Thursday, July 8, 2010

............


წარმოდგინეთ სიტუაცია,ბიჭი გოგო და ბიჭის სიტყვები: შენს სხვა გოგოებს არ გავხარ,სხვანაირი ხარ...

ამ სიტყვებზე არასდროს არ დავფიქრებულვარ,მაგრამ რადგან გუშინ ღამე უძილობა მაწუხებდა (თეოს დაბ დღეზე დალეულ ყავას დავაბრალე),დავფიქრდი თუ რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს,და რა მოისაზრება ამ "სხვა გოგოებში".
ჩემი აზრით ყველა ადამიანი დაბადებისთანავე ინდივიდუალურია..ამ სიტყვეში კი იგლუსხმება,რომ ჩვენი პიროვნება განმეორრებადი არააა..და ვიღაცა თუ ხასიათით ძაან გგავს მაშინ მაინც იქნება რამე რაც საერთო შეიძლება არ გქონდეს..

მაგრამ მაინც ხდება გოგოების გაერთიანება სიტყვა "სხვა"–ში და შემდეგ თქვნი გამოყოფა იქიდან..

რა შეიძლება იგულისხმებოდეს ამ წინადადებაში??

ანუ ბიჭი ამბობს რომ შენ სხვანაირი ხარ,ანუ გამორჩეული,ანუ ინდივიდუალური,თუ საერთოდ უცნაური?

მაინც რაა?

აშკარაა რომ გოგოების უმეტესობას ეს სიტყვები სიამოვნებს..ანუ გოგო ამ დროს ფიქრობს "რადგან მე განხვავებული ვარ,მაშინ გამორჩეულიც ვარ მისთვის, ანუ უნიკალური და მე როგორც იმ "სხვა" გოგოებს ისე არ მომექცევა"..
მაგრამ დანამდვილებით თუ რას გულისხმობს ბიჭი ამ სიტყვებში,ამას მე ვერ გეყვით..იქნებ სულ სხვა მინშვნელობა აქვს?? :))

we will never know :D:D

Monday, July 5, 2010

მეღირსა და დავხურე პირველი კურსი..მართალია ყველას პასუხი არ ვიცი მაგრამ თითები გადაჯვარედინებული მაქვს,და გული მიგრძნობს ყველაფერი ჩავაბარე..
ის ჩემი პირველი პოსტი მახსენდება,კოლოქვიუმებით შეშინებულმა რომ დავწერე..როგორ მაშინებდა ის ფაქტი რომ გამოცდა უნდა მქონოდა,თან იმან უფრო იმოქმებდა,რომ მითხრეს ერვნული ცენტრი ატარებსო..დიახაც ის ეროვნული ცენტრი,რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩამიტარა..მაგრამ მორჩა ამაზე ლაპარაკი,და მორჩა გამოცდებიიიი!!!
როგორც აქამდე ვთქვი ფრიიდომ და ვსო..
ბაი ბაი ფეოფლ : )))

Friday, July 2, 2010

გამოცდა და ფეხიიი : ))


ხვალე გამოცდა...მეზარება და მეშინია..მეშინია ორ დღეში თავში ჩატენილი 60 საკითხი არ დამავიცყდეს..

ეჰჰჰ... სამაგიეროდ ხვალე მოვალ და თუ ნორმალურად დავწერ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება..მერე 5–ში ინგისურის გამოცდა და "სვაბოდა"...

ნეტა ამის განმეორებითზე წერა არ მომიწიოს და აღააფერი მინდა...

ვააიიმმეე როდის მოვა 6–იიი...

ფრიდომ მინდა!!!!!!!

Tuesday, June 29, 2010

მირზა გელოვანის პოეზიიდან..

თოვლი


თოვლი მოვიდა, ო, არა თეთრი,
სულ სხვანაირი თოვლი მოვიდა.
მგონია, მოხვალ, შენ მოხვალ ერთი
და თოვლის სპეტაკ კუბოს მომიტან.
დამმარხე თოვლში, დამმარხე ქარში,
თორემ მომბეზრდა მიწა ბოროტი.
იჩქარე ვიდრე თოვლივით წავშლი
შენზე ფიქრებს და შენზე მოლოდინს.
წახვედი როდის, ჰბრუნდებუ როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
ჩემკენ, ო, ჩქარა, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.
მათოვდა წუხელ, ავად ვარ ახლა
და თვალზეც ბინდი ჩამორხეულა.
ამდენი ვნება, ამდენი დაღლა
სად დაიტიოს ჩვილმა სხეულმა.
თოვლი მოსულა. რომელ მხარეში,
სად გიღამდება დღე თოვლნარევი,
დავრჩი მზისა და თოვლის გარეშე,
ამ თოვლზე უფრო ნამტირალევი.
წახვედი როდის, ჰბრუნდები როდის -
დამწვარი თოვლის მსუბუქი ბოლი,
წამოდი ჩემთან, გზაც აქეთ მოდის -
თოვლი, თოვლი, თოვლი.



