Showing posts with label საკუთარი განცდები. Show all posts
Showing posts with label საკუთარი განცდები. Show all posts

Thursday, July 7, 2011

პირველი დღე


იმისთვის რომ ეს ყველაფერი სერიოზულად მივიღო და დასახული მიზანი აღვასრულო (რისიც დიდი იმედი და სწრაფვა მაქვს) . გადავწყვიტე ვატარო ე.წ დიეტური ბოლგი რათა გავამხნევო საკუარი თავი ..
ხუთშაბათი დღე(დღევანდელი პირველი დღე...)
ჩემი დღე დაიწყო იმაზე ფიქრით რომ დღეს ვერაფერს შევჭამდი..
დილით ერთი ჭიქა რძე და უკვე ერთი სული მაქვს როდის მოვა მეორე დღე. :))
ეხლახაც რძე დავლიე და ისეთი გრძნობა მაქვს 1 ლიტრის დამლევი მე არ ვარ ..
ხალე პირველი დაპრკოლებაც მელის(დაქალის დაბადების დღე) მაგრამ თუ პირველი დღე გავაკეთე მეორე დღეს რა სინდისით უნდა დავარღვიო ?
და დაკვირვებული ვარ რომ დრო საკმაოდ ნელა გადის როდესაც გშია :)))
პოზიტური განწყობით და ენთუზიაზმით ველი ამ დღის დასრულებას :)))
წარმატებები მისურვეეთ

Monday, April 18, 2011

dream a little dream of me :D

განწყობა: არ მეძინება.. სახლში : ყველას სძინავს .. და სკაიპში: ვიმალები :)) ამ ბოლო პერიოდში დავაკვირდი რომ ის რაც ოდესღაც მინდოდა,მიოცენბია..ეხლახანს ამისრულდა ჩემდა გასაკვირად ეს "ჩემი წარმოსახვა" ახდა .. მართალია დიდი ხნის შემდეგ მაგრამ მაინც.. ისმის კითხვა ნუთუ მართლა ეს მინდოდა? და ეხლა როდესაც უკვე მაქვს რატო არ არის ისეთი კარგი როგორიც ჩანდა? იქნებ ტყუილად არ არის გმონათქვამი : "Be aware of your dreams, they just might come true".. ამიტომ ფრთხილად იყავით ოცნებეთან... დაფიქრდი ნამდვილად გსურს?

Tuesday, January 4, 2011


გონება გათიშე,მოადუნე ყველა კუნთი,თვალები დახუჭე და გადაეშვი სიზმრებში...

ძილი,ყველასთვის ერთია? ზოგი მალევე იძინებს,ზოგს კი მთელი თავისი ძალა და დრო სჭირდება რომ დახუჭოს თვალი და დაიძნოს...

რა გვიშლის ხელს ძილში? ყველას სხვადასხვა პასუხი ექნება ამ კითხვაზე,ზოგი ყავას დაბრალებს,უმეტესობა ახალ გაჩენილ პრობლემებს,იქნება ის ნაწილიც რომელსაც საერთოდ არ ესმის რატო არ ეძინება..

გონება ისეთი რთული რამეა,რომ მეცნიერები მას ბოლომდე ვერ ჩასწვდებიან,რადგან თვითონ ტვინი არ მისცემს ამის საშუალებას...შეიძლება აუცილებელიცაა ზოგიერთი კითხვა პასუხგამუცემელი დარჩეს,ხოლო ზოგიერთი ოცნება,თუ ჩანაფიქრი აუცხდენელი...

რადგან არაფერი ხდება უბრალოდ,ყველაფერს თავისი დანიშნულება და აზრი აქვს...იქნება ეს ჭკუის სწავლება,თუ უბრალო შემთხვევა...

ყველაფერს დანახვა უნდა...უმნიშვნელო შემთხვევა მნიშვნელოვანია იქნებ?

ისე ძილი,მართლა აუცილებელია..მიუხედავად ასეთი პრობლემებისა,ძილის მიმართ,მაინც მიყვარს.. ისე შეიძლება ეს პრობლემებიც ისევ ჩემი ბრალია.... უძილობა ხომ მძიმე რამეა...

Thursday, December 2, 2010

უბრალო დღე.. ყოველდღიური ცხოვრებიდან..


ზამთრის მეორე დღე.. ჩემდა გასაკვირად თბილი..

დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული,დაძბული,მოწყენილი (ცრემლებიც იყო ოღონდ ჩემი არა) და ნორმალური გახლდათ...

გავაკეთე ის რასაც ყოველ ხუთშაბათს ვაკეთებ ხოლმე...

ხვალეც ალბათ არ ვუღალატებ ტრადიციას და იგივე დღეს გამოვივლი,როგრსაც ყოველ პარასკევს გავდივარ...

იცით დღეს კინაღამ მანქანამ დამარტყა... მაგრამ "კინაღამ" არ ითვლებაო,ხოდა მოდით არც ჩვენ ჩავთვალოდ რამედ ეს ინციდენტი...

იცოდით რომ: ზამთარი ჩვენ კარგი ამინდებით გვათამამებს,ევროპა კიდე მიაქვს თოვლს და სიცივეს..

ხოდა ადგეს და მიეყინოს "ის" წიგნებს : )) მე კიდე თბილად გავატარებ დეკემბერს...

რა უცნაურია... იის .. : ((

ნეტა ჩემი დაქალივით შემძლოს გავიღვიძო დაფიქრდე და მივხვდე რომ.... : )))

უჰჰჰ... : )))

if only....

ახლა კი არივედერჩი, არევუა :))

Saturday, November 27, 2010

თავის–უფლება


თავისუფლება,სიტყვა სიტყვით ნიშნავს რომ ხარ საკუთარი თავის უფალი... იღებ საკუთარ გადაწყვეტილებებს,და აკეთებ იმას რაც გინდა.. ვერავინ ვერ შეგაჩერებს თუ ხარ თავის–უფლების სტატუსით...

რამდენი ქართველი დაღუპულა ომში,მხოლოდ იმიტომ რომ ყოფილიყო ამ უკანათხსენებული სტატუსის მატარებელი... მაგრამ სად მთავრდება ხაზი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შორის? ანუ ნიშნავს თუ არა რომ თუ ხარ თავისუფალი,უნდა იყო დამოუკიდებელიც?

თუ ეს ორი ერთმანეთის გარეშე არ შეიზლება მაშინ გამოდის რომ:

მე დამოკიდებული ვარ ჩემს მშობლებზე,ანუ არ მაქვს უფლება ვთქვა რომ თავისუფალი ვარ..

ნეტა როგორია მაშინ თავისუფლება?

კარგი თუ ცუდი? იქნებ ძნელია კიდევაც? მაშინ ხომ მთელი პასუხიმგებლობა შენს ხელშია...

იბადება კითხვა: ღირს თუ არა იყო თავისუფალი?


Saturday, November 13, 2010

რა გინდა?


საინტერესო შეკითხვა..თითქოს ადვილი..პასუხიც უცებ მოდის თავში.. მე მინდა კარგი სამსახური,დიიიდიი შემოსავალით,მანქანა და კერძო სახლი. მაგრამ ნამდვილად ეგ მინდა? იქნებ რამე მაგაზე ძალიან მინდა?? ან ის ორი მოსაზრება,მინდა და მჭირდება..

როგორ გაგიგოს სხვამ,როცა შენთვითონ არ გესმის საკუთარი თავის? რაც მინდა ყველაზე ყველაზე ძალიან..შეიძლება ყველაფერი დათმო მისწრაფებისთვის,თუ პირიქით..

როგორ უაზროდ ჟღერს ამდენი კითხვა..

მაგრამ ხანდახან აზრს მოკლებული "აზრიც" კი რაღაცას ნიშნავს..

პ.ს ხვალე სახლს ვაკურთხებ.. მომილოცეთ.. (ხეფფი) : )))

Saturday, November 6, 2010

უბრალოდ მომენატრა...


რამდენი ხანია ჩემს ბლოგზე წესივრად აღარაფერი დამიწერია.. თითქოს ვერ ვიცლი,ან მეზარება.. ან საერთოდ რატო ვწერ?
ჩემი დაქალის ბლოგს რომ ვკითხულობ,იმდენად მომწონს,რომ ვამაყობ :)).. მე არ გავაცანი პირველად ბლოგიი?? : ))
ხოდა აი ასე მივატოვე ჩემი საყვარელი (ბლოგს ვგულისხმობ) .. მაგრამ ბოლოს მაინც აქ მოვდივარ რადგან ჩემი გრძნობა არ ილევა :))
ამ ბოლო პერიოდში ერთ რამეს მივხვდი.."მეშინია"!!! .. : )) რა უეცარი განცხადებაა არა??
როგორ შეიძლება ყველაფერი გაშინებდეს? ყოველთვის თავს ვარიდებ იმას რამაც შეიძლება ეს გრძნობა გამოიწვიოს.. თვითონ გრძნობებსაც კი.. იმდენად მეშინია რომ ვინმე გულს მატკენს,არც მინდა მივიყვანო მაქამდე საქმე.. ალბათ ამითვე აიხსება ის ფაქტი,რომ პირველივე კურსიდან ერთი წესიერი ნაცნობი/დაქალი არ შემომრჩენია.. ყველა სამესტრთან ერთად "ქრებოდა".. შეიძლება ამით ის ფაქტიც ავხსნა რომ შეყვარებული არასოდეს მყოლია.. რამდენადაც თავის გამართლებად არ უნდა ჩამეთვალოს,სიმართლეა..
საკმაოდ დიდი დრო დამჭირდა ამის გასაცნოობიერებად..ასე უფრო იოლია.. არავინ გაწყენინებს,ვერავინ მოგაყენებს ტკივლის.. ვარ ჩემთვის.... მარტივია მაგრამ როდემდე აიი საკითხავი ეგააა.. : )



Sunday, August 15, 2010

დასასრული და დასაწყისი...

