Friday, October 30, 2009
i just havent met you yet!!! :*:*:*:*
არ ვიცი რა დავწერო,დაქალმა მითხრა პირაადულს აღარ შეეხოო, მე კიდე ბლოგი მაგითომ მომწონდა..აბა თუ ეგ არ დავწერე მაშინ რაღა დავწერო?? ეს ბლოგი არის ჩემთვის და მხოლოდ ჩემთვის...ხოდა ვწერ აი ვწერ რასაც ვფიქრობ!!
ხოდა რას ვიძახდი..წვიმა კი არ მინდოდა არამედ თოვლი,მაგრამ არაუშავს რაც არის არის...წვიმაც წავა..
მიყვარს წვიმა მხოლოდ მაშინ,როდესაც სახლში ვარ,ცხელ შოკოლადს ან ყავას მივირთმევ და კარგი ხალხის გარემოცვაში ვარ..აი მაშინ მიყვარს წვიმა..
უბრალოდ ავიჩემე ეს სიღერა და ძალიან მომწონს კლიფი,განსაკუთრებით ლუიზიანა ლოპიატო ამ კლიპში...
მხიარული,ენერგიული რომანტიული და საყვარელი... მიყვარს!!!!!!!!!
Tuesday, October 27, 2009
თოვლი მინდა!!!!
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა.
ძვირფასო! სული მევსება თოვლით:
დღეები რბიან და მე ვბერდები!
ჩემს სამშობლოში მე მოვვლე მხოლოდ
უდაბნო ლურჯად ნახავერდები.
ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში...
ამიტომ მიყვარს იისფერ თოვლის
ჩვენი მდინარის ხიდიდან ფენა,
მწუხარე გრძნობა ქროლის, მიმოვლის
და ზამბახების წყებად დაწვენა.
თოვს! ასეთი დღის ხარებამ ლურჯი
და დაღალული სიზმრით დამთოვა.
როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
Monday, October 19, 2009
Sunday, October 18, 2009
აბდა-უბდა
რა და ჩემო კარგო შეხვიდე ბლოგზე და დაიწყო წერა,იქნებ ბოლოში რაიმე შვება იგრძნო ან თუნდაც მიხვიდე იმ დასკვნამდე რომ ტყუილად გრძნობ თავს ასე საშინლად...
ცხოვრებაში ყველაფერი ხდებაო,იტყვიან ხოლმე...
რომ დაუფიქრდე მართალია,ცხოვრება ის ამოუცნობი და ჩემთვის საინტერესო საგანია,რომელსაც ამოცანების აქვს (როგორც მათემატიკას) და შეთხვზის უნარის აუცილებლობა(როგორც ქართულს)...ამის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია..
ადამიანი როდესაც კარგავს მიზანს და მას წინ აღარაფერი ელის, არაფერი ახარებს ან თუნდაც აშინებს,ის რობოტს ემგავსება და ცხოვრებას უფერულად და უგემოვნოდ უყურებს...მე რათქმაუნდა მაგ ადამიანების რიცხვს არ მივეკუთვნები და არც მგონია ოდესმე მოვხვდე მათ რიგებში...
მართალია ცხოვრების დინებას წყნარად და აშფოთების გარეშე მივზდევ,არ ვეეწინააღმდეგები და ვფიქრობ რაც იქნება იქნება..მაგრამ ოცნება კი ნამდვილად შემიძლია..თქვენ რა ოცნება ადვილი გგონიათ?? არა ძნელია და ყველას სხვადასხვა გვარად ეხერხება..
მაგალითად შანშან ჩემი ოცნება ჩაბარება იყო,წარმომედგინა რომ აიიი ინსტიტუტში მივდიოდი დაა.....ხოო მიხვდით რაა..
მაგრამ ოცნება რომ გვერძე გადავდოთ ცხოვრება კიდე რისგან შედგება??
რაც არ უნდა ჭკვიანი და გონება გახსნილი იყოს ადამიანი,თუ ბედი არ წყალობს და არ უმართლებს მაშინ ვის რაში უნდა შენი ჭკუა და გონება გახსნილობა??
ხანდახან როგორ მინდა გავექცე ცხოვრებას (არა კი არ მოვკვდე არრამედ გავექცე)...შორს სადღაც აიი მაგალითად კარიბის კუნძულებზე,....
სულ სხვა რამე მინდოდა და აი ნახეთ სად მოვედი...მაგრამ თავს ეხლა მშვენივრად ვგრძნობ თითქოს მძიმე ტვირთიც მომეხსნაო...
