩერდე_ ესაა ძნელი
ჩემი აცრემლება ადვილია, გაცინებაა ძნელი
ჩემი მოტყუება ადვილია, რომ დამაჯერო ძნელი
ოცნებით მაფრინო ადვილია, მიწაზე არ დამტოვო ძნელი
მოსმენა ჩემი ადვილია, გაგება ცოტა ძნელი
გული მატკინო ადვილია,მოფერებაა ძნელი
ჩემი აღელვება ადვილია, დამშვიდებაა ძნელი
რაღაც გამახსენო ადვილია, რაღაც დამავიწყო ძნელი
რაღაცა გამირთულო ადვილია, გამიადვილო_ ძნელი
რაღაც მაწყენინო ადვილია, რაღაცით გამახარო ძნელი
კითხვებით შემაწუხო ადვილია, პასუხის გაცემაა ძნელი
მომავლის ცქერა ადვილია, წარსულზე ფიქრი_ ძნელი
დარდი დამიტოვო ადვილია, უდარდო გამხადო_ ძნელი
ჩემს ღალატს რა უნდა შე კაცო, ერთგულებაა ძნელი უკან
დახევა ადვილია, წინ წასვლა_ უფრო ძნელი
ჩემზე უარის თქმა ადვილია, გსურდე_ ესაა ძნელი
ჩემი დავიწყება ადვილია, გახსოვდე ესაა ძნელი
რწმენა დამიკარგო ადვილია, რწმენის დაბრუნება_ ძნელი
გადავიწყება ადვილია, მონატრებაა ძნელი
ჩემი სიკვდილი ადვილია, მაცოცხლო_ ესაა ძნელი...

***

წვიმს, შემოდგომა შემოდის სულში
და ვიოლინოს აკვნესებს ვიღაც,
მადლობა უფალს_ დაღლილ სახიდან
ბედნიერების ვიშორებ ნიღაბს...
კმარა ამაო თამაში ბედთან,
ეშვება ფარდა, მთავრდება ფასი,
სიტყვამ, რომელიც მინდოდა მეთქვა,
დიდი ხანია დაკარგა ფასი....

No comments: