Thursday, June 24, 2010

ბამც!!! და მორჩა...









ცხოვრება ფილმი..


ცხოვრება ფილმი? არის რამე საერთო ამ ორ სიტყვას შორის?


იძახიან რომ ფილმების უმეტესობა ცხოვრებისეულ ფაქტებზეა დაფუძვნებული.. მაგრამ რეალობა ფილმში შელამაზებული რომ არ იყოს ვინმე რეალური ცხოვრებით დაინტერესდებოდა?
დაკვირვებულები ხართ ალბა ფილმის სიუჟეტის განვითარებაზე..
როგორ ქრონოლოგიურად მიჰყვება ფატები ერთმანეთს..
ყველაზე ბანალური და უმეტეს ფილმებში არსებული სიუჟეტით დავიწყოთ...
პერსონაჟების გაცნობა..უმთავრესი ნაწილია მაგის გარეშე ფილმი წამროუდგენელია.. ე.ი ფილმების უმეტესობა იწყება თვით მთავარი პერსონაჟის თავისივე ხმით გაკეთებული კომენტარებით გაცნობა..
ეგრედ წოდებული მთავარი გმირი ლაპარაკობს თავის მოსაწყენ და უიაზრო ცხოვრებაზე და უცევ ბამც!!! რადიკალურად იცვლება ყველფერი..
უმეტეს შემთხვევაში ან ეს ცვლილებები უფრო აუტანელს ხდის ამ ადამიანის ცხოვრებას ან პირიქით სასიკეთოთ ცვლის..
თითქოს ამით ცენარისტები ცდილობენ ცოტათი მაინც ფილმის სიუჟეტის რეალურ ცხოვრებასთან დაახლოვონ.. მაგრამ wake up!!! რეალური ცხოვრება არა ასე...

შემდეგ მოდის ყველაზე საინტერესო..დაძაბული და მძიმე მომენტები... როცა ფიქრობ, რომ კიდევ კაი ჩემი ცხოვრება კინო არააოო..

მაგრამ ისევ ბამც!!! და ყველაფერი ცოტა წვალებით მაგრამ ბოლოს მაინც გვარდება.. ვიღაცა კვდება..(უმეტესწილად ბოროტმოქმედები)..

და ბოლოს კოცნა და თვალების ჟუჟუნი (მთავარი კადრი) და ყველაზე მოსაწყენი და უინტერესო სუბტიტრები(რომელსაც სიმღერაც მოყვებახოლმე)...
აი ეს არის კინოს ყველაზე გავრცელბული და ბანალური სიუჟეტი,რომელიც მილიონობით მაყურებელს იზიდავს მთელი მსოფლიოდან....

რომელი ერთი რეალური ცხოვრება შეძლებდა ასეთ დიდ ყურადღებას?

ეს იცით რატომაა ასე??


ადამიანს ყელში აქვს თავისი რეალური ცხოვრება..დაიღალა და უკვე აღარც აინტერესებს რა მოხდება შემდეგ სერიაში.. მიუხედავად იმისა რომ ყველა იმ კინოს სიუჟეტი უკვე მოძვეებული და ბანალურია მაინც არ ვიტყოდი ერთ დიიიდ სასიკეთო ბამც–ზე უარს..
რაც შეეხება ფილმს..რაც არ უნდა რეალურ ფაქტებზე იყოს დაფუძვნებული მაინც ძალიან შორსაა რეალობისგან...


1 comment:

Sophie said...

"bamc":) mec minda eg bamc