Thursday, August 27, 2009

ზაფხულის მიწურულს....



რა ჩქარა მიდის ზაფხული..გახედვას ვერ მოასწრებ და უკვე შემოდგომაა,რომელსაც მოყვება ცივი და დაუნდობელი ზამთარი..ნეტა ვინმეს უყვარს წელიწადის ეს დრო?ზამთარზე რომ ვფიქრობ პირველი რაც მომდის თავში ახალი წელი და შობაა..დღესასწაულების მთელი ჩამონათვალი...აი გაზაფხულს რაც შეეხება მიყვარს..მიყვარს ცივი ზამთრის მერე ყვავილების სურნელებით გაჟღინთული,ცოტა გრილი, მაგრამ საიკმაოდ სასიამოვნო, ჰაერი..ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ხესთან რა მშვენიერი სურნელი იგრძნობა..ხანდახან ვფიქრობ ნეტა შეიძლებოდეს მისი შენახვა... რადგან მაშინ, ხომ ზამთარიც ისეთი საშინელი და ცივი არ მოგეჩვენება..წელიწადის ამ დროს ყველაფერი ხელმეორედ იბადება..ბუნება მშვენიერდება..თითქოს შენშიც რაღაც ხდება...ალბათ მაგიტომაა რომ გაზაფხულს სიყვარულთან აკავშირებენ...ისე მე გაზაფხულზე დავიბადე მაისის თვეში...ეს ჩემი უსაყვარლესი თვეა...გაზაფხულის ბოლო თვე როცა ამინდებიც კარგია და განწყობაც..ისეე მართალი რომ თქვა წელს სულაც არაფერი გამიგია..ისე გაიარა ერთმა აბიტურიენტობის წელმა,რომ სულ არ მაინტერესებდა ზამთარი იყო თუ შემოდგომა..ისე ჩქარა დავდიოდი რომ ყვევილების სურნელების შეგრძნობაზე ლაპარაკი ზადმეტია..უუფფ კაიდევ კაი მორჩაა!!! (აუუ თქვნ ჩემი დეპრესიები უნდა გენახათ) ახლა ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის:სტუდენტობა..ვნახოთ როგორ შევიცვლები ან შეიძლება იგივეც დავრჩჶ..დროო გვაჩვენეებს... კინაღამ დამავიწყდა მარიამობას გილოცავთ!!! ღვთის მადლი არ მოგკლდებოდეთ!!!

No comments: