Monday, September 28, 2009

პირველი კურსელის პირველი დღე ჯავახიშვილში...

ბავშობაში როდესაც დავინახავდი ჩემზე დიდ გოგოებს, რომლებიც ინსტიტუტში სწავლობდნენ,მათ ცხოვრებაზე ვნატრობდი..აი მეც გავიზრდები და მეც წავალ უნივერსიტეტში..გავიზარდე და დღეს პირველი დღეც მქონდა ჯავახიშვილის უნივერსიტეტში..რომ დაუფიქრდე კიარადა საერთოდაც მხოლოდ აუდიტორიაში რომ შეიხედო,მიხვდები რომ ეს ის არ იყო რასაც მოველოდი..აიი მე მეგონა იქნებოდა რამე გრანდიოზული ანდაც რამე განსხვავებული ბოლოსდაბოლოს სკოლასთან შედარებით...პირველი რაც ყველაზე ძალიან არ მომწონს ეს არის  მერხები,ოთახში კიდევ რაბავშვების მიერ შესრულეული პენტოგრამები (სატანისტური ნიშანი)  და ყველასთვის ნაცნობი ჰიტლერის ნიშანი..დავდიოდი აქეთ იქით ჰოლში და ვფიქრობდი ნუთუ ამას ქვია უნივერსიტეტი?ხალხზე რა გითხრათ..მოდი არაფერს ვიტყვი..მაგრამ აიი ამინდიი..თითქოს გამიჩალიჩაო რაა...პირველივე დღეს გაყინული მოვედი..მთელი გზა იმაზე ვეცნებობდი სახლში როდის მივალ რომ გავთბე მეთქი..თან 7 საათზე მომიწია ადგომა და თვალები ისეთი ამოშავებული მქონდა თითქოს ვიღაცამ მცემაო.. გზაში კიდე ერთი და იგივე სიმღერას ვუსმენდი სულ,თუ ამ სიმღერას მოუსმენთ მიხვდებით როგორ ხასიათზე ვიყავიი..და თუ ვერა მაშინ გიკარნახებთ მეძინებოდა და თან ერთ სული მქონდა მივსულიყავი...ხოდა მოდი მეტს აგარც დავწერ..უბრალოდ რადგან პირველი დღე იყო იმიტომ დავწერე რააა... 


Wednesday, September 23, 2009

Hamster

MoVieS with LoTs Of SimILAriTy....

ალბათ გინახიათ ფილმები თითქმის ერთნაირი შინაარსის ან მსგავსი ამბებით..დამიჯერეთ ფილმების უმეტესობა ნანახი მაქვს და არაერთხელ დამიფიქსიერებია მათ შორის გინ პატარა მაგრამ მსგავსება...აი მაგალითად ორი განსხვავებული მსახიობების და განსხვავებული რეჯისორების გადაღებული ფილმი ერთი: My Sassy Girl და მეორე (500) Days of Summer 

პერველი მსგავსება: ბიჭები რომლებსაც მოსწონთ უცნაური  გოგოები

მეორე მსგავსება: რც ერთი გოგო არა მზად სერიოზული ურთიერთობებისთვის

მესამე მსგავსება და მთავარი (მგონი) :გოგოები ისე შორდებიან ბიჭებს რომ არ ეუბნებიან რატომ..

მეოთხე მგავსება კიდე მათი ქმედებებია ანუ გიჟობები  რომლებსაც გოგოები აკეთებინებენ ბიჭებს..

დასასრულს რაც შეეხება ცოტა განსხვავებულებია.....

კიდე არის სამი ეგეთი ფილმი...ალბათ ყველას გინახიათ A WalK to Remember და გიტირიათ,ამის მსგავსია ასევე ფილმი Love Story საკმაოდ ძველი ფილმია და ახალი 2008 წლის ფილმი Keith .. თუ ეს სამივე ნანახი გაქვთ ალბათ ხვდებით თუ რა მგავსებაზე მაქვს ლაპარაკი..

პირველი: რა თქმა უნდა სამივე ფილმი ტრაგიკულ სიყვარულს ეხება

მეორე: სამივეში მთავარი გმირი ლეიკემიით იღუპება(მართალია აქედან ორ ფილმში კვდება გოგო ხოლო კეიტში კი ბიჭი)

მესამე:სამივე ფილმში შეყვარებულები სხვადასხვა წრეს მიეკუთვნებიან რაზეც ხშირად მოსდით კომფლიკტი..

მეოთხე: სამივე ფილმში ცოცხლად დარჩენილი თავარი გმირი ძალიან ლამაზ და დამაფიქრებელ სიტყვებს ამბობს სიყვარულზე (ჩემი ყველაზე საყვარელი მაინც იჩქარე შეიყვაროს ბოლოში რომ ამბობს: LOVe Is LiKe A wiNd,You Can'T always see It but you always feel It)

მეხუთე და ჩემთვის მთავარი: ყველა ამ ფილმის დასარულს ვიტირე...

სხვა ფილმების განხილვას ჩემს  პოსტებში გავაგრძელებ...თქვენ თუ იცით ასეთი ფილმები ეგ მაინტერესებს....

Do NoT Do It aT HoMe!! or JuSt a StuPid ThinG wHiCh u WilL neveR dO....

ამ ბიჭის ვიდეოს სრულიად შემთხვევით გადავაწყდი და ბევრი ვიცინე..რა არ მოსდით ამ ხალხს თავში..თან ყველაზე ძალიან რაც მომეწონა გაფრთხილება რომელიც ამ ვიდეოს ეწერა :WARNING: As I said in the video, don't copy me. Some people have actually died doing this. No, really. If you do then I can't take any responsibility for your actions, but really, just don't do it.... 

 ხოდა არ გირჩევთ გაიმეოროდ ანდა ნეტა ვინმეს მოუვა თავში ამის გაკეთების სურვილი???? :D:D

Sunday, September 20, 2009

წვიმა და ისევ წვიმა...

წვიმის დროს რაღაც მელანქოლიურ უცნაურ ხასიათზე ვდგები,მე თვითონაც არ ვიცი რატო მიყვარს ბუნების ეს მოვლენა..მიყვარს როცა სახლში ვარ და წვიმის გაუჩერებელი ხმაური შემოდის ჩემს ოთახში ანდა მანქანაში..ბავშობაში ყოველთვის მინდადა კერძო ბინა მქონოდა შუშის სახურავით,წვიმის წვეთები ან თუნდაც ვარსკვლავებით მოჭედილი ცა დამენახა ძილისწინ..ოცნება ოცნებაა..მაგრამ ისე ჯერ კიდევ არ ვიტყოდი უარს ეგეთ სახლზე.. :)))მმ წვიმაა..მოყოლილხართ თქეშ წვიმაში როდესაც თავიდან ფეხებამდე სველდებით?? მე კი და არა ერთხელ..დიდი სიამოვნება არ მიმიღია მაგრად გასახსენებლად ძალიან სახალისოა..მოიცადეთ წვიმაზე მგონი ბავშობაში ლექსიც მაქვს დაწერილი..აბა ერთი თუ ვიპოვი...არაა ალბათ ბედი არააა...სამაგიეროდ უფრო ბავშური და სულელური ვიპოვე ინტერნეტში...

მაგრამ ეს მომეწონა:



* * *

აივნის კარი ღია მაქვს. წვიმს.
სიზმარში წვიმების ჩამესმის ბწკარი.
წვიმიდან წვეთ–წვეთ ვიპარავ ძილს.
წვიმს. მძინავს და ღია მაქვს კარი.

ოთახში ალბათ იღვრება წყალი.
თვალებში სიზმარი ჩამექცა ფერებად.
წვიმს. მძინავს და ღია მაქვს კარი,
რომელშიც შემოდის ზღვა ბედნიერება.


Saturday, September 19, 2009

ჩემი შემოქმედება...

მართალი რომ ვთქვა ეს უბრალო ჩემი დისშვილის სათამაშო არის რომელთა ფერთა გამამ მომხიბლა..გადავწყვიტე ცოტა ექსპერიმენტები ჩამეტარებინა და ეს გამოვიდა..







LoOk In ThE SkY..


                    THe sTaRs Are ShiNing OnLy FoR YoU!!!

MuSiC--makes the people come together







music makes you speak loud
music makes you feel good
music makes you be yourself
and it helps you to be different
so which song do you like??

Wednesday, September 16, 2009

მინდა მინდა მინდააააააა!!!!!!!!!!

ეს ფილმი სამწუხაროდ მხოლოდ ნოემრის 20 რიცხვში გამოდის მაგრამ იმდენად მომხიბლა ტრეილერმა რომ არ შემიძლია ერთი პოსტი არ დავუთმო...ნახეთ მგონი რაღაც განსაკუთრებულია... 

Monday, September 14, 2009

პოსტი : არაფერზე თუ ყველაფერზე....


მერე რა რომ საამი საათია ღამის და არ მძინავს უბრალოდ შემოვდივარ ჩემს საყვარელ და განუმეორებელ ბლოგზე..ბლოგზე რომელმაც ჩემს დღიურს მტვერი დაადებინა...

ცხოვრება მართლაც უცნაური რამაა..როცა ადამიანი არ მოელი მაშინ შემოგიტრიალდება და გეტყვის : დაგერხაა!! :D ეს უბრალოდ ხუმრობით..პოსტის წერო რო დავიწყე მეგონდა რომ რამე კარგს ან თუნდაც კარგ გასახსენებელს დავწერდი,მაგრამ ეხლა ყველა აზრი ერთმანეთში გადახლართული მაქვს..ყველა იდეა ყველა მოგონება..აჯაფსანდალი მაქვს ტვინში...თითქოს ქარმა წაიღო ის შემართებულობა რომელიც პოსტის დასაწყისში მქონდდა..ის თამუნაც ალბათ ქარმა წაიღო..რატომ სად?? ხოო ეგ მილიონი დოლარის კითხვაა..ხასიათი ისეთივე ცვალებადი მაქვს როგორც ამინდი გაზაფხულში..დღეს რომ დავფიქრდი ერთ რამეს მივხვდი..სადაც არ უნდა ვიყო,ვისი მეგობარიც არ უნდა გავხდე,მაინც არ ვიცვლები..ჩემში ყოველთვის აგრძელებს ცხოვრებას უბრალო თამო..ხო ის თამო რომელსაც სულ არ აიტერესებდა თმები როგორ ქონდა დაყენებული ან მაიკიაჟი რა იყო საერთოდ ამ ქვეყანაზზე არ იცოდა..კი ეგ თამო არის მაგრამ ტკივილები სავსე..მაგ მეორე მეს რაც დამცირება გადაიტანა თავის ცხოვრების მანძილზე იმას ახალი თამო არ მოითმენს..იგი ჩემშია და მე იგიში ვარ...ხანდახან ჩემი და გადმომხედავს ხოლემე და მეტყვის ძველი თამო მენატრებაო,მართალი რომ ვთქვა დიდად არ მიყვარს მაგას რო მეუბნება..თითქოს სხვა ადამიიანზე მელაპარაკებაო...რაც არ უნდა იყოს ის თამო აქააა და სულ არ უნდა აქ ყოფნა....კაი წავედი..ოდესმე ხო უნდა დავიძინო.. ნახვამდის!!!!

Friday, September 11, 2009

HaPpY and AcTivE




დაიხაც ვერცხლის მედალოსანი ვარ (ესე წერია ჩემს ატესტატში)..ვიცი ოქრო არაა მაგრამ რაღაცას ხომ ნიშნავს...დღეს ყველაზე აქტიური და სასიამოვნო დღე მქონდა...(გამოუძინარი მაგრამ კარგი)..დილითვე რაღაც შემართებული ხასიათით შევუდექი ცხოვრებას...მიხაროდა ყველაფერი,წვრილმანიც კი..ჩემდა გასაკვირად სახედან ღიმილს ვერ ვიშორებდი..ჩემი დაქალის კლასელი შემხვდა და იმხელაზე გამეღიმა რომ ყველა 32 კბილი გამოვაჩინე მგონი..მერე ვიღაც მათხოჯებმა ავტობუსიდან ხელი დამიქნიეს და იმათაც გავუცინე (რასაც საერთოდ არ ვაკეთებ )..ნუ არ ვიცი დღეს რა მჭირდა..ალბათ ამას ქვია ცხოვრება მიხარიაო..;D:D თითქოს დიდი ტვირთი მომეხსნა მხრებიდანო..სამაგიეროდ ეხლა ვარ გასაჭირში: ზეგ დაქალის დაბადების დღეა და აზრზე არ ვარ რა ვაჩუქო..გონება მერევა უკვე..ზოდიაქოთი ტყუპები ვარ და ამიტომ ხშირად ვდგები დილემის წინაშე..ერთ რამეს რომ გადავწყვიტავ მეორე მომდის თავში.. ხოდა ესე ვიმტვრევ თავს დაბადების დღის წინა დღემდე და ბოლოს იმას ვყიდულობ რაც პირველი მომხვდება ხელში..ხვალე პასაში მივდივარ საჩუქრის ასარჩევად წარმატებები მისურვეეთ!!! :)))

Tuesday, September 8, 2009

მხოლოდ ჩემითვის...


ვის არ უუცნებია ნამდვილ სიყვარულზე..რაც არ უნდა რეალისტი იყოს ადამიანი გულის კუნჭულში სჯერა რომ იპოვის იმ ერთადერთ და შეიგრძნობს ცხოვრებას..მე სიყვარულისა რა მოგახსენოთ ხომ არ ვიცი რაა..მაგრამ როგორც ყველა ადამიანს მეც ვოცნებობ..ოცნებას ხომ კაცი არ მოუკლავს..ჩემი ოცნების სიყვარული არ შემოიფარგლება ხვევნა კოცნა მტლაშამ მტლუშით.. არ შემოიფარგლება და არც შედის...ხოო ვიცი ბევრს გაეცინება ამ პოსტის კითხვივას,მაგრამ ეხლა ამ წუთას ეგ არ მაინტერესებს..თუ იმ ადამიანს ეცინება იმაზე რასაც კითხულობს ესიგი მე ვყოფილვარ მისი დაცინვის ობიეტი..ეს ხომ მხოლოდ ჩემი აზრებია,ჩემი ოცნებები..ვიცი ცოტა არ იყოს ბავშურია არარეალისტური და ცოტა უცნაურიც..მაგრამ ეს მარტო ჩემია ჩემი...ცხოვრებაში ესე არ ხდება და არც მე მოველი..მაგრამ სიყვარულზე ოცნებას ვერავინ წამართმევს..ვერც გატეხილი გული და ვერც დაკარგული სიყვარული...საიდან ამდენი? რომანებიდან კინოეებიდან..დიახ მჯერა რო არსებობს მჯერა რომ შეიძლება...მაგრამ არ მჯერა რომ ხშირად ხდება..მე არ მყვარებია ნორმალურად და არც ვყოფილვარ სიყვარულის ობიექტი...მე ხომ მეოცნებე გოგო ვარ და ესე ოცნებაა მიყვარს...არალეარული,მაგრამ კარგი..უცნაური,მაგრამ ლამაზი...სიტყვა როგორც ყოველთვის გამიგრძელდა და შეიძლება ვინანო კიდევაც...მაგრამ რაც დაიწერა დაიწერაა და არც წავშლი...

Sunday, September 6, 2009

ფსიქოლოგია..




