Sunday, February 6, 2011

გალაქრიონ ტაბიძე ..მთაწმინდის მთვარე


ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
მდუმარებით შემოსილი შეღამების ქმნარი
ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით
მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
ჯერ არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
აქ ჩემს ახლოს მოხუცის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
აქ მწუხარე სასაფლაოს ვარდით და გვირილით,
ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული...
ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული...
და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად,
ოღონდ ვთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,
თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან დამდე ფრთები,
და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები;
თუ სიკვდილის სიახლოვე როგორ ასხვაფერებს
მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებს და ჩანჩქერებს,
თუ როგორ ვგრძნობ,
რომ სულისთვის, ამ ზღვამ რომ აღზარდა,
სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა;
რომ ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე,
რომ არასდროს არ ყოფილა ასე ჩუმი ღამე.
რომ, აჩრდილნო, მე თქვენს ახლო სიკვდილს ვეგებები,
რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი...
ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი

Saturday, February 5, 2011

******


გონება არეული გრძნობების გირაბში

მთელი ცხორება თვალწინ გვიდგება

გონება არეული,სხვის კალთაში

ვეძიებით სიმშვიდეს და ცხონებას..

ქოლგით ხელში,წვიმის წვეთს ვიცდენთ,

და არ ვსველდებით,

ქოლგით ხელში გრძნობებს ხომ ვერ დაემალები ?

ბედის წიგნში ალბად ასე ეწერა:გაჩნდითო და ერთმანეთი აწამეთ...


თუ ავლიე სევდიანი აღმართი,
ქარი რძისფერ დარაბებს,რომ არხევს
თუ ღამდები სამუდამოდ დაღამდი;
მე ხომ ყველა განთიადი ვნახე...

ნისლში ტირის სევდიანი ეწერი,
თუ შენ არხევ მაგ ჯადოსნურ წამწამებს
ბედის წიგნში ალბად ასე ეწერა:
გაჩნდითო და ერთმანეთი აწამეთ...

კაცისთვის ქალი მხოლოდ ქალია,ქალი კი კაცში სასწაულს ეძებს


ალბად დაგკარგავ და ის დღე ჩემთვის
აუწერელი იქნება ენით...
ვიცხოვრებ შენთან შეხვედრის შიშით...
ეჭვით, წვალებით, ლოდინით, თმენით...

შენ შორს იქნები ვერ დაგაბრუნებს
უკანასკნელი დაქნევა ხელის..
კაცები მუდამ სადღაც მიდიან,
ქალი კი ზის და სასწაულს ელის...

ჩვეულებრივი იქნება ის დღე...
ჩვეულებრივზე უაზროც იქნებ...
კაცისთვის ქალი მხოლოდ ქალია...
ქალი კი კაცში სასწაულს ეძებს

Sade - No Ordinary Love