წავედი ჩავიძირო ისევ ჩემს ცხოვრებაში...ამოყვინთვის დროს ხომ აქ ვიღებ ჰაერს რომ კიდევ ცოტა ხანი მეყოს...მგონი ჩემი ბლოგი მიყვარს.... :*
Saturday, October 17, 2009
ნერვებზე მოშლილის პოსტი:
ალბათ მიხვდით რომ ამ პოსტს გაბრაზებულ გულზე ვწერ...ხანდახან ძალიან მოქმედებს ჩემზე..კი არ ვიძახი რომ ყოველთვის მართალი ვარ და ყველა ჩემი რჩევა გაითვალისწინონ და ისე მოიქცნენ როგორც მე მინდა..უბრალოდ არ მესმის,როდესაც ადამიანი თვითონ გთხოვს მირჩიეო და პირიქით იქცევა,მაშინ რა აზრი აქვს ორიი საათი რომ გალაპარაკებს...
რომ დავწერე თითქოს ცოტა მომეშვაო...მაგრამ მაინც გაბრაზებული ვარ....თან ყველაზე ძაალიან იციი რაზეე?? ჩემი დაქალი ესე მწერს რა არის რჩევას მაყვედრებოო???
არ ვიცი რა ხანდახან ისე იქცევა ეს ხალხი,რომ ფიქრობ ეს ნამდვილად ის ადამიანია ვისაც ვიცნობდი???
ეხლა ვარ ძალიან ცუდად...ალბათ მე ვარ ცუდი დაქალი,იმიტომ რომ მეგობრებისთვის კარგი მინდა და ვცდილობ დავეხმარო....
Friday, October 16, 2009
სასწაულები ხდება!!!!
ეს ამბავი მოხდა ავსტრალიაში..ალბათ ყველა ნახავთ თუ როგორ უვარდება დედას ბავშვიანი კალისკა მეტროში და როგორც ყველა რეალისტი ადამიანი იტყვით რომ ბავშვის გადარჩენა შეუძლებელია,მაგრამ მინდა გითხრათ რომ ბავშვი გადარჩა,კიდე უკეთეს გეტყვით, მას არავითარი მოტეხილობა თუ ზიანი მიუყენებია ამ საშინელმა და შემაშინებელმა შემთხვევამ..უბრალოდ პატარა ნაკაწრები,რომლებიც შეიძლება ნატკენად არ ჩათვალონ...
თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ ვიდეოს რომ ვუყურებდი თითქოს ფეხებიდან მიწა გამომაცალესო,ისეთი შიში ვჭამე..მართლაც და ღმერთი ს ხელი ურევია ამ დიდებულ საქმეში...თუ ჩემი არ გჯერათ ვიდეო ნახეთ და მიხვდებით...არაფერი მაქვს გადამეტებული...დიდება უფალს თავისი საწაულისთვის...იყოს ღმერთი ყველა პატარას მფარველი და დამცველი...
უფალი ჩვენთანაა!!!
არს და იყოს !!!!!
Thursday, October 15, 2009
მოგზაურობა ბავშობაში,ანუ ერთი დღე ზოოპარკში..
მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით დაჩი წავიყვანეთ თუ ეს მხოლოდ საბაბი იყო..რასაც ქვია მოგზაურობა დროში იყო სუფთა..
სურათებით მიხვდებით რა მოგზაურობაზეა ლაპარაკი.. ალბათ არ განმსჯით იმიტომ რომ სულით ყველა ბავშვები ვარ და ყველა ჩვენგანში ცხოვრობს პატარა უსუსური და ამავდროს მხიარული,გაბედული და ცანცარა ბავშვი..უბრალოდ იშვიათად ვაჩენთ ხოლმე...
ხოდა მეც თავისუფლება მივეცი ამ ჩემ ბავშურ მეს და ვიმხიარულე...
ბოლოს მე და დაჩიმ ისე გავიგეთ ერთმანეთს რომ სიყვარულს ვუხსნიდიი...მართლა მაგარი ბავშვია...
ძალიან კარგი დღე იყო,კარგი სიტუაცია და რაც მთავარია ადამიანები ჩემს ირგვლივ...
ერთადერთი რის გამოც ძალიან ვწუხდებოდით ეს იყო სუნი...ფუუუუფ მაგრაამ ენოტი მაინც ვერ ვნახე....უხ ეს ენოტი,სულ სძინავს რააა...ერთ გალიში კიდე ვაფშე შავი კატა იყო მარტო და გალიაზე კიდე ზებრა ეწერა... :D რას არ ნახავ ამ პატარა საქართველოში.. აი ესეც ჩემი სურათები:
ბანბის მაროჟნიანი ბიჭი დაჩია(საცოდავ ბავშვს ნახევარი ჩვენ შევუჭამეთ)
ნუ მე რომელი ვარ ალბათ მიხვდებით.. :D:D::D:D
Tuesday, October 13, 2009
ბავშვია,მაგრამ რას ცეკვავს!!!
აიიიიი მართლაც ძალიან კარგად ცეკვავს,ამასთავავე არტისტულია და ეს უფრო დიდ ხიბლს მატებს ამ ბავშვის..უყურეთ არ ინანებთ..
თუ არ გახსნა მაშინ ამ ლინკზე გადადით!!!!!!!
Monday, October 12, 2009
ბავშობაში მეგონა რომ:.......
ბავშობაში მეგონა რომ :
პატარა რომ ხარ ფანტაზიის უნარი პიკს აღწევს და ამ დროს ყველა ზღაპრის თუ ანდაზის გჯერა..
მე მაგალითად ბავშობაში მეგონა რომ თოვლის ბაბუა არსებობდა,რაც მინდოდა ფურცელზე ვწერდი და გარეთ ვკიდებდი ხოლმე.(სამაგიეროდ ვიცოდი რომ თოვლის ბაბუასაც არ ჰკონდა ბევრი ფული და ყოველთვის ეკონომიურ საჩუქრს ვითხოვდი,მაგ: ბარბი ან თოჯინა რასაც შეწვდები თოვლის ბაბუ.)
პატარა რო ვიყავი კიდე ერთი დაუჯერებელი რამის მჯეროდაა.. :))) მე მეგონა რომ სარკის იქით მეორე სამყარო იყო.სამყარო სადაც ყველა ნივთი და აქსესუარი იყო,მაგრამ შიგნით ხალხი არ ცხოვრობდა..ცოტა ხანში კი მეგონა რომ ხალხიც ცხოვრობს ოღონდ ჩვენ ვერ ვხედავთ ისინი კი ჩვენ ცხოვრებას როგორ კინოს ისე უყურებდნენ...
ბავშობაში მეგონა რომ ჟურნალისტი გამოვიდოდი და ახალ ამბებს წავიყვანდი.. :)))
ბავშობაში მეგონა ბავშვი მუცელში კოცნის საშუალებით ხვდებოდა..ეგ იმიტომ რომ ბრაზილიურ სერიალებში მარტი კოცნაობას აჩვენებდნენ მერე კიდე დიიიიდ მუცელიან ქალს რომელიც იძახდა ხუანისგან ფეხვძიმედ ვაროო.. :))
ბავშობაში მეგონა რომ: თოჯინები ღამე ცოცხლდებოდნენ და ჩვეულებრივ ცხოვრებას მიზდევდნენ.ამიტომ ღამე ძილის წინ ჩუმად ვახელდი თვალებს და ვიყურებოდი თოჯინებისკენ,მაგრამ ფაკტზე ვერადა ვერ ვსუსწრებდი და ვვფიქბდი,დამინახეს და გაშეშდნენ-მეთქი..
ბავშობაში მეგონა რომ: მერი პოპინსი არსებობდა და ქოლგით ფრენა შეეძლო..ეს რომ ტყუილი იყო მხოლოდ მაშინ მივხვდი როდესც ჩემნაირი მიამიტი ბავშვი 9 სართლიდან გადმოხტა ქოლგით ხელში და ბეწვზე გადარჩა იმით რომ სანაგვეში ჩავარდა..მხოლოდ მოტეხილობები ჰქონდა... :)))
ბავშობაში მეგონა რომ: მობილურით ტელევიზიას მხოლოდ ჩემი სჰვილისშვილები უყურებდნენ.. :)))
ბავშობაში მეგონა რომ: ცხოვრების მთავარი მიზანი ბევრი ბავშვის ყოლა იყო...დამიჯერეთ ეხლა ეგრე არ ვთვლი.. ;)
და ბოლოოს ბავშობაში მეგონა რომ: თუ ჯურნალისტი ვერ გავხდებოდი მხატვარი გამოვიდოდი ან დიზაინერი...კაბებს შევუკერავდი და მაგაში ბეეეევრ ფულს ავიღებდიი....
Saturday, October 10, 2009
არც თუ დიდი პოსტი...
თავდაპირველად ბლოგს ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი და ვთვლიდი უბრალო დროის კარგვად, მაგრამ წლებთან ერთად, ალბათ, ადამიანიც იცვლება და მეც შემეცვალა გემოვნება..
წლებზე გამახსენდა ერთი მიღერა რომელიც ორი წლის წინ ძალიან მიყვარდა და რატომღაც მომინდა მოსმენა..თუ იციის three days grace-i hate everything about you ...მმმმ რა დროო იყოოო...ეხლა სამაგიეროოდ სხვადროა,მაგრამ არც თუ ისე ნაკლებიი..
დღეს სამ საათიანიი შუალედი მქონდა ლექციებს შორის და საცოდავიი ჩემი კლასელიი სამი საათით ადრე გამოვიყვანე რომ მარტო არ ვყოფილიყავიი..(რა ვიცოდი რომ გაციებული იყო )სამაგიეროოდ მერე მაგრად დამაყვედრა და ესე მითხრა მეც რო გთხოვ ეგრე მოიქეციოო.. :)))მეთქი ნეტა არ მიმეწერაა..არადაა მაგრად გამართო ეგ რო არა ალბათ სამი საათი ჭკუიდან გადამიყვანდა..კაი ბავშვია რა,მე მაგალითად გიოს ადგილას არ მოვიდოდიი და მივწერდიი გაციებული ვაროო..თან უკვე მეორედ ვუკეთებ ეგრე.. :)))ერთხელ კიდე ორი საათით ადრე მივედი და რავიი მივწერე (მგონი ძაან მათამამებს)
კიდევ კაი გადამიტანეს და ეგ შუალედი აღარ მექნებაა (happy)
დაღლი და დაქანცული ჩემი დეიდაშვილის დაბ დღეზე აღმოვჩდი,მაგრამ იქ ისეთი ენერგია და რიტმი ვიგრძენი რომ მეც ავყევი და რო დავიწყე ლაპარაკი ვეღარ მაჩუმებდნენ..ახლა კი როდესაც ძილის დრო ახლოვდება ვერადა ვერ ვთმობ კომპიუტერს...თითქოს რაღაც მრჩება სათქმელი ან დასასრულებელი...მაგრამ დასასრული არც არასდროს მყვარებიიაა...არ მიყვარს რაღაცას სასრული რომ აქვს..ცხოვრება ხომ სასრულია?? მაგრამ სიკვდილის შემდეგ ხო არ ვქრებით არამედ უსასროლო ცხოვრებას ვიწყებთ...მაგრამ ჩვენი ცოდვებით და არაეკლესიურობით მოვხვდებით რომ სასუფეველში?მხოლოდ ამ კითვის უპასუხობის გამო მეშინია სიკვდილის...ჯოჯოხეთზე ფიკრიც კი მზარავს..
საიდან სადაოოო
რა თემაზე გადავედი ბოლოოს..
მაგრამ ეს პოსტიც სასრულია და მგონი დროა ბოლო წერტილიც დავსვა...
ნახვამდის ბლოგო და ძილინებისა :))))))
Thursday, October 8, 2009
ამოცანა რომელსაც ამონახსნი ვერ მოვუძებნე..
ეს ცოტა ოდენი შესავალი თორე ამოცანა რომელიც ამოსახსნელად დავალებაში მომცეს უარესია..
პირობა:
სამი დაქორწინებული წყვილი იმყოფება მდინარის ერთ ნაპირზე და მეორეზე უნდათ გადასვლა..ამ ალგორითმის შესასრულებლად გვაქვს ორი წინაღობა: პირველი ის არის რომ ნავი მხოლოდ ორ კაციანია და მეორე კი ის რომ ქმარი არავითარ შემთხვევაში არ ტოვებს ცოლს მარტოს სხვა კაცთან ერთად,არც ნავში და არც მეორე ნაპირას..კიდევ ერთი რაც უნდა გაითვალისწინო ამ ამოცანის ამოსახსნელად ის არის რომ როდესაც რომელიმე წყვილი გადავა ნაპირის ერთ მხარეს გემს უკან ვინმე უნდა წამოყვეს მეორე ნაპირას სხვა შემთხვევაში გემი ვერ მობრუნდება..
აი ასელი ალგორითმი შემხვდა რომლის ბიჯები და ამონახსნი ვერადა ვერ ვნახე..
დღეს ბილოლოგიის პრაკტიკულის შესვენებაზეც ვკითხე ხალხს და პირდაღებულები მიყურებდნენ...
არ ვიცი რა ან ჩემი ლექტორია დაქნეული ან ამ ამოცანას ამონახსნი არაა აქვს და უბრალოდ გვეკაიფება..
რაც მე ვიქრე ამაზეეე..გამისკდა თავი აღარ შემიძლია!!!!! :S:S:S:S:S:S:S:S
Sunday, October 4, 2009
ჩემთვის და არა მატრო ჩემთვის...
როდესაც დიდ ცვლილებეზე ვფიქრობდი ყველა განცდა ყველა დგრძნობა ერთმანეთში მეხლართებოდა..თან მინდოდა თან არა..ვერ წარმოვიდგენდი თუ ესე გამიჭირდებოდა სრულწლოვანება..თითქოს უფრო მეტი მომეთხოვება..
ადრე რაც მთავარი მეგონა ცხოვრებაში ეხლა თითქოს გაუფერულდა და დაკარგა თავისი მნიშვნელობა..
ალბათ ჩემზე უფროსი ამ პოსტს რომ წაიკითხავს იფიქრებს რადროს ამის წუწუნია,აბა მე რა უნდა ვთქვაო..მაგრამ გაითვალისწინე რომ ეხლა ზუსტად იმ პერიოდში ვარ ,როდესაც აღარც პატარა ხარ და არც დიდი..ანუ სადღაც შუაში ხარ და ვერ ხვდები თუ რა გელის..რატომ ხდება ამდენი ცვლილება და თუ ოდესმე შეეჩვევი..აბიტურიენტობა არა მარტო ეროვნულებისთვის მოსამზადებელი პერიოდი არამედ თითქოს ეს არის დრო ცოტა გონზე მოსასვლელი და დიდი ცხოვრებისთვისაც მოსამზადეებელი...
ხანდახან ისევ მიდებაა ცოტა ხანი მაინც ვიყო აბიტურიენტი..ხოო ვიციი ბევრი დეპრესია და ტირილი გადავიტანე მაგ პერიოდში მაგრამ ასევე ძალიან დიდი განათლება მივიღე...ისეთი თვალით შევხედე ლიტერატურას (ჩემი მასწავლებლის დამსახურებით) როგორც არასოდეს მეგონა..მენატრება ჩემი ინგლისურის მასწავლებელიც..საერთოდ მენატრება რა აბიტურიენტობა...მენატრება მაგრამ არ მინდა...ეროვნულებისას რაც ვინერვიულე იმის ნახევარი ცხოვრებაში არ მინერვიულია...
ახლა კი სულ სხვა მაქვს სანერვიულო..ხვალ ელექტრონიკა მაქვს და ვნახოთ რა რას ვიზავ..იქნებ ცხოვრების ეს ეტაპიც ისევე დავძლიო და მომენატროს როგორც აბიტურიენტობა ანადა თუნდაც სკოლა...ყველაფერს დრო გვაჩვენებს...
დრო დროზ ეჩქარა მიქროდააააა.....
ეს პოსტიი ეძღვნება კაპოს..
მიყვარხააარ ჩემოო მკითხველოოო :*:*:*:*:*:*:*
Saturday, October 3, 2009
HeRE CoMes ThE Sun..
ეს სიმღერა უცაბედად ამოტივტივდა ჩემს მოგონებაში და ძალიან მომინდა მოსმენა..თნ რაღაც განსაკუთრებულ კარგ ხასიათზე მაყენებს..თითქოს პოზიტიურ ენერგიით მამარაგებს და იმედს მაძლევს იმისა რომ საბოლოოდ თავს დავახწევ ამ საშინელ გრიპს და თამამად შევეგებები მზის ამოსვლას და ორივე ნესტოდან შევისუნთქავ ჰაერს..ხანდახან როგორ მინდა ცხვირი ცოტახანი მოვიძრო..
ოო ეს გაციებაა...აღარ შემიძლია,იმდენი კოლდრექსი დავლიე მაგრამ არავითარი შვება არ მაქვს..ჩაი და ლიმონზე ხო ლაპარაკი ზედმეტიააა..ნიორი კიდე არც კი გამახსენოოთ!!!ნაზივინის ბოლოშიც ჩავედი..კიდე არ ვიცი რომელ წამალს მივმართო რომ მალე გამომიყვანოს..თან ლექციებზეც უნდა ვიარო...მეზიზღება გრიპიიიიი!!!!!