ხშირად კამათისა და წყენის თავიდან აცილება სულ ადვილი შესაძლებელია. საკმარისია გვახსოვდეს, რომ მამაკაცთან ქალის ენაზე საუბარი არ შეიძლება.ქალისთვის თვითგამოხატვის მთავარი საშუალება მეტყველებაა. როცა მამაკაცს რამდენიმე საქმე აქვს მოსაგვარებელი, ის იტყვის: "საქმე მაქვს, მოგვიანებით შევხვდებით", ქალი კი თანამოსაუბრეს სათითაოდ ჩამოუთვლის ყველა საქმეს და მათ ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავს.
რატომ აღიზიანებთ ეს მამაკაცებს?საკითხის გადაჭრისადმი ქალურ მიდგომას, "ხმამაღლა ფიქრს", მამაკაცი აღიქვამს გაუთავებელ და დამღლელ ყბედობად, რომელიც ერთ ყურში უნდა შეუშვა და მეორიდან გამოუშვა.იმისთვის, რომ პრობლემებზე აღარ იფიქრო, არსებობს ერთადერთი გზა - მათზე საუბარი. მაგრამ ნუ ეცდებით, თქვენი ტვირთი სხვას გადაულოცოთ. გაანდეთ თქვენი საფიქრალი მამაკაცს და დაიმახსოვრეთ: მისი დუმილი იმას არ ნიშნავს, რომ მისთვის "ყველაფერი სულერთია".
ტვინის მარცხენა და მარჯვენა ნახევარსფეროებს შორის ინფორმაციის ნაკადი ქალს უფრო მძლავრი აქვს. გარდა ამისა, მის ტვინში არის სპეციალური უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ამიტომაც შეუძლია, რამდენიმე საკითხზე ერთდროულად ისაუბროს. მამაკაცის ტვინი ერთ ხაზს მიჰყვება და ინფორმაციას მხოლოდ ერთ თემაზე ამუშავებს, ქალს კი შეუძლია, დაიწყოს ერთი საგნით, შუა წინადადებაში გადახტეს მეორეზე და შემდეგ გაუფრთხილებლად დაუბრუნდეს პირველს, გზად კი სხვა თემასაც შეეხოს. ამას მამაკაცი მოთმინებიდან გამოჰყავს. ასე რომ, თუ გსურთ, მამაკაცმა მოგისმინოთ და გაგიგოთ, საუბრისას ერთი თემიდან მეორეზე ნუ გადახტებით. ისაუბრეთ მხოლოდ ერთ, თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხზე.
მამაკაცები თანამოსაუბრეს სიტყვას მხოლოდ მაშინ აწყვეტინებენ, როდესაც მის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილნი ან მასში მეტოქეს ხედავენ, ქალებისთვის კი საუბარში რეპლიკების ჩართვა თანამოსაუბრისადმი ყურადღების გამოხატვად ითვლება. მიუხედავად ამისა, ქალის მცდელობა, მამაკაცზე შთაბეჭდილების მოსახდენად საუბარი მრავალი მიმართულებით წარმართოს, წარუმატებლობისათვის არის განწირული. მამაკაცს არ შეუძლია, საუბრისას რამდენიმე თემატურ ხაზს მისდიოს და ყველა, ვინც ასე იქცევა, უვიცად მიაჩნია. შეიბრალეთ მამაკაცები! ისინი რიგრიგობით საუბრობენ, რადგან ლაპარაკი და მოსმენა ერთდროულად არ ძალუძთ. იყავით თავშეკავებული და მომთმენი და მიეცით საშუალება, სათქმელი ბოლომდე თქვან.
საუბარი "ყველაფერსა და არაფერზე" წმინდა ქალური ფენომენია და ემსახურება გარკვეულ მიზანს: ასე ურთიერთობის მოგვარება უფრო იოლია, რადგან "არაფერზე" საუბარი არ იწვევს აგრესიას და კონფრონტაციას. მამაკაცები კი ბრაზობენ, როდესაც საუბარში არ იგრძნობა ლოგიკა და მკაფიო მიზანი. მათი აზრით, ქალებმა თავადაც არ იციან, რას ამბობენ. ეცადეთ, მამაკაცთან საუბრისას ზუსტად ჩამოაყალიბოთ საუბრის თემა. ამგვარი მიდგომა ეპასუხება მამაკაცის ლოგიკას, მისი ტვინის სტრუქტურას და საშუალებას აძლევს, შეიგრძნოს საკუთარი მნიშვნელობა.
ქალი სიტყვებს თვითგამოხატვისთვის იყენებს, ამიტომ მისთვის ისინი ერთგვარ სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს, მამაკაცი კი სხვანაირად არის მოწყობილი, ამიტომ იშვიათად აღიქვამს სერიოზულად ქალურ რისხვას "აღარ დაგელაპარაკები!" მეტიც - ქალის სიჩუმე მისთვის ჯილდოა, დასვენების შანსია. ასე რომ, როგორც არ უნდა გინდოდეთ რაიმე ამბის მოყოლა, პირის გაღებას ნუ იჩქარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მამაკაცი სასჯელის მნიშვნელობას ვერ იგრძნობს.

