Saturday, November 21, 2009

პოსტი სათაურის გარეშე...

მემჩნევა ალბათ რომ ცოტა მოვეშვიი,ერთი ახალი ამბავი მაქვს :))

კოლოქვიუმები ერთი კვირით გადაიდო,ხოდა დამეწყო ისევ ზარმაცობის სინდრომი,ეხლა დროც მაქვს და კონსპექტებიც და ხვალე (თუ ზარმაცობა ისევ არ ჩაერევა) ყველაფერს ვიზავ იმისთვის რომ არც ერთი საგანი არ შემეტენოს..
როგორც ყოველთვის ამასაც ცოტა სკეფტიკურად ვუყურებ (ეროვნულების დროსაც ეგრე მჭირდა ესე მეგონა ვერ ჩავაბარებდი),მაგრამ თუ ცხოვრების ეგ ეტაბი გამოვიარე და დავძლიე ამასაც რამეს ვუზავ (იმედია)...
ისე რა უცნაურია ადამიანზე როგორ მოქმედებს კომპლიმენტი..დღეს კომპიუტერულ უნარ ჩვევებზე წავედი იმ განწყობით რომ კარგად არ გამოვიყურებოდი (ნუ ვინც ძალიან კარგად მიცნობს მიხვდება რატომ), მაგრამ შემხვდა ჩემი ჯგუფელი გოგო,შემომხედა და ”ვაუუ თააამ დღეს რა მაგარ ფორმაში ხარ”...მეთქი მოიცათ სარკე მომეცით უნდა ვნახოო..
აი იქვე სარკე და ვააააა,მართლაც რა კარგ ფორმაშიი ვყოფილვარ,აქამდე რატომ ვერ ვაჩნევდი???
ამის მერე თქვენ უნდა გენახათ რა კარგ ხასიათზე დავდექი,გაგეცინებათ ალბათ მაგრამ სიმართლეა,როცა თავს ლამაზად გრძობ,მართლაც მშვენივრად გამოიყურები...კომპლიმენტები კიდე ხელს გიწყობენ..ამიტომ არ მოგერიდოთ და აგრძნობინეთ ყველას რომ მშვენივრები არიან (ნუ თუ იმ ადამიანთან კარგად ხართ,თორე სხვა შემთხვევაში იფიქრებს მატყუებსო :)) )
ხოდა თვის მთავარი თემა:
ქორწილში მივდივარ,ჩემი ბიძაშვილის..მაგრამ მაქვს ერთი უდიდესი და ჩემთვის ყოველდღიური პრობლემა (გოგოები აშკარად უკვე მიხდენენ) რა ჩავიცვა?? :)))
ისე როგორი უცნაური არსებაა ადამიანი,გუშინ გამოცდებზე ვფიქრობდი დღეს იმაზე თუ ქორწილში რა ჩვიცვა :)))
ეხლა ქარის ზუზნის ისეთი ხმა შემოდის,ალბათ ხვალე ეციება....ფარდასაც კი არხევს..მდააას ეხლა საშინელებათა კინოში რამე ჩამოვარდებოდა ან გაიჩხაკუნებდა...დამიჯერეთ ბევრი მაქვს ნანახი...
ხოდა ასეთ ნოტაზე ვამთავრებ ჩემი გამოშვების ერთ-ერთ სკეპტიკურსა და სუპერნატურალ :)) გამოშვებას...
ლოლ წავედი..უკვე ღამის სამი საათიაა...ძილინებისა :*:*:*

No comments: