Sunday, June 27, 2010

La La Lend!!! : )








დაკვირვებული ვარ უკვე რომ ფოსტის წერას ვიწყებ ფილმის ნახვის მერე..რადგან ფილმი დიდად მოქმედებს ჩემს განწყობაზე..ჩემი დაქალი მეუბნებოდა შენ კინოთმცოდნე უნდა გამოხვიდეო... ცოტა დავფიქრდი მეთქი ცუდი არ უნდა იყოსთქო..მაგრამ ხო იცით საქართველოში მაგით ვერაფერს მიაღწევ.. : ))


ხოდა რას ვამბობდი... გუშინ ჩემდა გასაკვირად ისეთი ფოსტი აღმოვაჩინე რომელიც არ გამომიქვეყნებია და რომლის შესახებ არც არაფერი მახსოვდა.. ესე მოგსვლიათ ოდესმე?? ალბათ იმდენად დაგრუზული ან გაბრაზებული ვიყავი რომ გაუაზრებლად დავწერე..
ხოდა მერე გადავწყვიტე რომ რადგან ეს პოსტი მაშინ არ გამოვაქვეყნე ეხლა უკვე აღარ ღირს..


ხოდა ფილმზე ვამბობდი .. წეღან ვუყურე იმას "მაპატიე სიყვარულისთვის"–ის მეორე ნაწილს "მაპატიე შენი ცოლად შერთვა მინდა".. ხოდა ვამბოობ!!!

არ მჯერა რომ შეიძლება ისე შიგიყვარდეს ვიღაც,რომ მისგარეშე ცხოვრებაც არ შეძლო.. კაით რაააა...
40 წლის კაცს როგორ შეიძლება ისე შეუყვარდეს 17 წლის გოგო რომ თითქმის პატარა ბავშვი ცოლად მოიყვანოს..რეალურ ცხოვრებაში ამაზე მეტი წინაღმდეგობა დახვდებოდათ რადგან ასაკი ბევრს მიშნავს..ეს არ ნიშნავს მეგობრების და ინტერესების სხვადასხვაობას არამედ ყველაააფერს ცვლიიის...
ამ ბოლო პერიოდში სიყვარულს ძაილიან სკეპტიკურად ვუყურებ..
არ ვიცი რატომ მაგრამ ოსე როგორც ადრე მჯეროდა აღარ მჯერა..
ალბათ ასაკი,რომ გემატება მით უფრო ახლოს ხარ რეალურ ცხოვრებასთან და ბავშური ფანტაზიები სადღაც შორს,თოჯინებან ერთად კარადაში ინახეება..
ერთი ჩემი დაქალი ყოველთვის მეუბნებოდა,სიყვარული იგივე შეჩვევააოო და არა რაღაც განსაკუთრებული და განუმეორებელი გრძნობაო...
მაგრამ ერთი მიკვის რატომაა,რომ ზოგჯერ ზოგზოგიერთები ამ გრძნობისთვის სიცოცხლესაც ემშვიდობებიან და ამტკიცებენ რომ სტკივათ..აწუხებთ,ცხოვრება აღარ შეუძლიათ და რატომაა მაშინ ასეთი მტკივნეული? ხომ შეიძლება რომ როგორც იმას შეეჩვია სხვასაც შეეჩვიოს?
იმათ რა განდოდების მანია სჭირთ და სხვებს ვეღარ ამჩნევენ?? იქნებ სიყვრული ისაა როდესაც ვიღაცას ისე ეჩვევი რომ გადაჩვევა აღარ შეგიძლია?
ჰმმმ... არ ვიცი რა...




3 comments:

Elene-dariani said...

შეჩვევაა კი და ის ერთი შენი დაქალი მე ვარ :) იცი როგორაა? აი ნარკომანი რო შეჯდება წამალზე მაგის პონტია რაა... ძალიან რო უჭირს გადაჩვევა. ან გადაყვება წამალს ან ვაფშე დაანებებს თავს... ან სიკვდილამდე წამლის ერთგული იქნება ან გადააგდებს და ცხოვრებას ჩვეული რიტმით გააგრძელებს. ხზ რატო იკლავენ თავს ამ "წამლის" გამო :| ისე რაღაც მოუხშირე ამ თემაზე წერას :)))) ჰჰმმმ.. აუ კიდე რაღაც უნდა დამეწერა და დამავიწყდა :( აშკარად რაღაც ჭკვიანური იყო :|

tamunsio said...

ხოო..მეც შევამჩნიე ეგ,მაგრამ როგორც აქამდე ავღნიშნე ფილმის ნახვის შემდეგ ვიწყებ უმეტესწილად წერას..ალბათ უფრო აქედან გამომდინარე ან შეიძლება მე თვითონ მაწუხებს ეგ თემა და მაინტერესებს..რაღაც შეუცნობელი და აიი რავი რა ისეთად მეჩვენება "წარმოუდგენელი"..მეთვითონაც არ ვიცი რეები ვიბოდიალე..იმედია ელ შენ მაინც გამიებ..ჩემი ყოველთვის გესმოდა : ))

goga said...

ძნელია როცა რამეს შეეჩვევი და მერე ამაზე გადაჩვევა გიწევს. მართალია წამლის შემთხვევაში შეიძლება გადაყვე ან გაანებო თავი რადგან მასზე შეჯდომა გამიზნულად ხდება, მაგრამ გრძნობები (სიყვარული) თავისთავად მოდის და თავის თავად გაჩვევს და სანამ თვითონ არ მოუნდება ვერ გადაეჩვევი. ნურც შენ მოსთხოვ ვინმეს იმას რომ შენთან ურთიერტობას გადაეჩვიოს როცა მას ეს ურთიერთობა ცხოვრების წესად აქვს ჩამოყელიბებული. არც ისეთი პატარები ვართ უკვე რომ ესე ადვილად შევეჩვიოთ და მერე გადავეჩვიოთ კიდეც.. :*:*:*:*:*:*:*:*