Friday, November 20, 2009

პირველი კოლოქვიუმები ანუ სასოწარკვეთილი სტუდენტის დღიურები..

ჰოიიი ჩემო საყვარელო ბლოგო,როგორ მომენატრა ბეჭვდა ჩემი ბრძნული აზრების ფრქვევა..
მაგრამ ვაი და რომ დრო არ მაქვს ხოლმე..როგორ მშურს იმ უდარდელი ხალხის ვინც სულ არ ნერვიულობს კოლოქვუმების წინ..
აი მომიახლოვდა და მოვიდა ჩემი პირველი კოლოქვიუმები,ეჰჰ რა დრო იყო საკონტროლოებისთვის მამაპაპური შპარგალკები რომ მქონდა ხოლმე მომზადებული :)) ბოლოს ისე დავოსტატდი მათ წერაში რომ მეთვითონ ძლივს ვხედავდი ისე წვრილად ვწერდი..
ახლა რათ მინდა შპარგალკა? არც ის ვიცი რა მოვა და ნამდვილად ვერ გამოვიყენებ,დაჭერის შემთხვევაში არ ქნება მერე უიი მაას მაპატიეთ აღარ ვიზავ.. :)))
არც თუ შესაშური მდგომარეობა მაქვს,მართალია არც ერთი ლექცია გამიცდენია და ხნდახან ვმეცადინეობდი კიდევაც,მაგრამ აი თეორიულში რა უნდა ვქნა?? ოჰიი საოცრებავ ნეტა ნიმუშები მაინც მქონდეს..
აი ჩემი პირველი კოლოქვიუმების ცხრილი:
პირველი 24 ნოემბერს; 9:30 მაქვს იმ საგანში რომელიც ყველაზე ძალიან მესინია,ეს არის დაპროგრამება..
მეორე მაქვს 25 ნოემბერს 14:00 ,მართალი რომ ვთქვა გეოგრაფიის არ მეშინია დავიზეპირებ 5 თემას ბოლოს და ბოლოს..
მესამე 26 ნოემბერს 9:30 მაქვს წრფივ ალგებრაში და ანალიზურ გეომეტრაში..თვით სახელიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ თჲ საბუნებისმეტყველოზე არ სწავლობთ ..
მეოთხე 27 ნოემბერს 9:30 კალკულუსში,ვაი ვაიიიი
ხოლო ბიოლოგიაში (უარესი ვაი 19 საკითხი მაქვს სასწავლიიი) 30 ნოემბერს 9 საათზე

No comments: