Monday, September 14, 2009

პოსტი : არაფერზე თუ ყველაფერზე....


მერე რა რომ საამი საათია ღამის და არ მძინავს უბრალოდ შემოვდივარ ჩემს საყვარელ და განუმეორებელ ბლოგზე..ბლოგზე რომელმაც ჩემს დღიურს მტვერი დაადებინა...

ცხოვრება მართლაც უცნაური რამაა..როცა ადამიანი არ მოელი მაშინ შემოგიტრიალდება და გეტყვის : დაგერხაა!! :D ეს უბრალოდ ხუმრობით..პოსტის წერო რო დავიწყე მეგონდა რომ რამე კარგს ან თუნდაც კარგ გასახსენებელს დავწერდი,მაგრამ ეხლა ყველა აზრი ერთმანეთში გადახლართული მაქვს..ყველა იდეა ყველა მოგონება..აჯაფსანდალი მაქვს ტვინში...თითქოს ქარმა წაიღო ის შემართებულობა რომელიც პოსტის დასაწყისში მქონდდა..ის თამუნაც ალბათ ქარმა წაიღო..რატომ სად?? ხოო ეგ მილიონი დოლარის კითხვაა..ხასიათი ისეთივე ცვალებადი მაქვს როგორც ამინდი გაზაფხულში..დღეს რომ დავფიქრდი ერთ რამეს მივხვდი..სადაც არ უნდა ვიყო,ვისი მეგობარიც არ უნდა გავხდე,მაინც არ ვიცვლები..ჩემში ყოველთვის აგრძელებს ცხოვრებას უბრალო თამო..ხო ის თამო რომელსაც სულ არ აიტერესებდა თმები როგორ ქონდა დაყენებული ან მაიკიაჟი რა იყო საერთოდ ამ ქვეყანაზზე არ იცოდა..კი ეგ თამო არის მაგრამ ტკივილები სავსე..მაგ მეორე მეს რაც დამცირება გადაიტანა თავის ცხოვრების მანძილზე იმას ახალი თამო არ მოითმენს..იგი ჩემშია და მე იგიში ვარ...ხანდახან ჩემი და გადმომხედავს ხოლემე და მეტყვის ძველი თამო მენატრებაო,მართალი რომ ვთქვა დიდად არ მიყვარს მაგას რო მეუბნება..თითქოს სხვა ადამიიანზე მელაპარაკებაო...რაც არ უნდა იყოს ის თამო აქააა და სულ არ უნდა აქ ყოფნა....კაი წავედი..ოდესმე ხო უნდა დავიძინო.. ნახვამდის!!!!

Friday, September 11, 2009

HaPpY and AcTivE




დაიხაც ვერცხლის მედალოსანი ვარ (ესე წერია ჩემს ატესტატში)..ვიცი ოქრო არაა მაგრამ რაღაცას ხომ ნიშნავს...დღეს ყველაზე აქტიური და სასიამოვნო დღე მქონდა...(გამოუძინარი მაგრამ კარგი)..დილითვე რაღაც შემართებული ხასიათით შევუდექი ცხოვრებას...მიხაროდა ყველაფერი,წვრილმანიც კი..ჩემდა გასაკვირად სახედან ღიმილს ვერ ვიშორებდი..ჩემი დაქალის კლასელი შემხვდა და იმხელაზე გამეღიმა რომ ყველა 32 კბილი გამოვაჩინე მგონი..მერე ვიღაც მათხოჯებმა ავტობუსიდან ხელი დამიქნიეს და იმათაც გავუცინე (რასაც საერთოდ არ ვაკეთებ )..ნუ არ ვიცი დღეს რა მჭირდა..ალბათ ამას ქვია ცხოვრება მიხარიაო..;D:D თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდანო..სამაგიეროდ ეხლა ვარ გასაჭირში: ზეგ დაქალის დაბადების დღეა და აზრზე არ ვარ რა ვაჩუქო..გონება მერევა უკვე..ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და ამიტომ ხშირად ვდგები დილემის წინაშე..ერთ რამეს რომ გადავწყვიტავ მეორე მომდის თავში.. ხოდა ესე ვიმტვრევ თავს დაბადების დღის წინა დღემდე და ბოლოს იმას ვყიდულობ რაც პირველი მომხვდება ხელში..ხვალე პასაში მივდივარ საჩუქრის ასარჩევად წარმატებები მისურვეეთ!!! :)))

Tuesday, September 8, 2009

მხოლოდ ჩემითვის...


ვის არ უუცნებია ნამდვილ სიყვარულზე..რაც არ უნდა რეალისტი იყოს ადამიანი გულის კუნჭულში სჯერა რომ იპოვის იმ ერთადერთ და შეიგრძნობს ცხოვრებას..მე სიყვარულისა რა მოგახსენოთ ხომ არ ვიცი რაა..მაგრამ როგორც ყველა ადამიანს მეც ვოცნებობ..ოცნებას ხომ კაცი არ მოუკლავს..ჩემი ოცნების სიყვარული არ შემოიფარგლება ხვევნა კოცნა მტლაშამ მტლუშით.. არ შემოიფარგლება და არც შედის...ხოო ვიცი ბევრს გაეცინება ამ პოსტის კითხვივას,მაგრამ ეხლა ამ წუთას ეგ არ მაინტერესებს..თუ იმ ადამიანს ეცინება იმაზე რასაც კითხულობს ესიგი მე ვყოფილვარ მისი დაცინვის ობიეტი..ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრებია,ჩემი ოცნებები..ვიცი ცოტა არ იყოს ბავშურია არარეალისტური და ცოტა უცნაურიც..მაგრამ ეს მარტო ჩემია ჩემი...ცხოვრებაში ესე არ ხდება და არც მე მოველი..მაგრამ სიყვარულზე ოცნებას ვერავინ წამართმევს..ვერც გატეხილი გული და ვერც დაკარგული სიყვარული...საიდან ამდენი? რომანებიდან კინოეებიდან..დიახ მჯერა რო არსებობს მჯერა რომ შეიძლება...მაგრამ არ მჯერა რომ ხშირად ხდება..მე არ მყვარებია ნორმალურად და არც ვყოფილვარ სიყვარულის ობიექტი...მე ხომ მეოცნებე გოგო ვარ და ესე ოცნებაა მიყვარს...არალეარული,მაგრამ კარგი..უცნაური,მაგრამ ლამაზი...სიტყვა როგორც ყოველთვის გამიგრძელდა და შეიძლება ვინანო კიდევაც...მაგრამ რაც დაიწერა დაიწერაა და არც წავშლი...

Sunday, September 6, 2009

ფსიქოლოგია..




ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება.ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს?საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".
ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა, მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად საუბარი მრავალი მიმართულებით წარმართოს, წარუმატებლობისათვის არის განწირული. მამაკაცს არ შეუძლია, საუბრისას რამდენიმე თემატურ ხაზს მისდიოს და ყველა, ვინც ასე იქცევა, უვიცად მიაჩნია. შეიბრალეთ მამაკაცები! ისინი რიგრიგობით საუბრობენ, რადგან ლაპარაკი და მოსმენა ერთდროულად არ ძალუძთ. იყავით თავშეკავებული და მომთმენი და მიეცით საშუალება, სათქმელი ბოლომდე თქვან.
საუბარი "ყველაფერსა და არაფერზე" წმინდა ქალური ფენომენია და ემსახურება გარკვეულ მიზანს: ასე ურთიერთობის მოგვარება უფრო იოლია, რადგან "არაფერზე" საუბარი არ იწვევს აგრესიას და კონფრონტაციას. მამაკაცები კი ბრაზობენ, როდესაც საუბარში არ იგრძნობა ლოგიკა და მკაფიო მიზანი. მათი აზრით, ქალებმა თავადაც არ იციან, რას ამბობენ. ეცადეთ, მამაკაცთან საუბრისას ზუსტად ჩამოაყალიბოთ საუბრის თემა. ამგვარი მიდგომა ეპასუხება მამაკაცის ლოგიკას, მისი ტვინის სტრუქტურას და საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა.
ქალი სიტყვებს თვითგამოხატვისთვის იყენებს, ამიტომ მისთვის ისინი ერთგვარ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მამაკაცი კი სხვანაირად არის მოწყობილი, ამიტომ იშვიათად აღიქვამს სერიოზულად ქალურ რისხვას "აღარ დაგელაპარაკები!" მეტიც - ქალის სიჩუმე მისთვის ჯილდოა, დასვენების შანსია. ასე რომ, როგორც არ უნდა გინდოდეთ რაიმე ამბის მოყოლა, პირის გაღებას ნუ იჩქარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი სასჯელის მნიშვნელობას ვერ იგრძნობს.

სიმართლეს თვალები გავუსწორე...

დღეს დიიიიდ ბლოგერების საიტებზე ვიძრომიალე და მივხვდი თუ რა უსუსურია ჩემი ბლოგი მათ წინაშე.... შეცდომების გამოსწორება კი შესაძლებელია,მაგრამ ერთი არ ვიცი რითი დავიწყო...მინდა რაღაც ორიგინალური მოვიფიქრო მაგრამ თითქმის ყველაფერი დაკავებულია...ჯერ მაცალლეეთ გაჩვენოთ რა შეუძლია ახალ ბლოგერს..(ვხუმროობ) იმედი მაქვს რამეს მოვიფიქრებ და ვეცდები შევცვალო ჩემი წერის მანერაც (რაც წამოუდგენელია ჩემთვის) ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა რომ კარგად ვწერ (თვითონ მიხვდება ვიზეც მაქვს ლაპარაკი) მაგრამ დღეს მივხვდი ეგ საკმარისი არააა..მარტო წერით ვერაფერს გახდები რამე საინტერესოც ხომ უნდა ჩანდეს..მგონი კრიტიკული თვალით ვუყურებ ჩემს ბლოგს...რაც არ უნდა იყოს მთავარი შემართება და მონდომებაა ხვა დანარჩენი პატარა წვრილმანებიი..ცხოვრებაა მშვენიერიაა და ეს მინდა ჩანდეს...ხოოდააა დღეიდან განვიცდით ფერისცვალებაას!!!!!

Friday, September 4, 2009

ეს უნდა ნახოოთ!!!

მხიარული დღე

ცხოვრებში არის ისეთი მომენტები რომლებიც გინდა სამუდამოდ შეინახო..აი მაგალითად როგორც დღევანდელი დღე,განწყობა,სიტუაცია და რაც მთავარია ხალხი რომელიც გვერდში მყავდა..მართალია სულმთლად უნაკლო დღე არ ყოფილა (ეგ ჩემს  დაქალების ხელში შეუძლებელია) მაგრამ მაინც ბოლოს კარგად გავერთე..ალბათ ხართ ნამყოფი მთაწმინდის პარკში...ნუ იქ სილამაზეზე და ატრაქციონებზე ლაპარაკით არ მოგაბეზრებთ თავს..აშკარად ნანახი გექნებათ..მაგრამ გზაში ეგ არ ვიცი სავსე ავტობუსით თუ წამოსულხართ თან ფეხზე დგომით....ვაიმეე ეგ რა იყოო..ყოველ მოსახვევზე ხან ჩემს დაქალებს ვეჯახობოდი ხან ვიღაც ჩაპუტკუნებულ ქალს..მე მართალია რბილად ვეჯახებოდი მაგრაამ ისინი მეცოდებოდნენ..მთაწმინდიდან ორლულაში გადავინაცვლეთ და იქაც არ მოგვკლებია გასართობი..ისე რა უცნაურია მე და ჩემი დაქალები ოთხი სრულიად განსხვავებული პიროვნებები ვართ და როგორ ვუგებთ ერთმანეთს...რა საკვირველია არააა??.მაგრამ ეგ უკვე თემიდან გადახვევაა..ამ პოსტს იმით დავამთავრებ რომ კარგი დღე იყო და აუცილებლად უნდა დამეწერა..მართალია დეტალები არ დამისაბუთებია..მაგრამ ეგ საჭირო არცაა მგონიი...ეს ხომ ჩემი ბლოგია რასაც მინდა იმას გავაკეთეებ!!! :D:D:D see u later..