ბავშობაში როდესაც დავინახავდი ჩემზე დიდ გოგოებს, რომლებიც ინსტიტუტში სწავლობდნენ,მათ ცხოვრებაზე ვნატრობდი..აი მეც გავიზრდები და მეც წავალ უნივერსიტეტში..გავიზარდე და დღეს პირველი დღეც მქონდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში..რომ დაუფიქრდე კიარადა საერთოდაც მხოლოდ აუდიტორიაში რომ შეიხედო,მიხვდები რომ ეს ის არ იყო რასაც მოველოდი..აიი მე მეგონა იქნებოდა რამე გრანდიოზული ანდაც რამე განსხვავებული ბოლოსდაბოლოს სკოლასთან შედარებით...პირველი რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს ეს არის მერხები,ოთახში კიდევ რაბავშვების მიერ შესრულეული პენტოგრამები (სატანისტური ნიშანი) და ყველასთვის ნაცნობი ჰიტლერის ნიშანი..დავდიოდი აქეთ იქით ჰოლში და ვფიქრობდი ნუთუ ამას ქვია უნივერსიტეტი?ხალხზე რა გითხრათ..მოდი არაფერს ვიტყვი..მაგრამ აიი ამინდიი..თითქოს გამიჩალიჩაო რაა...პირველივე დღეს გაყინული მოვედი..მთელი გზა იმაზე ვეცნებობდი სახლში როდის მივალ რომ გავთბე მეთქი..თან 7 საათზე მომიწია ადგომა და თვალები ისეთი ამოშავებული მქონდა თითქოს ვიღაცამ მცემაო.. გზაში კიდე ერთი და იგივე სიმღერას ვუსმენდი სულ,თუ ამ სიმღერას მოუსმენთ მიხვდებით როგორ ხასიათზე ვიყავიი..და თუ ვერა მაშინ გიკარნახებთ მეძინებოდა და თან ერთ სული მქონდა მივსულიყავი...ხოდა მოდი მეტს აგარც დავწერ..უბრალოდ რადგან პირველი დღე იყო იმიტომ დავწერე რააა...
Monday, September 28, 2009
Wednesday, September 23, 2009
MoVieS with LoTs Of SimILAriTy....
ალბათ გინახიათ ფილმები თითქმის ერთნაირი შინაარსის ან მსგავსი ამბებით..დამიჯერეთ ფილმების უმეტესობა ნანახი მაქვს და არაერთხელ დამიფიქსიერებია მათ შორის გინ პატარა მაგრამ მსგავსება...აი მაგალითად ორი განსხვავებული მსახიობების და განსხვავებული რეჯისორების გადაღებული ფილმი ერთი: My Sassy Girl და მეორე (500) Days of Summer
პერველი მსგავსება: ბიჭები რომლებსაც მოსწონთ უცნაური გოგოები
მეორე მსგავსება: არც ერთი გოგო არა მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის
მესამე მსგავსება და მთავარი (მგონი) :გოგოები ისე შორდებიან ბიჭებს რომ არ ეუბნებიან რატომ..
მეოთხე მგავსება კიდე მათი ქმედებებია ანუ გიჟობები რომლებსაც გოგოები აკეთებინებენ ბიჭებს..
დასასრულს რაც შეეხება ცოტა განსხვავებულებია.....
კიდე არის სამი ეგეთი ფილმი...ალბათ ყველას გინახიათ A WalK to Remember და გიტირიათ,ამის მსგავსია ასევე ფილმი Love Story საკმაოდ ძველი ფილმია და ახალი 2008 წლის ფილმი Keith .. თუ ეს სამივე ნანახი გაქვთ ალბათ ხვდებით თუ რა მგავსებაზე მაქვს ლაპარაკი..
პირველი: რა თქმა უნდა სამივე ფილმი ტრაგიკულ სიყვარულს ეხება
მეორე: სამივეში მთავარი გმირი ლეიკემიით იღუპება(მართალია აქედან ორ ფილმში კვდება გოგო ხოლო კეიტში კი ბიჭი)
მესამე:სამივე ფილმში შეყვარებულები სხვადასხვა წრეს მიეკუთვნებიან რაზეც ხშირად მოსდით კომფლიკტი..
მეოთხე: სამივე ფილმში ცოცხლად დარჩენილი თავარი გმირი ძალიან ლამაზ და დამაფიქრებელ სიტყვებს ამბობს სიყვარულზე (ჩემი ყველაზე საყვარელი მაინც იჩქარე შეიყვაროს ბოლოში რომ ამბობს: LOVe Is LiKe A wiNd,You Can'T always see It but you always feel It)
მეხუთე და ჩემთვის მთავარი: ყველა ამ ფილმის დასარულს ვიტირე...
სხვა ფილმების განხილვას ჩემს პოსტებში გავაგრძელებ...თქვენ თუ იცით ასეთი ფილმები ეგ მაინტერესებს....
Do NoT Do It aT HoMe!! or JuSt a StuPid ThinG wHiCh u WilL neveR dO....
ამ ბიჭის ვიდეოს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი და ბევრი ვიცინე..რა არ მოსდით ამ ხალხს თავში..თან ყველაზე ძალიან რაც მომეწონა გაფრთხილება რომელიც ამ ვიდეოს ეწერა :WARNING: As I said in the video, don't copy me. Some people have actually died doing this. No, really. If you do then I can't take any responsibility for your actions, but really, just don't do it....
ხოდა არ გირჩევთ გაიმეოროდ ანდა ნეტა ვინმეს მოუვა თავში ამის გაკეთების სურვილი???? :D:D
Sunday, September 20, 2009
წვიმა და ისევ წვიმა...
მაგრამ ეს მომეწონა:
* * *
აივნის კარი ღია მაქვს. წვიმს.
სიზმარში წვიმების ჩამესმის ბწკარი.
წვიმიდან წვეთ–წვეთ ვიპარავ ძილს.
წვიმს. მძინავს და ღია მაქვს კარი.
ოთახში ალბათ იღვრება წყალი.
თვალებში სიზმარი ჩამექცა ფერებად.
წვიმს. მძინავს და ღია მაქვს კარი,
რომელშიც შემოდის ზღვა ბედნიერება.
Saturday, September 19, 2009
ჩემი შემოქმედება...
Wednesday, September 16, 2009
მინდა მინდა მინდააააააა!!!!!!!!!!
ეს ფილმი სამწუხაროდ მხოლოდ ნოემრის 20 რიცხვში გამოდის მაგრამ იმდენად მომხიბლა ტრეილერმა რომ არ შემიძლია ერთი პოსტი არ დავუთმო...ნახეთ მგონი რაღაც განსაკუთრებულია...
Monday, September 14, 2009
პოსტი : არაფერზე თუ ყველაფერზე....
Friday, September 11, 2009
HaPpY and AcTivE
Tuesday, September 8, 2009
მხოლოდ ჩემითვის...
Sunday, September 6, 2009
ფსიქოლოგია..
რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს?საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".
ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა, მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად საუბარი მრავალი მიმართულებით წარმართოს, წარუმატებლობისათვის არის განწირული. მამაკაცს არ შეუძლია, საუბრისას რამდენიმე თემატურ ხაზს მისდიოს და ყველა, ვინც ასე იქცევა, უვიცად მიაჩნია. შეიბრალეთ მამაკაცები! ისინი რიგრიგობით საუბრობენ, რადგან ლაპარაკი და მოსმენა ერთდროულად არ ძალუძთ. იყავით თავშეკავებული და მომთმენი და მიეცით საშუალება, სათქმელი ბოლომდე თქვან.
საუბარი "ყველაფერსა და არაფერზე" წმინდა ქალური ფენომენია და ემსახურება გარკვეულ მიზანს: ასე ურთიერთობის მოგვარება უფრო იოლია, რადგან "არაფერზე" საუბარი არ იწვევს აგრესიას და კონფრონტაციას. მამაკაცები კი ბრაზობენ, როდესაც საუბარში არ იგრძნობა ლოგიკა და მკაფიო მიზანი. მათი აზრით, ქალებმა თავადაც არ იციან, რას ამბობენ. ეცადეთ, მამაკაცთან საუბრისას ზუსტად ჩამოაყალიბოთ საუბრის თემა. ამგვარი მიდგომა ეპასუხება მამაკაცის ლოგიკას, მისი ტვინის სტრუქტურას და საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა.
ქალი სიტყვებს თვითგამოხატვისთვის იყენებს, ამიტომ მისთვის ისინი ერთგვარ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მამაკაცი კი სხვანაირად არის მოწყობილი, ამიტომ იშვიათად აღიქვამს სერიოზულად ქალურ რისხვას "აღარ დაგელაპარაკები!" მეტიც - ქალის სიჩუმე მისთვის ჯილდოა, დასვენების შანსია. ასე რომ, როგორც არ უნდა გინდოდეთ რაიმე ამბის მოყოლა, პირის გაღებას ნუ იჩქარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი სასჯელის მნიშვნელობას ვერ იგრძნობს.