Saturday, November 28, 2009

დელფინები განსაკუთრებულ თევზები,ნუთუ არიან ასეთი მობრყობის ღირსები??


გუშინ გვიანობამდე არ მეძინებოდა და ამიტომ გადავწყვიტე ძილის წინ ცოტა ტელევიზორისთვისაც მეყურებინა..შემთხვევით პირველ არხზე წავაწყდი გადაცემას რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახინა ჩემზე..არასდროს ვიფიქრებდი, რომ ადამიანი ამ დონემდე სისატიკეს გამოიჩენდა ამ სათუთი და ჩემთვის საყვარელი არსების მიმართ..დელფინები,ხომ ჩვეულებრივი თევზები არ არიან..მათი აზროვნება უფრო მაღალ საფეხურზეა და რაც მთავარია მათ დედაშვილურ და ოჯახური გრძნობები გააჩნიათ (რაც ზოგიერთ ადამიანსაც კი არ აქვს)
ვერ ვხდები თუ რატომ,რისთვის ხოცავენ მათ ასე არაადამიანურად,დაუნდობლად და წამებით...
ათაგვარი განცდა და აზრი ამერია ერთმანეთში ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ..ჯერ კიდევ ვერ დამილაგებია და არც შემიძლია წესივრად გადმოგცეთ რასაც ვგრძნობდი როდესაც ვუყურებდი..
არ ვიცი რაღა დავამატო, თქვენთვითონ ნახეთ და მიხვდებით რაზეც მაქვს ლაპარაკი..

Monday, November 23, 2009

”ყველაფერი სტივის შესახებ” ცუდია თუ ორიგინალური??

ფილმების დიდ მოყვარული ვარ და თუ რომელიმე ძალიან მომეწონა არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო...მაგრამ ამ შემთხვევაში დასასრულმა დიდად არ მომხიბლა. ”ყველაფერი სტივის შესახებ” ამ ფილმის ტრეილერი ვნახე ზაფხულში და იქიდან მოყოლებული ველოდებოდი სადმე, რომ გამოჩენილიყო და აიი მოვიდა ის სანატრელიი დროც და დაიდო www.gom.ge ზე...  გადმოწერას ორ საათზე მეტ ხანს მოვუნდი (სამწუხაროდ  files.ge -ზე იყო ატვირთული)..ბოლოს მოვაბი თავი მივატოვე ჩემი კალკულუსის წიგნი (რომელიც მხოლოდ ორიი საათი მქონდა გაშლილი და ვმეცადინეობდი) და ჩავუჯეკი...დაქალმა უყურა ჩემამდე და მითხრა დებილობა იყოო..ხოდა მაინნტერესებდა რატო არ მოეწონა-მეთქი..ადვილად საყურებელი და კომედიური ჯანრის ფილმია,ყველაფერი კარგადაა, მაგრამ რატომღაც აკლდა ამერიკული ჰეფი ენდი..ანუ გოგოს უყვარს ბიჭი და ბოლოში ბიჭსაც იგივე გრძნობები უჩდება..

ზუსტადაც ამას მოველოდი და უკვე ერთი სულიც მქონდა,მაგრამ რავიცი რა საერთოდ ვერ გავიგე რატო არ მოეწონა იმ ბიჭს?? ნუ რაც არის არის..იქნებ ზუსტადაც მაგიტომაა ეს ფილმი განსაკუთრებული,ანუ მას არ აქვს ბანალური ჰეფი ენდი..გააჩნია ვინ როგორ შეხადავს...

გირჩევთ ნახოთ და შემდეგ თქვენ თვითონ შეაფასეთ... აი ეს ტრეილერი  და აქვე ლინკი რათა გადმოიწეროთ და თავად შეაფასოთ





funny??? NOT FuNNY!!! :D:D

well if u know little bit english then ull understand why this kid is so scared..but its not blood its olny something that baby is drinking... soo take a look and have a lot fun as i had.. :D:D:D really funny 


Saturday, November 21, 2009

პოსტი სათაურის გარეშე...

მემჩნევა ალბათ რომ ცოტა მოვეშვიი,ერთი ახალი ამბავი მაქვს :))

კოლოქვიუმები ერთი კვირით გადაიდო,ხოდა დამეწყო ისევ ზარმაცობის სინდრომი,ეხლა დროც მაქვს და კონსპექტებიც და ხვალე (თუ ზარმაცობა ისევ არ ჩაერევა) ყველაფერს ვიზავ იმისთვის რომ არც ერთი საგანი არ შემეტენოს..
როგორც ყოველთვის ამასაც ცოტა სკეფტიკურად ვუყურებ (ეროვნულების დროსაც ეგრე მჭირდა ესე მეგონა ვერ ჩავაბარებდი),მაგრამ თუ ცხოვრების ეგ ეტაბი გამოვიარე და დავძლიე ამასაც რამეს ვუზავ (იმედია)...
ისე რა უცნაურია ადამიანზე როგორ მოქმედებს კომპლიმენტი..დღეს კომპიუტერულ უნარ ჩვევებზე წავედი იმ განწყობით რომ კარგად არ გამოვიყურებოდი (ნუ ვინც ძალიან კარგად მიცნობს მიხვდება რატომ), მაგრამ შემხვდა ჩემი ჯგუფელი გოგო,შემომხედა და ”ვაუუ თააამ დღეს რა მაგარ ფორმაში ხარ”...მეთქი მოიცათ სარკე მომეცით უნდა ვნახოო..
აი იქვე სარკე და ვააააა,მართლაც რა კარგ ფორმაშიი ვყოფილვარ,აქამდე რატომ ვერ ვაჩნევდი???
ამის მერე თქვენ უნდა გენახათ რა კარგ ხასიათზე დავდექი,გაგეცინებათ ალბათ მაგრამ სიმართლეა,როცა თავს ლამაზად გრძობ,მართლაც მშვენივრად გამოიყურები...კომპლიმენტები კიდე ხელს გიწყობენ..ამიტომ არ მოგერიდოთ და აგრძნობინეთ ყველას რომ მშვენივრები არიან (ნუ თუ იმ ადამიანთან კარგად ხართ,თორე სხვა შემთხვევაში იფიქრებს მატყუებსო :)) )
ხოდა თვის მთავარი თემა:
ქორწილში მივდივარ,ჩემი ბიძაშვილის..მაგრამ მაქვს ერთი უდიდესი და ჩემთვის ყოველდღიური პრობლემა (გოგოები აშკარად უკვე მიხდენენ) რა ჩავიცვა?? :)))
ისე როგორი უცნაური არსებაა ადამიანი,გუშინ გამოცდებზე ვფიქრობდი დღეს იმაზე თუ ქორწილში რა ჩვიცვა :)))
ეხლა ქარის ზუზნის ისეთი ხმა შემოდის,ალბათ ხვალე ეციება....ფარდასაც კი არხევს..მდააას ეხლა საშინელებათა კინოში რამე ჩამოვარდებოდა ან გაიჩხაკუნებდა...დამიჯერეთ ბევრი მაქვს ნანახი...
ხოდა ასეთ ნოტაზე ვამთავრებ ჩემი გამოშვების ერთ-ერთ სკეპტიკურსა და სუპერნატურალ :)) გამოშვებას...
ლოლ წავედი..უკვე ღამის სამი საათიაა...ძილინებისა :*:*:*

Friday, November 20, 2009

პირველი კოლოქვიუმები ანუ სასოწარკვეთილი სტუდენტის დღიურები..

ჰოიიი ჩემო საყვარელო ბლოგო,როგორ მომენატრა ბეჭვდა ჩემი ბრძნული აზრების ფრქვევა..
მაგრამ ვაი და რომ დრო არ მაქვს ხოლმე..როგორ მშურს იმ უდარდელი ხალხის ვინც სულ არ ნერვიულობს კოლოქვუმების წინ..
აი მომიახლოვდა და მოვიდა ჩემი პირველი კოლოქვიუმები,ეჰჰ რა დრო იყო საკონტროლოებისთვის მამაპაპური შპარგალკები რომ მქონდა ხოლმე მომზადებული :)) ბოლოს ისე დავოსტატდი მათ წერაში რომ მეთვითონ ძლივს ვხედავდი ისე წვრილად ვწერდი..
ახლა რათ მინდა შპარგალკა? არც ის ვიცი რა მოვა და ნამდვილად ვერ გამოვიყენებ,დაჭერის შემთხვევაში არ ქნება მერე უიი მაას მაპატიეთ აღარ ვიზავ.. :)))
არც თუ შესაშური მდგომარეობა მაქვს,მართალია არც ერთი ლექცია გამიცდენია და ხნდახან ვმეცადინეობდი კიდევაც,მაგრამ აი თეორიულში რა უნდა ვქნა?? ოჰიი საოცრებავ ნეტა ნიმუშები მაინც მქონდეს..
აი ჩემი პირველი კოლოქვიუმების ცხრილი:
პირველი 24 ნოემბერს; 9:30 მაქვს იმ საგანში რომელიც ყველაზე ძალიან მესინია,ეს არის დაპროგრამება..
მეორე მაქვს 25 ნოემბერს 14:00 ,მართალი რომ ვთქვა გეოგრაფიის არ მეშინია დავიზეპირებ 5 თემას ბოლოს და ბოლოს..
მესამე 26 ნოემბერს 9:30 მაქვს წრფივ ალგებრაში და ანალიზურ გეომეტრაში..თვით სახელიც შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ თჲ საბუნებისმეტყველოზე არ სწავლობთ ..
მეოთხე 27 ნოემბერს 9:30 კალკულუსში,ვაი ვაიიიი
ხოლო ბიოლოგიაში (უარესი ვაი 19 საკითხი მაქვს სასწავლიიი) 30 ნოემბერს 9 საათზე

Monday, November 16, 2009

ტელეღიპუცები- ანუ ბიძინას საყვარელი სიმღერა



რაც არ უნდა უცნაური მოგეჩვენოთ ჩემ დის შვილს რომელიც 11 თვისაა სიგიჟემდე უყვარს ეს მიღერა და ყოველ ჩართვაზე დიდ სიხარულს და სიამოვნებას განიცდის ..ერთი დაგანახათ მისი გამოშტერებული მაგრამ ძალიან მხიარული გამომეტყველება..მართალი რომ ვთქვა მეც ძალიან ბევრს ვიცინი ამ ვიდეოს ყურებისას მართლაც რა სასაცილოებიი არიააან თან ბავშობას მახსენებეეენ..ოღონდ ჩემს დროს ზოლიანი ბანანებიი იყო..დილით სკოლაში წასვლის წინ ყოველთვის ვუყურებდი და მაგრად დავცინოდი... აბაა აბაა რა დრო იყო როცა ყველაფერი დიდი გეჩვენებოდა ძალიან შორეული და მიუწვდომელი...კაი დავხუროთ ამ პოსტით ეს თემა საერთოდ..და რადგან აღარასდოს მივუბრუნდებით აი ამ ვიდეოსაც გაგახსენებთ..თუ რათქმაუნდა რუსულ გადაცემებზე ხართ გაზრდილი როგორც მე უცილებლად იცნობთ რადგან ესეთი რამ მახსოვრობიდან ადვილად არ იშლება... ხოდა მოდი საბოლოოდ დავსვათ წერტილი... უბრალოდ უყურეთ!!!