დიდი ხანი ვარიდე თავი ამ პოსტს და ეხლაც დიდად არ მიხარის ამის დაწერა,მაგრამ დროა ეს ყველაფერი უკან გადავდოთ და გავაგრძელოთ ცხოვრება იმიტომ რომ მეტი რ დაგვრჩენია?

მოდი არ დავაკონკრეტებ და არ დავწერ თორე მისი სახის იმ დღის გახსენება ცუდად მხდის.. მეშინია და ვფიქრობ რომ სიკვდილი შეიძლება სადღაც ახლოსააა... ადრე უფრო შორს მეჩვენებოდა ძალიან ძალიან შორს..მაგრამ როდესაც თანაკლასელს კარგავ რაღაც უაზრო შიშს განიცდი და ხვდები რომ არაფერია მუდმივი,ყველაფერი ოდესმე მთავრება,ასეა სიცოცხლეც...

და ჩემი მობილურიც,რომელიც მეგონა უფრო დიდი ხანი გამიძლებდა,როგორც ჩანს არც თუ ისე კარგი პატრონი ვყოფილვარ... ბოლოს მისი სიცოცხლე ტვალეტში დასრულდა..ბახ და ვხედავ უნიტაზიდან ჩემი მობილური მიყურებს : ))

ცოტა იუმორი რომ არა ეს პოსტი ძალიან დამრთგუნველი იქნებოდა...

დღეს ახალი ტელეფონის საყიდლად წავედი (თითქოს ამით ჩემს ძველს და საყვარელ ტელეფონს ვღალატობდი),ხოდა ცოტათი ფასებით დათრგუნულმა,მაგრამ მაინც მომავალი შენაძენის მოლოდინში გახარებულმა,განვიცადე სრული იმედგაცრუება,როცა აღმოჩდა რომ "პროგრამამ გაჭედა და დღეს ვერ მოხერხდება მისი ყიდვა" (დამპალი ელიტ ელექტრონიქსი).. ანტირეკლამა (ლოლ)...

ხოდა წამოვედი ასე ხახა მშრალი უმობილუროდ და იმ იმედით რომ ერთი კვირის შემდეგ შაბათ დღეს მეჭირება ეგ მობილური ხელში..

Friday, August 6, 2010

Shopping therapy



ბავშობინად ვერ ვტანდი საყიდლებზე სიარულს,ყოველთვის მოსაბეზრებელ და რთულ პროცესად მიმაჩდა.. ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და ხშირად ჩემს ზოზინს და არჩევანს გაკეთების უსაშველო სიძნელეს მაგას ვაბრალებ ხოლმე...
ამიტომ როცა სასექტემბრო ან თუნდაც ისე საყიდლებზე მივდივარ–ხოლმე,დიდად გული არ მიმიწევს...ტუფლი არც მიხსენოთ მაგის ყიდვის დროს ვაფშე ვტირივარ (ლოლ სიმართლეა) ..
ამიტომ არ მეგონა თუ დღეს ასე ნასიამოვნები დავრჩებოდი...
ჩემმა დაქალმა ფული იშოვა (მეც მქონდაცოტა ოდენი შემონახულიიი),და წავედით საყიდლებზე..
რა სასიამოვნო და ამავდროს არასასიამოვნო ბუტიკებში სიარული..მაგრამ როცა SaLe –იაა და თან 50% აიი მაშინ კიი ხეფფი!!!!
მოგეწონება ზედა და თვალები კი არ გადმოგეკარკლება ფასს რო ნახავ არამედ ხეფი ხეფი ხეფიიი!!! და ყიდულობ!!!
მართალია სულ რაღაც 4 საათი დავხარჯეთ და ფეხები დაღლილობისგან ერთ ადგილში გვერჭობოდა,მაგრამ აიი jennyfer- მა და ქარვასლამ ნამდვილად გვასიამოვნა....

მართალია ფეხები ეხლაც მტკივა და სახლშიც დიდი საყვედური მითხრეს რომ მთელი დღით დავიკარგე...მაინც დადებითი ემოციებით და ენთუზიაზმით დამუხტული ცოტა ალმაცერად მაგრამ პოზიტიურად ვუყურებ ჩემს თბილისში ყოფნას..

ვააი რო დრო მალე გადიიის და ჩემი ზაფხულის არდადაგებიი მალე ფაფუუუ!! ეჰჰჰჰჰჰჰჰ....

Monday, August 2, 2010

დავიბენი :(

უეცრად ალბათ მართლაც უეცრად,მაგრამ არა უსაფუძლოდ გამიჩდა ერთი კითხვა ჩემს თავთან... რომელზეც პასუხი ვერ მოვძებნე..
ალბათ სისულელეთ მოგეჩვენებათ მაგრამ მართლაც რომ,"მაგრამ" ვინ ვარ მე?
და ამმ ერთ შეკითხვას მოყვა მრავალი და მრავალი სხვა შეკითხვები,რომელთა პასუხზე ფიქრიც არ დამიწყია..
როგორი ძნელია იყო ის რაც ხარ,მაგრამ როცა არ იცი რა ხარ მაშინ როგორ უნდა მოიგცე?
არ გეგონოთ რომ სუმთლად შევიშალე ჭკუიდან და ჩემი სახელი და გვარი დამავიწყდა..მაგას ვერც ეღირსებით...უბრალოდ დავიბენი,მივხვდი რომ ის არ ვიყავი ვინც მეგონა ვიყავი..
ვიღაცისთვის მეგობარი,ვიღაცისთვის ყბრალო ნაცნობი.. მაგრამ როგორ უნდა მიხვდე ვისთვის რა ხარ? იქნებ უბრალო ნაცნობი ხარ და შენ თავი მისი მეგობარი გგონია..ან უფრო მეტი?და იქნებ პირიქირაა??
ხოდა როგორ უნდა გაიგო ვინ ხარ?
მე მაგალითად არ ვიცი... ვარ ვინმე ვინმესთვის?

Monday, July 5, 2010

მეღირსა და დავხურე პირველი კურსი..მართალია ყველას პასუხი არ ვიცი მაგრამ თითები გადაჯვარედინებული მაქვს,და გული მიგრძნობს ყველაფერი ჩავაბარე..
ის ჩემი პირველი პოსტი მახსენდება,კოლოქვიუმებით შეშინებულმა რომ დავწერე..როგორ მაშინებდა ის ფაქტი რომ გამოცდა უნდა მქონოდა,თან იმან უფრო იმოქმებდა,რომ მითხრეს ერვნული ცენტრი ატარებსო..დიახაც ის ეროვნული ცენტრი,რომელმაც ეროვნული გამოცდები ჩამიტარა..მაგრამ მორჩა ამაზე ლაპარაკი,და მორჩა გამოცდებიიიი!!!
როგორც აქამდე ვთქვი ფრიიდომ და ვსო..
ბაი ბაი ფეოფლ : )))

Saturday, June 19, 2010

10 things i wanna do in my life..

ძალიან ბევრი თუ ცოტა ფიქრის შემედეგ გადავწყვიტე ეს პოსტი ხალხისთვისაც გამენდო.
ეს არ არის იოლად დასაწერი ამიტომ შეიძლება ცოტა პრიმიტიულიც იყოს..მარგამ what ever..

1.მინდა ვიმოგზაურო..ანუ გავცდე საქართველოს ფარგლებს..

2.მინდა ვისწავლო ცურვა
3.მინდა ვისწავლო ქართული ცეკვა
4.მინდა წვიმის ქვეშ ვიცეკვო,და არ მაღელვებდეს ვინმე თუ მიყურებს და ჩემზე ფიქრობს გიჟიაო..
5.მინდა მქონდეს perfect date. date რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება..

6.მინდა ისე დავთვრე,რომ ვინმეს სიყვარული ავუხნა lol :D:D
7.მინდა კარიერაში წარმატებას მივაღწიო
8.მინდა იერუსალიმში ცეცხლის გადმოსვლას დავესწრო.
9.მინდა ვიპოვო ის ერთადერთი (თუ არსებობს lol)..
10.მინდა დავიკლო 10 კილო...

და ამდენი მინდას შემდეგ მინდა გითხრათ რომ ეს სია ჯერ კარგად დამუშავებული არა...და აიიი მალე თუ თავში კიდე რამე მომივა,შეიძლება გავზარდო "მინდების" რიცხვი

Saturday, December 26, 2009

გამარჯობა!!

გამარჯობა!! ასე დავიწყოთ ჩვენი პოსტი..
გული მიგრძნობს დღეს ვერაფერ კარგს დავწერ იმიტომ რომ უაზრო ხასიათზე ვარ...არავითარი საახალწლო განწყობა არავითარი საშობაო განწყობა..ჩემი ცხოვრება ასე გამოცდებით დატვირთული არასოდეს ყოფილა..
არ ვიცი როდემდე შევძლებ ამის ატანას... ატანაზე გამახსენდა..
არ ვიცი ქვენ რამდენჯერ მჯდარხარ 122 მარშუტკაში, მაგრამ თუ ერთხელ მაინც მოგიწიათ მოხვედრა მიხვდებით რაზე მაქვს ლაპარაკი...
იგი გადის ელიავას და შემდეგ კი მივყავარ მაღლივში..
აი მაგალითად დღეს რო ავედი კინაღამ გავიგუდე ისეთი სუნი იყო..იმედია ნაჭამი არ კითხულობთ ამ პოსტს.. ძნელია ამ სუნის ბოლომდე აღწერა მაგრამ ვეცდები დეტალურად აგიხსნათ მე რა საშინელ სიტუაციაში ვარ თითქმის ყოველდღე..
პახმელიისა და ნივრის, ღვინოსი და ოფლის , ან საერთოდ დაუბანლობის სუნები ერთმანეთში ერთ კომპოზიციად არეული...მტერსაც არ ვუსურვებ ჩემს ბედში ყოფნას..
არ მეგონა დღეს რო გული არ ამერეოდა..ცოტა ჩემი კაშნი მეხმარებოდა რომელსაც სუნამო ბევრი სპეციალურად დავასხი..შიგ თავჩარგული ვცდილობდი როგორმე ამ საშინელი ჰაერის კიარადა არომატის იგნორს...
თქვენ ის თქვით რომ დღეს კაშნი დამრჩა და ერკერადი ხელსახოცი მოვიშველიე და ცვირზე ავიფარე თითქოს ვიწმინდავდიო...
გასაჭირი მაჩვენე და გაგცევას გაჩვენებო მაგაზეა ნათქვამი.. :)))

Thursday, December 17, 2009

დავიკარგე...

დავიკარგე,უეცრად ყველაფერი სადღაც გაქრა..არ ვიცი რა მინდა სად ვარ და სად მივდივარ...ვგრძნობ ორინტაციის უნარი დავკარგე და მივყვები უბრალოდ ბილიკს რომელიც არ ვიცი სად ან რასთან მიმიყვანს...მიუხედავად ამისა მაინც მივყვები..
მინდა გავიგო რატომ არის ასე,ნუთუ მარტო მე დავიკარგე?? დღეს ვფიქრობდი ხომ არ გავბრუნდე უკან და სხვა გზით წავიდე? მაგრამ ეგეც არ ვიცი ეგ გზა სად მიმიყვანს ან რომელი გზაა უკეთესი..აღარ მინდა ხელმეორედ დავიკარგო და ამიტომ ჩუმად, მაგრამ დიდი შიშით და უიმედოით მივყვები ისევ იმ გზას...
არ მინდა ჩიხში მიმიყვანოს..მეშინია ვნერვიულობ და არაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ როგორმე თავი დავაღწიო ან თუნდაც ეს გზა გავასწორო...იქნებ ვინმემ მიპოვოს და მიშველოს?? გამომიყვანოს ამ ლაბირინთიდან??
მაგრამ უიმედობამ დაისადგურა ჩემს სამყოფელში და ისევ ამ ბოლიკს მივსდევ...
უსასრულო და ამავდროს ძალიან მოკლე ციცაბო,მაგრამ დაცული უაზრო მაგრამ აზრიანი,,უსაშველო მაგრამ პატარა..
დავიკარგე და დავიღალე..მინდა მინდა მინდა და მჭირდება შველა...როგორმე იქნებ გავაგნო..მაგრამ რამდერჯერაც ვცადე ყველაფერი იქვე მივატოვე...არ გამომდის...
გონება მერევა სუნთქვა მიხშირდება,ხელები მიკანკალებს მეშინია...მომავალი აწმყოთ იქცევა აწმყო კი წარსულად... ნუთუ ღირს ისედაც ხანმოკლე ცხოვრება ამ უაზრო ლაბირინთში გავატარო???
აშკარააა დავიკარგეეეეე....

Tuesday, October 27, 2009

თოვლი მინდა!!!!




ეს პოსტი გუშინ გვიან ღამით დავწერე,როდესაც კომპიუტერის საშუალება არ იყო და მხოლოდ მობილური მქონდა ხელში..
მაგრამ გაჭირვება მანახე და გაქცევას გაჩვენებო ნათქვამია..დავიჭირე ჩემი საყვარელი მაგრამ გაფუჭებული ნოკია 5610 და დავიწყე წერა...სულ რაღაც ოთხი მესიჯი გამოვიდა..ბოლოს ჩამეძინა და ვეღარ დავამთავრე...
სათაური მარტივია,ყველა მიხვდება თუ რაზე მაქვს ლაპარაკი..და აი ის მობილურში შემახული ჩემი პოსტი:
თოვლი მინდა!!!
არ ვიცი საიდან გამახსენდა,ან საერთოდ რატო მომინდა ასე ძალიან თოვლი..
მინდა თეთრი ფიფქები,თბილი ყავა და შოკოლადი..
გარეთ ბავშვების ჟრიამული და ჩემი დისსშვილის გაოოგნებული სახე თოვლის დანახვისას..
მინდა ჩემი ხანდახან ქარაფშუტა დაქალები გვერძე,გუნდებით მომარჯვებული..
მინდა მთელი ოჯახი ზალაში გამოსული,ჩემი შუათანა დაც ქმარ-შვილთან ერთად..
ვარდისფერი ცაა და თოვლის სუნი..
გათოშილი ფეხები და ყინვისგან წითელი ცხვირი..
უეცრად მომინდა ზამთარი,რომელიც არც მყვარებია..ისე მომინდა რომ ვერც წარმოიდგენთ..
ნაძვის ხე,გირლიანდები,საჩუქრები,ახალი წელი,შობა და ა.შ.
მართლა მაგრად მომინდა...
აი ეს იყო სულ რისი დაწერაც მოვახერხე სანამ ჩამეძინებოდა...და მოდი იცი რას ვიზავ,რადგან ეს პოსტი ეძღვნება თოვლს,ერთი ლექსიც მივაყოლოთ ბარემ :
გალაქტიონ ტაბიძე - თოვლი



მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!




მიყვარს ეს ლექსი რა...მაგრამ ლექსი გვერძე რომ გადავდოთ,იცით რა ლამაზია ფიფქები..დღეს შემთხვევით დაგავაცყდი საიტს დასაც კარგად არის ნაჩვენები თუ როგორი თოვლის ფიფქებია სხვადასხვა ქვეყნებში... აი მაგალითად ლამზაი ხო?? მართლაც ძალიან მინდა თოვლი!!!!!!!

Sunday, October 18, 2009

აბდა-უბდა

როდესაც თავს საშინლად გრძნობ და არ იცი რატო, მაშინ რა უნდა გააკეთო??
რა და ჩემო კარგო შეხვიდე ბლოგზე და დაიწყო წერა,იქნებ ბოლოში რაიმე შვება იგრძნო ან თუნდაც მიხვიდე იმ დასკვნამდე რომ ტყუილად გრძნობ თავს ასე საშინლად...
ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო,იტყვიან ხოლმე...
რომ დაუფიქრდე მართალია,ცხოვრება ის ამოუცნობი და ჩემთვის საინტერესო საგანია,რომელსაც ამოცანების აქვს (როგორც მათემატიკას) და შეთხვზის უნარის აუცილებლობა(როგორც ქართულს)...ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია..
ადამიანი როდესაც კარგავს მიზანს და მას წინ აღარაფერი ელის, არაფერი ახარებს ან თუნდაც აშინებს,ის რობოტს ემგავსება და ცხოვრებას უფერულად და უგემოვნოდ უყურებს...მე რათქმაუნდა მაგ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები და არც მგონია ოდესმე მოვხვდე მათ რიგებში...
მართალია ცხოვრების დინებას წყნარად და აშფოთების გარეშე მივზდევ,არ ვეეწინააღმდეგები და ვფიქრობ რაც იქნება იქნება..მაგრამ ოცნება კი ნამდვილად შემიძლია..თქვენ რა ოცნება ადვილი გგონიათ?? არა ძნელია და ყველას სხვადასხვა გვარად ეხერხება..
მაგალითად შანშან ჩემი ოცნება ჩაბარება იყო,წარმომედგინა რომ აიიი ინსტიტუტში მივდიოდი დაა.....ხოო მიხვდით რაა..
მაგრამ ოცნება რომ გვერძე გადავდოთ ცხოვრება კიდე რისგან შედგება??
რაც არ უნდა ჭკვიანი და გონება გახსნილი იყოს ადამიანი,თუ ბედი არ წყალობს და არ უმართლებს მაშინ ვის რაში უნდა შენი ჭკუა და გონება გახსნილობა??
ხანდახან როგორ მინდა გავექცე ცხოვრებას (არა კი არ მოვკვდე არრამედ გავექცე)...შორს სადღაც აიი მაგალითად კარიბის კუნძულებზე,....
სულ სხვა რამე მინდოდა და აი ნახეთ სად მოვედი...მაგრამ თავს ეხლა მშვენივრად ვგრძნობ თითქოს მძიმე ტვირთიც მომეხსნაო...
წავედი ჩავიძირო ისევ ჩემს ცხოვრებაში...ამოყვინთვის დროს ხომ აქ ვიღებ ჰაერს რომ კიდევ ცოტა ხანი მეყოს...მგონი ჩემი ბლოგი მიყვარს.... :*

Saturday, October 17, 2009

ნერვებზე მოშლილის პოსტი:

ყველა ვინც კარგად მიცნობს იცის რომ გამოცდილება ცხოვრებისეული არ მაქვს..არასდროს მყოლია შეყვერებული და არ გამომიცდია ამას რა პრობლემები მოსდევს..მაგრამ ცოტა არ იყოს მეც ჩამეხედება ეგეთ ამბებში და ხვდები როგორ უნდა მოიქცეს გოგო..ამის და მიუხედავად,რაც არ უნდა კარგი რჩევა მიმეცა ჩემი დაქალებისთვის,ერთი ყურიდან შეუშვებდნენ მეორედან გამოუშვებდნენ...არასდროს არ აქცევდნენ ყურადღებას ჩემს რჩევას, ჩალის ფასი ჰქონდა მათვის,შენ ხო არ იციიი იყო მათი პასუხი..იციით რააა ბოლოში როცა მაინც იმ დასკვნამდე მიდიოდნენ რასაც მე ვეუბნებოდი ნანობდნენ რომ ადრე არ მისმენდნენ...მაგრამ დაიწყებოდა თუ არა ყველაფერი თავიდან,ისევ იგნორს მაძლევდნენ..ბოლოს და ბოლოს ერთ რამეს მივხვდი...აზრი არ აქვს,ვსო მორჩა მე აღარ ჩავერევი მათ საქმეში...თავში ქვაც უხლიათ რა...
ალბათ მიხვდით რომ ამ პოსტს გაბრაზებულ გულზე ვწერ...ხანდახან ძალიან მოქმედებს ჩემზე..კი არ ვიძახი რომ ყოველთვის მართალი ვარ და ყველა ჩემი რჩევა გაითვალისწინონ და ისე მოიქცნენ როგორც მე მინდა..უბრალოდ არ მესმის,როდესაც ადამიანი თვითონ გთხოვს მირჩიეო და პირიქით იქცევა,მაშინ რა აზრი აქვს ორიი საათი რომ გალაპარაკებს...
რომ დავწერე თითქოს ცოტა მომეშვაო...მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ....თან ყველაზე ძაალიან იციი რაზეე?? ჩემი დაქალი ესე მწერს რა არის რჩევას მაყვედრებოო???
არ ვიცი რა ხანდახან ისე იქცევა ეს ხალხი,რომ ფიქრობ ეს ნამდვილად ის ადამიანია ვისაც ვიცნობდი???
ეხლა ვარ ძალიან ცუდად...ალბათ მე ვარ ცუდი დაქალი,იმიტომ რომ მეგობრებისთვის კარგი მინდა და ვცდილობ დავეხმარო....

Thursday, October 15, 2009

მოგზაურობა ბავშობაში,ანუ ერთი დღე ზოოპარკში..







ერთ დღეს მე და ჩემმა დაქალებმა გადავწყვიტეტ დაჩი(ჩემი დაქალის ძმა რომელიც 7 წლისაა) ზოოპარკში წაგვეყვანა..ხოდა დაგდა სანატრელი კვირა დღე და წავედით ჩვენც ზოოპარკში.
მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით დაჩი წავიყვანეთ თუ ეს მხოლოდ საბაბი იყო..რასაც ქვია მოგზაურობა დროში იყო სუფთა..
სურათებით მიხვდებით რა მოგზაურობაზეა ლაპარაკი.. ალბათ არ განმსჯით იმიტომ რომ სულით ყველა ბავშვები ვარ და ყველა ჩვენგანში ცხოვრობს პატარა უსუსური და ამავდროს მხიარული,გაბედული და ცანცარა ბავშვი..უბრალოდ იშვიათად ვაჩენთ ხოლმე...
ხოდა მეც თავისუფლება მივეცი ამ ჩემ ბავშურ მეს და ვიმხიარულე...
ბოლოს მე და დაჩიმ ისე გავიგეთ ერთმანეთს რომ სიყვარულს ვუხსნიდიი...მართლა მაგარი ბავშვია...
ძალიან კარგი დღე იყო,კარგი სიტუაცია და რაც მთავარია ადამიანები ჩემს ირგვლივ...




