Friday, September 4, 2009

მხიარული დღე

ცხოვრებში არის ისეთი მომენტები რომლებიც გინდა სამუდამოდ შეინახო..აი მაგალითად როგორც დღევანდელი დღე,განწყობა,სიტუაცია და რაც მთავარია ხალხი რომელიც გვერდში მყავდა..მართალია სულმთლად უნაკლო დღე არ ყოფილა (ეგ ჩემს  დაქალების ხელში შეუძლებელია) მაგრამ მაინც ბოლოს კარგად გავერთე..ალბათ ხართ ნამყოფი მთაწმინდის პარკში...ნუ იქ სილამაზეზე და ატრაქციონებზე ლაპარაკით არ მოგაბეზრებთ თავს..აშკარად ნანახი გექნებათ..მაგრამ გზაში ეგ არ ვიცი სავსე ავტობუსით თუ წამოსულხართ თან ფეხზე დგომით....ვაიმეე ეგ რა იყოო..ყოველ მოსახვევზე ხან ჩემს დაქალებს ვეჯახობოდი ხან ვიღაც ჩაპუტკუნებულ ქალს..მე მართალია რბილად ვეჯახებოდი მაგრაამ ისინი მეცოდებოდნენ..მთაწმინდიდან ორლულაში გადავინაცვლეთ და იქაც არ მოგვკლებია გასართობი..ისე რა უცნაურია მე და ჩემი დაქალები ოთხი სრულიად განსხვავებული პიროვნებები ვართ და როგორ ვუგებთ ერთმანეთს...რა საკვირველია არააა??.მაგრამ ეგ უკვე თემიდან გადახვევაა..ამ პოსტს იმით დავამთავრებ რომ კარგი დღე იყო და აუცილებლად უნდა დამეწერა..მართალია დეტალები არ დამისაბუთებია..მაგრამ ეგ საჭირო არცაა მგონიი...ეს ხომ ჩემი ბლოგია რასაც მინდა იმას გავაკეთეებ!!! :D:D:D see u later..

Sunday, August 30, 2009

ლექსები... :*:*:*


არ არსებობენ ცუდი ქალები,
ქალს მარადმშვენი უჩანს თვალები...
არ არსებობენ, არ არსებობენ,არ არსებობენ ცუდი ქალები..
მაგრამ თუ მაინც ცუდია ქალი,ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი!!!
მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით-
ქალს ამახინჯებთ, ან ეფერებით..
მოკლედ არც მეტი და არც ნაკლები-
კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი...



ქალი-მზეა და ქალი მთვარეა..
ქალი-წვიმაა...ცვალებადია..
ქალი-ღვინოა, გონების ამრევი,თავბრუდამხვევი..
ქალი რა არის?
-ბედის ირონია..
ქალი-ფიტულია, ფანტასტიკურია,
ეგზოტიკურია, რომანტიულია..
კაცის კოცნაზე მექანიკურია. ქალი-მზეა და ქალი მთვარეა..
ქალი-წვიმაა...ცვალებადია..
ქალი-ღვინოა, გონების ამრევი,თავბრუდამხვევი..
ქალი რა არის?
-ბედის ირონია..
ქალი-ფიტულია, ფანტასტიკურია,


მაინც ნუ მიენდობი- ქალი ქალია...
ქალი-ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე..
ქალი-სიცოცხლე, სითბო, სინაზე..
ქალს მოვექერო მინდა ამ ლექსით.
.ქალი-ლამაზი...ტანო-ტატანო...
ქალო-ათასი ჯავრის ამტანო..
ქალო-ცხოვრების დიდო საწყისო
კაცებმა ხელით უნდა გატარონ..

მეარღნეები და პოეტები
...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ,არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?
.. -ნინა, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება
ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა
მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე, დასცხე,
გეთაყვა, აბა, რად გიღირს
ერთი ძველი შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს
თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება, კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა
, რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც
სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული,
- საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ,
რომ არ გინდა მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით
მეარღნეები და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება..
ტიციან ტაბიძე


ადვილია
იცრუო უფრო ადვილია, სიმართლის დაცვა ძნელი ილაპარაკო ადვილია,
აღიარება ძნელი შეცდომა დაუშვა ადვილია, გამოსწორება_ ძნელი
ნაკლის შემჩნევა ადვილია, კარგის დანახვა_ ძნელი
სხვისი გამტყუნება ადვილია, საკუთარ თავის_ძნელი
წარმოთქმა სიტყვის ადვილია, დუმილი_ უფრო ძნელი
დაბლა დაშვება ადვილია, მაღლა სვლა_ უფრო ძნელი
შეხვედრა უფრო ადვილია, განშორებაა ძნელი
გვერდი ამიარო ადვილია, შეჩერდე_ ესაა ძნელი
ჩემი აცრემლება ადვილია, გაცინებაა ძნელი
ჩემი მოტყუება ადვილია, რომ დამაჯერო ძნელი
ოცნებით მაფრინო ადვილია, მიწაზე არ დამტოვო ძნელი
მოსმენა ჩემი ადვილია, გაგება ცოტა ძნელი
გული მატკინო ადვილია,მოფერებაა ძნელი
ჩემი აღელვება ადვილია, დამშვიდებაა ძნელი
რაღაც გამახსენო ადვილია, რაღაც დამავიწყო ძნელი
რაღაცა გამირთულო ადვილია, გამიადვილო_ ძნელი
რაღაც მაწყენინო ადვილია, რაღაცით გამახარო ძნელი
კითხვებით შემაწუხო ადვილია, პასუხის გაცემაა ძნელი
მომავლის ცქერა ადვილია, წარსულზე ფიქრი_ ძნელი
დარდი დამიტოვო ადვილია, უდარდო გამხადო_ ძნელი
ჩემს ღალატს რა უნდა შე კაცო, ერთგულებაა ძნელი უკან
დახევა ადვილია, წინ წასვლა_ უფრო ძნელი
ჩემზე უარის თქმა ადვილია, გსურდე_ ესაა ძნელი
ჩემი დავიწყება ადვილია, გახსოვდე ესაა ძნელი
რწმენა დამიკარგო ადვილია, რწმენის დაბრუნება_ ძნელი
გადავიწყება ადვილია, მონატრებაა ძნელი
ჩემი სიკვდილი ადვილია, მაცოცხლო_ ესაა ძნელი...

***

წვიმს, შემოდგომა შემოდის სულში
და ვიოლინოს აკვნესებს ვიღაც,
მადლობა უფალს_ დაღლილ სახიდან
ბედნიერების ვიშორებ ნიღაბს...
კმარა ამაო თამაში ბედთან,
ეშვება ფარდა, მთავრდება ფასი,
სიტყვამ, რომელიც მინდოდა მეთქვა,
დიდი ხანია დაკარგა ფასი....

Saturday, August 29, 2009

Thursday, August 27, 2009

ზაფხულის მიწურულს....



რა ჩქარა მიდის ზაფხული..გახედვას ვერ მოასწრებ და უკვე შემოდგომაა,რომელსაც მოყვება ცივი და დაუნდობელი ზამთარი..ნეტა ვინმეს უყვარს წელიწადის ეს დრო?ზამთარზე რომ ვფიქრობ პირველი რაც მომდის თავში ახალი წელი და შობაა..დღესასწაულების მთელი ჩამონათვალი...აი გაზაფხულს რაც შეეხება მიყვარს..მიყვარს ცივი ზამთრის მერე ყვავილების სურნელებით გაჟღინთული,ცოტა გრილი, მაგრამ საიკმაოდ სასიამოვნო, ჰაერი..ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ხესთან რა მშვენიერი სურნელი იგრძნობა..ხანდახან ვფიქრობ ნეტა შეიძლებოდეს მისი შენახვა... რადგან მაშინ, ხომ ზამთარიც ისეთი საშინელი და ცივი არ მოგეჩვენება..წელიწადის ამ დროს ყველაფერი ხელმეორედ იბადება..ბუნება მშვენიერდება..თითქოს შენშიც რაღაც ხდება...ალბათ მაგიტომაა რომ გაზაფხულს სიყვარულთან აკავშირებენ...ისე მე გაზაფხულზე დავიბადე მაისის თვეში...ეს ჩემი უსაყვარლესი თვეა...გაზაფხულის ბოლო თვე როცა ამინდებიც კარგია და განწყობაც..ისეე მართალი რომ თქვა წელს სულაც არაფერი გამიგია..ისე გაიარა ერთმა აბიტურიენტობის წელმა,რომ სულ არ მაინტერესებდა ზამთარი იყო თუ შემოდგომა..ისე ჩქარა დავდიოდი რომ ყვევილების სურნელების შეგრძნობაზე ლაპარაკი ზადმეტია..უუფფ კაიდევ კაი მორჩაა!!! (აუუ თქვნ ჩემი დეპრესიები უნდა გენახათ) ახლა ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის:სტუდენტობა..ვნახოთ როგორ შევიცვლები ან შეიძლება იგივეც დავრჩჶ..დროო გვაჩვენეებს... კინაღამ დამავიწყდა მარიამობას გილოცავთ!!! ღვთის მადლი არ მოგკლდებოდეთ!!!

Tuesday, August 25, 2009

Strange Love Story


უცნაურია როგორი ფანტაზიის უნარი აქვს ადამიანს..ისეთ რამეს მოიფიქრებენ ხოლმე რაც ყველა საზღვრებს ცდება..მაგრამ რაც არ უნდა უაზროდ მოეჩვენოს ზოგიერთ ადამიანს ეს კინო რომელსაც მე ვუყურე,მაინც ვთვლი რომ ეს ერთი საყვარელი სიყვარულის ისტორიაა რომელიც რეალურ სამყაროში არ არის..სიყვარული რომელმაც სიკვდილიც კი დაამარცხა..სიყვარული რომელსაც შეუძლია ადამიანს აგრძნობინოს რომ ის ტყუილად არ მოვლენილა ამ ქვეყანაზედ..რომ მხოლოდ ამ ერთი წეთისთვის ღირდა სიცოცხლის დათმობა..სიყვარული რომელიც სინამდვილეში იშვიათი მოვლენაა... მეტს აღად გავაგრძელებ თორე ღმად შევტოპავ..თუ გადაწყვიტეთ უყურეთ მე ჩემს აზრს არ მოგახვევთ....ისე გირჩევთ..

Friday, August 21, 2009

დეპრესია


დრო დროზე ჩქარა მიქროდაა..... დრო არაფერზე ფიქრობდა


ფიქრი რად უნდა დროს...დროს როცა უნდა თოვს..


საიდან გამახსენდა ეს სიმღერა არ ვიციი,მაგრამ როცა დავიწყე წერა უცებ ამოტივტივდააა..


არის დღეები როდესაც თავი ყველაზე უბედური გგონია...გგონია რომ ამ ქვეყანაზე არავინაა შენზე უიღბლო და მზად ხარ მიწა გაგისკდეს..გაქრე ცოტა ხნით მაინც..დიახ ამას დეპრესია ქვია..არა მე არ მაქვს ცდებიიი..უბრალოდ გადავწყვიტე ამ თემას შევხებოდი..

დეპრესიაზე ალბათ ყველას გსმენიათ და გამოგივლიათ კიდევაც..ზოგი ნაყინით იმსუბუებს ზოგი სასმელით ზოგი კი შოკოლადით...არსებობს სხვადასხვა ხერხები მაგრამ თითქოს არაფერი შველის..სინამდვილეში ამბობენ ”დრო ყველაფერს კურნავსო..შეიძლება ზუსტადაც ამიტომ გამახსენდა ეს სიმღერა..იქნებ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა არაა..რადგან როდესაც ვიწყებდი წერას არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა..იქნებ ზუსტად დროს შეუძლია ყველა ნაიარების მოშუშება (იქნება ეს ხორციელი თუ სულიერი) რაც არ უნდა იყოს არ უნდა ჩავარდე სასო წარკვეთაში და იფიქრო რომ ყველაფერი ბოლოს კარგად იქნება.. თუ ყველაფერი ცუდადააა მაშინ ეგ არა დასასრული (მარტალი რომ ვთქვა ეგ რუსულად უპრო კაკგად ჟგერდა) vkance vso budet xorosho..no iesli vso ploxo znachit eto ne kanec!!! არვიცი რამდენად შეესაბამება ზუტად რუსულ გრამატიკას მაგრამ მგონი სწორია :D

Thursday, August 20, 2009

YOUR STORRY MATTERS !!










ალოჰა!!! დღეს რავიციიი დღე ცოტა არ იყოს უცნაურად დავიწყე მაგრამ ისე ვამთავრებ როგორც ყოველთვის..შემოვდივარ აქ და ვწერ..ვწერ მაგრამ რას ვწერ?? რასაც ვფიქრობ რაც მაინტერესებს ანდა თუნდაც რაც სხვას დააინტერესებს...აზრი კი ერთია ამით თითქოს ვავსებ იმ სიცარიელეს რასაც ყოვედღე ვგრძნობ..არააა ეს ის არაა რაც შენ გაიფიქრე...ეს უბრალო უსაქმურობაა..ყოველდღიური ერთი და იგივე..მომბეზრდაა,აღარ მინდა!!! რატო არ შეიძლება მოხდეს რამე ახალი? გასართობი?საინტერესოო??მთელი ბავშობა ვოცნებობდი თავგადასავალზე..მაგრამ სადაა?? ელოდეებბი როდის გაიზრდები თითქოს ამით რამეს შეცვლი ან უკეთესი ცხოვრებისკენ მიდიხარ..მაგრამ რავიციი მე არავითარ გასხვავებას ვხედავ..




ძალიან ძნელია როცა არ იციი ცხოვრებაში რა გინდა..რა უნდა ისწავლო რა გააკეთო სად იმუშავო..მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ რომელმაც არ იცის რა უნდა და დამიჯერე ეგ ყველაზე მეტად მტავჯავს..ხოო მოვხვდი პირველივვეზე რაც მეწერა მაგრამ მიინდოდა მთელი სულით და გულით??(დღეს მკითხეს 3 ჯერ)პასუხიი იციი რააა?? არა არ მინდოდა და არც ეხლა მინდა..მაგრამ რო არ ვიცი რა მინდა??ხოდა მივყვები ასე ცხოვრებას რაც იქნება იქნება.. ისე რა უცნაურია ბავშობაში როცა ხლხი მოღერლობაზე ან კინო მსახიობობაზე ოცნებობდა მე მდივნობა მინდოდა(რა ვიცოდი მაშინ რომ მდივნებს ცუდი სახელი აქვთ) ამბობენ გვიანი არასდროსაა..ხოდა იქნებ მეც გვიან მაგრამ მაინც მივხვდე რა მინდა რისთვის მომავლინა ღმერთმა...არამგონია ეხლა ისტორია შევცვალო მაგრამ რამე წვლილი ცხოვრებაში ხომ უნდა შევიტანო? ვიღაცის ცხოვრება ხომ უნდა შევცვალო (თუნდაც ჩემი ლოლ) სიტყვა გამიგრძელდა..მაგრამ როგორ ვეუბნები ხოლმე ჩემ თავს როცა ბლოგზე შემოვდივარ : BE BRAVE!!!!!! YOUR STORRY MATTERS!!! :*:*:*