შენ
მირზა გელოვანი

შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა
გაუგონარი, მღვრიე დაწვითა,
შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა
და ამხანაგის გულში გაცივდა.
როგორ დაეცა იგი დაჭრილი,
როგორ კაწრავდნენ მიწას თითები
და გაზაფხულის შორი აჩრდილი
როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით.
მაგრამ მითხარი, განა გიშველის,
რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო!
რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი
ბავშვი უსახლო და უდედმამო!
შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის
და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს...
სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის,
თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე.

1942


დაითენთა

ეს საღამოც თითქოს დაითენთა,
ცის დასავალს ღვინო დაიღვარა.
მე მინდოდა შენთვის რაღაც მეთქვა
აღარ გეტყვი,არა,არა,არა.
ხომ უყურებ- მზე კუბოში ჩაწვა,
დაილია სხივთა სიკაშკაშე...
მე მინდა,რომ ეს საღამო დავწვა,
შენ მეხანძრის როლი ითამაშე...
ნუ გაოცებს ცის წითელი ფერი,
დამიჯერე,ღვინო დაიღვარა...
მსურდა შენთვის მეთქვა ყველაფერი
აღარ გეტყვი,არა,არა,არა.

Monday, June 28, 2010

Mr Big.. what do u think? :D




ხოდა როგორც იქნა მეღირსა და ვუყურე "sex and the city 2" მართალია ხარისხი იყო საშინელი,მაგრამ კაით რა შინაარსია მთავარი.. ეს პოსტი მინდა ჩემთვის საინტერესო პერსონაჟს და კერის perfect man-ს ბიგს დავუთმო...
ბიგი დაიბადა 7 აპრილს 1955.მისი მთლიანი სახელია John James Preston..ბიგი უბრალოდ მისი ეგრედ წოდებული ნიკ სახელია,ანუ შერქმეული სახელი..
ბიგის და კერის პირველი შეხვედრა საკამოდ რომანტიული და კარგი ჩანს.. განსაკუთრებით ალბათ იმ მომენტს აქცევს ყველა ყურადღებას როდესაც კერი ბიგს ეკითხება have u ever been in love? და ის პასუხობს Ab-so-fucking-lutely!"..
ეს იყო მოკლე მიმოხილვა ბიგის შესახებ.. ახლა მოდით დავწერ მე რას ვფიქრობ ბიგზე..
ჩემი პირველი რეაქცია..wow სამანტას ფლირტზე უარი თქვა?? ალბათ რაღაც არის ამ კაცში რაღაც მისტიური და კარგი..
დანარჩენ სერიებშიც ბიგი როგორც დადებითი და მართლაც საოცნებო მამაკცად მეჩვენებოდა.. ერთ–ერთ სერიაში როცა კერი სტატიას აკეთებდა მოდელებზე ბიგმა უთხრა რომ მამაკაცებს მოსწონს მოდელები,მაგრამ როცა დრო გადის ისინი ხვდებიან რომ სჯობს იმათთან იყვნენ ვინც მასთან უფრო სულიერადაა ახლოს..და მეთქი love u mr big :D:D
მაგრამ რაც შეეხება შემდეგ სეზონებს..როდესაც ბიგი ხანდახან ისე გულგრილად და უცნაურად ექცეოდა კერის..მეთქი ყველა კაცი ერთნაირია.. და ბიგსაც ისე აღარ ვუყურებდი როგორც ადრე..რაღაც უარყოფით გმირს უფრო გავდა ვიდრე იმ ძველ ბიგს,რომელი რომანტიული და "კარგი" იყო :))
მაგრამ მიუხედავად იმისა რომ უკანასკნელხსენებული ასე უცრუებდა იმედებს კერის,ის მაინც ყოველთვის ბიისკენ იხრებოდა და მილიონი დაშორების და შერიგების შემდეგ მაინც ერთად იყვნენ..
sex and the city the movie ნუ პირველ ნაწილს ვგულისხმობ,კერი და ბიგი ძლივს ქორწინდებიან,მაგრამ ხდება გაუთვალისწინებელი რამ ბიგს როგორც ყველა მამაკაცს,შეეშინდება და გადაწყიტავს უკან დაიხიოს..და ეგ "უსინდისო" კერის დაურეკავს და ეტყვის ვერ მოვდივარ ჩვენს ქორწილშიო..
ამ წამს ბიგი საბოლოოდ შემზიზღდა..მეთქი ეს ვინ ყოფილათქო. მოაშორეეეთ..მაგრამ უცებ გონზე მოსული მანქანას მოაბრუნებს და კერს ,რომელიც მას ყვავილებით სცემს(უარესის ღირსი იყო) ბოდიშს უხდის..მაგრამ ესეთი დამცირების ატანა ძნელია..და ბოლოს თქვენ წარმოიდგინეთ ქორწინდებიან(სამწუხაროდ ეგ მომენტი მე ნანახი არ მაქვს,მამაჩემი მეჩხუბებოდა გამორთე ეგ დებილური ფილმიო,მაგრამ ელეს გადმოცემით ვიცი რო ეგრეა) ხოოოდა ეხლა დღეს დალაშქრული მეორე ნაწილი ამ ფილმისა...
ბიგი,არც თუ ისე ცუდი პერსონაჟი ყოფილა,რაც მთავარია მას ძალიან უყვარს კერი და თავის კაცური ჩვევები კერის გამო ცდილობს გამოსწოროს..ბოლოს და ბოლოს სხვას ვერაფერს ვერ იყტვი საყვარელი წყვილია... კერიმ შეძლო და ეგრედ წოდებული მაჩო და მისტიური ბიგი,თავის საყვარელ და ერთგულ კაცად აქცია,რომელიც მას ყველაფერს პატიობს და უყვარს..
ალბათ ის კერისსთვის მართლაც perfect man -ი იყო და არის........ bacause Me And You JuSt Us Two!!!! :*:*