სიმართლეს თვალები გავუსწორე...

დღეს დიიიიდ ბლოგერების საიტებზე ვიძრომიალე და მივხვდი თუ რა უსუსურია ჩემი ბლოგი მათ წინაშე.... შეცდომების გამოსწორება კი შესაძლებელია,მაგრამ ერთი არ ვიცი რითი დავიწყო...მინდა რაღაც ორიგინალური მოვიფიქრო მაგრამ თითქმის ყველაფერი დაკავებულია...ჯერ მაცალლეეთ გაჩვენოთ რა შეუძლია ახალ ბლოგერს..(ვხუმროობ) იმედი მაქვს რამეს მოვიფიქრებ და ვეცდები შევცვალო ჩემი წერის მანერაც (რაც წამოუდგენელია ჩემთვის) ერთმა კარგმა მეგობარმა მითხრა რომ კარგად ვწერ (თვითონ მიხვდება ვიზეც მაქვს ლაპარაკი) მაგრამ დღეს მივხვდი ეგ საკმარისი არააა..მარტო წერით ვერაფერს გახდები რამე საინტერესოც ხომ უნდა ჩანდეს..მგონი კრიტიკული თვალით ვუყურებ ჩემს ბლოგს...რაც არ უნდა იყოს მთავარი შემართება და მონდომებაა ხვა დანარჩენი პატარა წვრილმანებიი..ცხოვრებაა მშვენიერიაა და ეს მინდა ჩანდეს...ხოოდააა დღეიდან განვიცდით ფერისცვალებაას!!!!!

Friday, September 4, 2009

ეს უნდა ნახოოთ!!!

მხიარული დღე

ცხოვრებში არის ისეთი მომენტები რომლებიც გინდა სამუდამოდ შეინახო..აი მაგალითად როგორც დღევანდელი დღე,განწყობა,სიტუაცია და რაც მთავარია ხალხი რომელიც გვერდში მყავდა..მართალია სულმთლად უნაკლო დღე არ ყოფილა (ეგ ჩემს  დაქალების ხელში შეუძლებელია) მაგრამ მაინც ბოლოს კარგად გავერთე..ალბათ ხართ ნამყოფი მთაწმინდის პარკში...ნუ იქ სილამაზეზე და ატრაქციონებზე ლაპარაკით არ მოგაბეზრებთ თავს..აშკარად ნანახი გექნებათ..მაგრამ გზაში ეგ არ ვიცი სავსე ავტობუსით თუ წამოსულხართ თან ფეხზე დგომით....ვაიმეე ეგ რა იყოო..ყოველ მოსახვევზე ხან ჩემს დაქალებს ვეჯახობოდი ხან ვიღაც ჩაპუტკუნებულ ქალს..მე მართალია რბილად ვეჯახებოდი მაგრაამ ისინი მეცოდებოდნენ..მთაწმინდიდან ორლულაში გადავინაცვლეთ და იქაც არ მოგვკლებია გასართობი..ისე რა უცნაურია მე და ჩემი დაქალები ოთხი სრულიად განსხვავებული პიროვნებები ვართ და როგორ ვუგებთ ერთმანეთს...რა საკვირველია არააა??.მაგრამ ეგ უკვე თემიდან გადახვევაა..ამ პოსტს იმით დავამთავრებ რომ კარგი დღე იყო და აუცილებლად უნდა დამეწერა..მართალია დეტალები არ დამისაბუთებია..მაგრამ ეგ საჭირო არცაა მგონიი...ეს ხომ ჩემი ბლოგია რასაც მინდა იმას გავაკეთეებ!!! :D:D:D see u later..