ერთადერთი რის გამოც ძალიან ვწუხდებოდით ეს იყო სუნი...ფუუუუფ მაგრაამ ენოტი მაინც ვერ ვნახე....უხ ეს ენოტი,სულ სძინავს რააა...ერთ გალიში კიდე ვაფშე შავი კატა იყო მარტო და გალიაზე კიდე ზებრა ეწერა... :D რას არ ნახავ ამ პატარა საქართველოში.. აი ესეც ჩემი სურათები:





ბანბის მაროჟნიანი ბიჭი დაჩია(საცოდავ ბავშვს ნახევარი ჩვენ შევუჭამეთ)




ნუ მე რომელი ვარ ალბათ მიხვდებით.. :D:D::D:D

Monday, October 12, 2009

ბავშობაში მეგონა რომ:.......

ეს პოსტი მერამდენედ დავწყე უკვე თავიდან...აი ხოო იცით რაღაცის დაწერა რომ გინდა და თავში არაფერი მოგდით,თითქოს იწყებთ და უცებ გავიწყდება და მერე კი საერთოდ მუზა გიქრება და ხურავ ბლოგის ფანჯარას..არადა რამდენი იდეა მქონდა,მოდი გული რომ არ დაგცყდეთ და მეც რომ არ მეწყინოს ესე ტყუილად რომ შემოვედი ერთ თემას მართლაც შევეხები რომლის დაწერა უკვე დიდი ხანია მინდა მაგრამ ვერაფრით ვერ მოვაბი თავი..
ბავშობაში მეგონა რომ :
პატარა რომ ხარ ფანტაზიის უნარი პიკს აღწევს და ამ დროს ყველა ზღაპრის თუ ანდაზის გჯერა..
მე მაგალითად ბავშობაში მეგონა რომ თოვლის ბაბუა არსებობდა,რაც მინდოდა ფურცელზე ვწერდი და გარეთ ვკიდებდი ხოლმე.(სამაგიეროდ ვიცოდი რომ თოვლის ბაბუასაც არ ჰკონდა ბევრი ფული და ყოველთვის ეკონომიურ საჩუქრს ვითხოვდი,მაგ: ბარბი ან თოჯინა რასაც შეწვდები თოვლის ბაბუ.)

პატარა რო ვიყავი კიდე ერთი დაუჯერებელი რამის მჯეროდაა.. :))) მე მეგონა რომ სარკის იქით მეორე სამყარო იყო.სამყარო სადაც ყველა ნივთი და აქსესუარი იყო,მაგრამ შიგნით ხალხი არ ცხოვრობდა..ცოტა ხანში კი მეგონა რომ ხალხიც ცხოვრობს ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ისინი კი ჩვენ ცხოვრებას როგორ კინოს ისე უყურებდნენ...

ბავშობაში მეგონა რომ ჟურნალისტი გამოვიდოდი და ახალ ამბებს წავიყვანდი.. :)))

ბავშობაში მეგონა ბავშვი მუცელში კოცნის საშუალებით ხვდებოდა..ეგ იმიტომ რომ ბრაზილიურ სერიალებში მარტი კოცნაობას აჩვენებდნენ მერე კიდე დიიიიდ მუცელიან ქალს რომელიც იძახდა ხუანისგან ფეხვძიმედ ვაროო.. :))

ბავშობაში მეგონა რომ: თოჯინები ღამე ცოცხლდებოდნენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას მიზდევდნენ.ამიტომ ღამე ძილის წინ ჩუმად ვახელდი თვალებს და ვიყურებოდი თოჯინებისკენ,მაგრამ ფაკტზე ვერადა ვერ ვსუსწრებდი და ვვფიქბდი,დამინახეს და გაშეშდნენ-მეთქი..
ბავშობაში მეგონა რომ: მერი პოპინსი არსებობდა და ქოლგით ფრენა შეეძლო..ეს რომ ტყუილი იყო მხოლოდ მაშინ მივხვდი როდესც ჩემნაირი მიამიტი ბავშვი 9 სართლიდან გადმოხტა ქოლგით ხელში და ბეწვზე გადარჩა იმით რომ სანაგვეში ჩავარდა..მხოლოდ მოტეხილობები ჰქონდა... :)))


ბავშობაში მეგონა რომ: მობილურით ტელევიზიას მხოლოდ ჩემი სჰვილისშვილები უყურებდნენ.. :)))
ბავშობაში მეგონა რომ: ცხოვრების მთავარი მიზანი ბევრი ბავშვის ყოლა იყო...დამიჯერეთ ეხლა ეგრე არ ვთვლი.. ;)
და ბოლოოს ბავშობაში მეგონა რომ: თუ ჯურნალისტი ვერ გავხდებოდი მხატვარი გამოვიდოდი ან დიზაინერი...კაბებს შევუკერავდი და მაგაში ბეეეევრ ფულს ავიღებდიი....