Saturday, November 27, 2010

თავის–უფლება


თავისუფლება,სიტყვა სიტყვით ნიშნავს რომ ხარ საკუთარი თავის უფალი... იღებ საკუთარ გადაწყვეტილებებს,და აკეთებ იმას რაც გინდა.. ვერავინ ვერ შეგაჩერებს თუ ხარ თავის–უფლების სტატუსით...

რამდენი ქართველი დაღუპულა ომში,მხოლოდ იმიტომ რომ ყოფილიყო ამ უკანათხსენებული სტატუსის მატარებელი... მაგრამ სად მთავრდება ხაზი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შორის? ანუ ნიშნავს თუ არა რომ თუ ხარ თავისუფალი,უნდა იყო დამოუკიდებელიც?

თუ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ შეიზლება მაშინ გამოდის რომ:

მე დამოკიდებული ვარ ჩემს მშობლებზე,ანუ არ მაქვს უფლება ვთქვა რომ თავისუფალი ვარ..

ნეტა როგორია მაშინ თავისუფლება?

კარგი თუ ცუდი? იქნებ ძნელია კიდევაც? მაშინ ხომ მთელი პასუხიმგებლობა შენს ხელშია...

იბადება კითხვა: ღირს თუ არა იყო თავისუფალი?


No comments: