Wednesday, March 31, 2010

leqsebi..poems :*:*:*:*

შავ ღვინოში ალუბლები ბანაობენ,
ეგ ტუჩები დასალევად მენანება
ბილიკებად ჩამოყრილი შენი თმები...
გზას მიბნევს და...ეს სიბრმეავე მენატრება
ფანჯრის რაფას დაეკიდა შემოდგომა,
გარეთ წვიმამ ნისლის ქოლგა დაიხურა
ეს ამბორი, როგორც მთვარის ნაფეხური
მაჩუქა და კარი ჩუმად გაიხურა.

* * *
ქალო! სირცხვილია შინ შედი...
ჰაერი ურცხვად გეხება და გლოკავს..
ქალო! ეგ ღიმილი ჯოკონდასნაირი
ვიღაცას ქუჩაში მოკლავს...
ნიავი გიწეწავს ფაფუკი თმის ღერებს,
ვნებამორეული გსინჯავს..
ქალო! სირცხვილია ყელს როგორ იღერებს
მაგ სავსე გულმკერდში ჭინკა..
როგორ გსვამს ეშმაკი-ურქო და უქუდო,
ბადაგით პირსავსე ფინჯანს..
ქალო! სირცხვილია! დახარე ქუთუთო-
შიშველი თვალები გიჩანს....


***
ჩვენ ზოგჯერ ჩუმი გვაწუხებს დარდი,
ხან მზე დგას,ხან კი ქარები ქრიან,
ყველა ვიღაცის იმედით დადის,
ყველას ვიღაცის იმედი ქვია,
ჩუმად მოსული ტკივილის გარდა,
გული ხომ ათას სიხარულს ელის...
და ჩვენ ვიცინით, ვიცინით რადგან
ვიღაცას ჩვენი სიცილი შველის!

****
"ვეფხისტყაოსანს"

ხელში აგიღებ, გაკოცებ..
ჩაგკოცნი, ისევ ჩაგცქერი..
წიგნი კი არა-ჟრჟოლა ხარ
გადმოქაფული ჩანჩქერის..
გოგლა ლეონიძე

No comments: