Thursday, December 30, 2010

New Year... : )


მიილია ესეც ჩვენი 2010 წელი.. იხედები უკან და ამჩნევ რომ გქონდა შანსი,სულ სხვანაირად გაგეტარებინა ეს წელიწადი...უშვებ იგივე შეცდომებს,რასაც თავს დაპირდი რომ არ დაუშვებდი, მაგრამ ადამიანებს ჩვევაში გვაქვს უკვე,არავინაა შეუცდომელი..

იყურები მომავალში და სადღც გულის კუნჭულში გჯერა,რომ დამდეგი,რადიკალურად განსხვავებული იქნება.. აღარ მიაყენებ თვითონ შენ საკუთარ თავს ტკივილს.. აღარ დაგჭირდება "ღრმულების" ამოვსება და ბოლოს და ბოლოს გააკეთებ იმას,რაც გინდა ჩაფიქრებული გაქვს დიდი ხანია მაგრამ ვერ ბედავ..

შარშანაც სადღაც ამ დროს დავწერე პოსტი,რომელიც არ გამოირჩევა ოპტიმისტობით..მაგრამ იმის მერე იმდენი რამე შეიცვალა,ანდა ვის ვატყუებ დიდად არაფერი შეცვლილა..

შემდეგმა წელმა იქნებ მაინც გაამართლოს იმედები.. მაგრამ რა გითხრათ რით გაგახაროთ?

Wednesday, December 29, 2010

Feelings,Lost Empty feeling,Coming Down Like a Waterfall...


უამრავი ბლოგი არსებობს,სხვადასხვა თემებისთვის მიძღვნილი.. ყველას თავისი დანიშნულება,საბაბი ანუ მიზანი გააჩნია.. მაგრამ აი ჩემს ბლოგს რა მიზნი აქვს ნამდვილად არ ვიცი.. ალბათ უბრალოდ ვერთობი და აზრებს თავიდან ვაფრქვევ.. : ))


რამდენად აუცილებელია გაახმოვანო ის რასაც გრძნობ?

რაც წამოვიზარდე იმის მერე მესმის რომ რაც უფრო დამალავ იმას რასაც გრძნობ მით უფრო მოიგებ(გამონაკლისებიც არსებობს)..

არ ღირს ადამიანს ესე უბრალოდ გადაუშალო გული.. რაც არ უნდა ახლობელი ჩანდეს იმ დროს ან იმ წუთას,უნდა გახსოვდეს რომ არის იმის უდიდესი შანსი,მან დაკარგოს ეს დანიშნულება..და რაც შენ შენივე დაუდევრობით გაუმხილე ზუსტადაც შენს საწინააღმდეგოთ მოაბრუნოს...

ამიტომ რაც არ უნდა იყოს ჯობია დაგრჩეს შენ.. შექმენი რაღაც კუთხე შენს სამყაროში,დღიურივით და ჩაყარე შიგ ყველაფერი რასაც გრძნობ დაადე კლიტე.. მაგრამ გასაღები არ დაკარგო,რა იცი რაშ გამოგადგეს..?

Friday, December 24, 2010

გული,ცეცხლი,რომანტიზმი.. : )


გუშინ სამწუხაროდ ცოტათი გვიან აღმოვაჩინე,რომ ჩემი კორპუსის გვერძე ვიღაცას ცეცხლი დაუთია,გულის ფორმის.. (თურმე სერენადებიც ყოფილა,მაგრამ ეს ჭორის დონეზე ვიცი, არ მოვსწრებივარ)..
სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ვიცი ვის მიუძღვნეს... ერთია ნათელი რომ მე არა : ))
წაროგიდგენიათ თქვენი თავი,ვიღაც გირეკავს და გეუბნება ფანჯრიდან გაიხედე,იხედები და აგიზგიზებული გულს ხედავ.. ზოგი ამას უკვე გოიმობათაც ჩათვლის (ნუ ალბათ იმაზეა დამოკიდებული ვინ მოგიძღვნის...)
რომანტიზმი და 21 საუკუნე.. რაღაც შეუთავსებელია არა? თითქოს ყველაფერი მოჩვენებითი და მხოლოდ მიზნისთვის ხდება..სადღაც შეიძლება ჩაითვალოს სიყვარულიც უფასურდება... ისე ადვილად ხმარებონ ამ სიტყვას რომ რაღაც მოწიწებაც კი დამეკარგა მის მიმართ..
მე შენ მიყვარხარ... რამდერჯერ გითქვამთ ეს სიტყვა მიუხედავად იმისა რომ არ გძნობდით? მე არცერთხელ... არ მიყვარს ტყუილი და უაზრო ლაყბობა.. მე როცა მითქვია მიგვრძვნია,ან თუ არ მიგვრძნია დარწმუნებული მაინც ვიყავი რომ ვგრძნობდი.. :)))

Friday, December 17, 2010

Hole....


მიჩვეულხართ რაღაცას ისე ძალიან,რომ თითქოს სხეულის შიგნით რაღაც ნაწილზე განიცდის დიფუზიას და იკავებს საკმაოდ დიდ სივრცეს..თავიდან ვერც კი მაჩნევ,როგორ უნებლიედ ხდება..

შემდეგ როდესაც როგორც პლასტერს,ძალიან სწრაფად,მოიშორებ მას მიყვება სხეულის ის ნაწილი,რომელზეც განიცადა დიფუზია,და რჩები დიდი უსწორმასწორო ხვრელით.. გინდა რამე გააკეთო რადგან ეს ხვრელი დაფარო,ყველაფისთვის მზად ხარ,ოღონდ ისევ მთელი იყო..და აქ უშვებ მეორე შეცდომას,ცდილობ გადაეჩვიო და ამავდროულად სხვა რამეზე გადაიტანო ყურადღება..ეჩვევი "ახალ ხილს" რომელიც დიდად არ განსხვავდება ძველიდან..რაღაცით მოგაგონებს და შენი "ხვრელი" ნაწილობრივ ნელ–ნელა იფარება,მაგრამ იმას ვერ ამჩნევ რომ ეს რამ იმ ხვრელის დაფარვასთან ერთად (რასაც ბოლომდე მაინც ვერ აკეთებს),გვერდითაც მიდის და უფრო მეტ ტერიტორიას დიფუზიის გზით იკავებს...

ბოლოს როდესაც ამასაც უაცრად მოიშორებ,ამჩნევ რომ უფრო დიდი ღრმული რჩები,ვიდრე მანამდე იყო..და ასე სიცარიელეში იწყენ... ხვდები რომ აღარანაირი აზრი არ აქვს ასეთ ქმედებას და ცხოვრებას ნაკლებათ მთელი,"ღრმულიანი" თვალით უყურებ და არ იმჩნევ არაფერს....

Sunday, December 12, 2010

ცხოვრება ერთ დღეში...


რა მოხდებოდა რომ ჩვენი ცხოვრება მხოლოდ ერთი დღისგან შედგებოდეს?..
ერთი დღე არსებობისთვის.. მთელი 5 ან 10 წელი რომ შეიძლებოდეს მხოლოდ ერთ საათში ჩაატიო..
წარმოგიდგენიათ მაშინ როგორ დავაფასებთ ყოველივე წამს,წუთს და საათს.. ყველაფერს სხვაგვარად შვეხედავდით..
რა მარტივი იქნებოდა ურთიერთობები,მეგობრობა,სიყვარული,პატივისცემა...
მაგრამ მხოლოდ ერთ დღეში როგორ უნდა ჩაატიო ის უსაღვრო გძნობები...როგორ მოასწებ:შეიყვარო,შეიძულო,დაშორდე..გრძნობდე ყოველივეს მხოლოდ ერთი საათით?
"ცხოვრება ერთ დღეში" ფილმი ორ ადამიანზე რომელიც უარს ამბობს მხოლოდ ერთ დღიან ცხოვრებაზე,რათა განიხანგრძლივონ თავისი გრძნობები,განცდები და ემოციები.. ამ ერთი შეხვედვით უაზრო,ფილში გამოხატულია სიყვარული..არარეალურად ლამაზი,მაგრამ დღესდღეობით დამახინჯებული...

დათმეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის რომ მათი ურთიერთობა მხოლოდ ერთი დღით არ შემოსაზღვრულიყო..
მთელი ფილმის მოყოლას არ ვაპირებ.. უბრალოდ დასასრული იყო საოცრად თბილი,ემოციური,ამაღელვებელი... სიყვარული თუ არსებობს,მაშინ ალბათ ასეთი უნდა იყოს...

Thursday, December 2, 2010

უბრალო დღე.. ყოველდღიური ცხოვრებიდან..


ზამთრის მეორე დღე.. ჩემდა გასაკვირად თბილი..

დღევანდელი დღე საკმაოდ პროდუქტიული,დაძბული,მოწყენილი (ცრემლებიც იყო ოღონდ ჩემი არა) და ნორმალური გახლდათ...

გავაკეთე ის რასაც ყოველ ხუთშაბათს ვაკეთებ ხოლმე...

ხვალეც ალბათ არ ვუღალატებ ტრადიციას და იგივე დღეს გამოვივლი,როგრსაც ყოველ პარასკევს გავდივარ...

იცით დღეს კინაღამ მანქანამ დამარტყა... მაგრამ "კინაღამ" არ ითვლებაო,ხოდა მოდით არც ჩვენ ჩავთვალოდ რამედ ეს ინციდენტი...

იცოდით რომ: ზამთარი ჩვენ კარგი ამინდებით გვათამამებს,ევროპა კიდე მიაქვს თოვლს და სიცივეს..

ხოდა ადგეს და მიეყინოს "ის" წიგნებს : )) მე კიდე თბილად გავატარებ დეკემბერს...

რა უცნაურია... იის .. : ((

ნეტა ჩემი დაქალივით შემძლოს გავიღვიძო დაფიქრდე და მივხვდე რომ.... : )))

უჰჰჰ... : )))

if only....

ახლა კი არივედერჩი, არევუა :))