Sunday, June 27, 2010

La La Lend!!! : )








დაკვირვებული ვარ უკვე რომ ფოსტის წერას ვიწყებ ფილმის ნახვის მერე..რადგან ფილმი დიდად მოქმედებს ჩემს განწყობაზე..ჩემი დაქალი მეუბნებოდა შენ კინოთმცოდნე უნდა გამოხვიდეო... ცოტა დავფიქრდი მეთქი ცუდი არ უნდა იყოსთქო..მაგრამ ხო იცით საქართველოში მაგით ვერაფერს მიაღწევ.. : ))


ხოდა რას ვამბობდი... გუშინ ჩემდა გასაკვირად ისეთი ფოსტი აღმოვაჩინე რომელიც არ გამომიქვეყნებია და რომლის შესახებ არც არაფერი მახსოვდა.. ესე მოგსვლიათ ოდესმე?? ალბათ იმდენად დაგრუზული ან გაბრაზებული ვიყავი რომ გაუაზრებლად დავწერე..
ხოდა მერე გადავწყვიტე რომ რადგან ეს პოსტი მაშინ არ გამოვაქვეყნე ეხლა უკვე აღარ ღირს..


ხოდა ფილმზე ვამბობდი .. წეღან ვუყურე იმას "მაპატიე სიყვარულისთვის"–ის მეორე ნაწილს "მაპატიე შენი ცოლად შერთვა მინდა".. ხოდა ვამბოობ!!!

არ მჯერა რომ შეიძლება ისე შიგიყვარდეს ვიღაც,რომ მისგარეშე ცხოვრებაც არ შეძლო.. კაით რაააა...
40 წლის კაცს როგორ შეიძლება ისე შეუყვარდეს 17 წლის გოგო რომ თითქმის პატარა ბავშვი ცოლად მოიყვანოს..რეალურ ცხოვრებაში ამაზე მეტი წინაღმდეგობა დახვდებოდათ რადგან ასაკი ბევრს მიშნავს..ეს არ ნიშნავს მეგობრების და ინტერესების სხვადასხვაობას არამედ ყველაააფერს ცვლიიის...
ამ ბოლო პერიოდში სიყვარულს ძაილიან სკეპტიკურად ვუყურებ..
არ ვიცი რატომ მაგრამ ოსე როგორც ადრე მჯეროდა აღარ მჯერა..
ალბათ ასაკი,რომ გემატება მით უფრო ახლოს ხარ რეალურ ცხოვრებასთან და ბავშური ფანტაზიები სადღაც შორს,თოჯინებან ერთად კარადაში ინახეება..
ერთი ჩემი დაქალი ყოველთვის მეუბნებოდა,სიყვარული იგივე შეჩვევააოო და არა რაღაც განსაკუთრებული და განუმეორებელი გრძნობაო...
მაგრამ ერთი მიკვის რატომაა,რომ ზოგჯერ ზოგზოგიერთები ამ გრძნობისთვის სიცოცხლესაც ემშვიდობებიან და ამტკიცებენ რომ სტკივათ..აწუხებთ,ცხოვრება აღარ შეუძლიათ და რატომაა მაშინ ასეთი მტკივნეული? ხომ შეიძლება რომ როგორც იმას შეეჩვია სხვასაც შეეჩვიოს?
იმათ რა განდოდების მანია სჭირთ და სხვებს ვეღარ ამჩნევენ?? იქნებ სიყვრული ისაა როდესაც ვიღაცას ისე ეჩვევი რომ გადაჩვევა აღარ შეგიძლია?
ჰმმმ... არ ვიცი რა...