Monday, January 31, 2011

Say NO! to Drama ...


თითქოს საუკუნე გავიდა რაც აქ არ დამიწერია,უკვე მერავდენედ ვახსენე ეს წინადადება ჩემს ბლოგზე თვლა ამერია.. : ))

ალბათ ყველაფერს თავისი დრო და აზრი აქვს.. როგორც ჩემს ბლოგს..


რისგან შედგება გოგოს ცხოვრება? მეგორები,ბიჭები და დრამა.. აი ეს არის ჩემი და დარწმუნებული ვარ ჩემი სქესის ცხოვრების თანამგზავრი..

ბოლო სიტყვა განსაკუთრებით მაფიქრებს..ნუთუ გვინდა რომ ასე ვიცხოვროდ..

თითქოს ჩვენთვითონ ვეძებთ დრამას,ვირთულებთ ცხოვრებას და მერე ყველაფერს საწინააღმდეგო სქეს ვაბრალებთ?

არა რათქმაუნდა მე იმის თქმა არ მინდა,რომ მარტო ჩვენი ბრალია ყველაფერი,უბრალოდ ხანდახან არ გიფიქრიათ იმაზე,თუ რამდენად იოლი იქნებოდა ჩვენი ცხორება დრამის გარეშე?

ასე ლაითად რომ შეხედო ცხოვრებას... იყო პირდაპირი და არ გეშინოდეს რომ ვინმეს ამით რამე ზიანს მიაყენებ ? იქნებ ხანდახან ჩვენ თვითონ ვაყენებთ ჩვენს თავს ტკივილს,ანუ გმოდის რომ რაღაც მხრივ მაზოხისტებიც ვართ?

საერთოდ იქნებ ღირს ცხოვრებაში ერთხელ დაფიქრდე,გაანალიზო და მიხვდე რომ მელოდრამა მხოლოდ ფილმეშია დახვეწილი..რეალურ ცხოვრებაში ყველაფერი უფრო რთული და არასასიამოვნოა.. დღის რჩევა : ვეცადოთ თავი დავაღწიოთ დრამებს ანუ ერიდეთ გრძნობებს... : )) აი მაგისთვის რამდენად ვარ მზად არ ვიცი იმიტომ რომ,ყველაზე აშკარა პესიმისტსაც კი გულის კუნჭულში სჯერა რომ მეორე ნხევარი არსებობს : )

Wednesday, January 5, 2011

******************


******Snow*****
Snowing slowly throw my soul
catching snowfall to feel more
Frezing seems to be the way
ill forget u then someday..
Sky is pink and almost red
why do i so still care?
Snow promises the white
that will help me to provade..
Let u go is my right way
u were cold and left away..
I might feel this emptyness but
snow will help me to live the life...

Tuesday, January 4, 2011


გონება გათიშე,მოადუნე ყველა კუნთი,თვალები დახუჭე და გადაეშვი სიზმრებში...

ძილი,ყველასთვის ერთია? ზოგი მალევე იძინებს,ზოგს კი მთელი თავისი ძალა და დრო სჭირდება რომ დახუჭოს თვალი და დაიძნოს...

რა გვიშლის ხელს ძილში? ყველას სხვადასხვა პასუხი ექნება ამ კითხვაზე,ზოგი ყავას დაბრალებს,უმეტესობა ახალ გაჩენილ პრობლემებს,იქნება ის ნაწილიც რომელსაც საერთოდ არ ესმის რატო არ ეძინება..

გონება ისეთი რთული რამეა,რომ მეცნიერები მას ბოლომდე ვერ ჩასწვდებიან,რადგან თვითონ ტვინი არ მისცემს ამის საშუალებას...შეიძლება აუცილებელიცაა ზოგიერთი კითხვა პასუხგამუცემელი დარჩეს,ხოლო ზოგიერთი ოცნება,თუ ჩანაფიქრი აუცხდენელი...

რადგან არაფერი ხდება უბრალოდ,ყველაფერს თავისი დანიშნულება და აზრი აქვს...იქნება ეს ჭკუის სწავლება,თუ უბრალო შემთხვევა...

ყველაფერს დანახვა უნდა...უმნიშვნელო შემთხვევა მნიშვნელოვანია იქნებ?

ისე ძილი,მართლა აუცილებელია..მიუხედავად ასეთი პრობლემებისა,ძილის მიმართ,მაინც მიყვარს.. ისე შეიძლება ეს პრობლემებიც ისევ ჩემი ბრალია.... უძილობა ხომ მძიმე რამეა...

Saturday, January 1, 2011

ახალი წელი და ალკოჰოლი..


ამ წლის პირველი პოსტი და ისიც ღამის 5 საათზე.. მალე ბედობა დღე გათენდება.. მე კიდე პახმელიიდან გამოსულს არადა არ მეძინება.. დღეს ძალიან გადავაჭარბე სიმთვრალის საზღვარს.. და თავს შევპირდი რომ აღარ დავლევ.. არ მიღის ასეთი პახმელიის ფონზე... : ))

ისე ოდესმე გიფიქრიათ რა სარგებლობა მოაქვს ალკოგოლს? გემო არც თუ ისე სასიამოვნო,შედეგზეც შეიძლება იგივე ვთქვათ,მაგრამ ჩვენ მაინც იმ მომენტის ხათრით,რასაც მე შეზარხოშებას ვუწოდებ,მაინც ვსვავთ..

ქართველი კაცები მაგალითად,აუცილებელია კაცმა დალევა იცოდეს,სუფრას გაუძღვეს,თითქოს ამით კაცობასაც ამოწმებენ.. მერე იმიტომაა დიდი მუცლები და წნევები აწუხებთ.. მაგრამ როცა სვავ მაგაზე სულ არ ფიქრობ.. : ))