Sunday, August 30, 2009

ლექსები... :*:*:*


არ არსებობენ ცუდი ქალები,
ქალს მარადმშვენი უჩანს თვალები...
არ არსებობენ, არ არსებობენ,არ არსებობენ ცუდი ქალები..
მაგრამ თუ მაინც ცუდია ქალი,ამაში კაცებს მიგიძღვით ბრალი!!!
მკაცრი ხელებით, უშნო ხელებით-
ქალს ამახინჯებთ, ან ეფერებით..
მოკლედ არც მეტი და არც ნაკლები-
კაცნი ხართ ქალთა მოქანდაკენი...



ქალი-მზეა და ქალი მთვარეა..
ქალი-წვიმაა...ცვალებადია..
ქალი-ღვინოა, გონების ამრევი,თავბრუდამხვევი..
ქალი რა არის?
-ბედის ირონია..
ქალი-ფიტულია, ფანტასტიკურია,
ეგზოტიკურია, რომანტიულია..
კაცის კოცნაზე მექანიკურია. ქალი-მზეა და ქალი მთვარეა..
ქალი-წვიმაა...ცვალებადია..
ქალი-ღვინოა, გონების ამრევი,თავბრუდამხვევი..
ქალი რა არის?
-ბედის ირონია..
ქალი-ფიტულია, ფანტასტიკურია,


მაინც ნუ მიენდობი- ქალი ქალია...
ქალი-ცის ცრემლი ცოდვილ მიწაზე..
ქალი-სიცოცხლე, სითბო, სინაზე..
ქალს მოვექერო მინდა ამ ლექსით.
.ქალი-ლამაზი...ტანო-ტატანო...
ქალო-ათასი ჯავრის ამტანო..
ქალო-ცხოვრების დიდო საწყისო
კაცებმა ხელით უნდა გატარონ..

მეარღნეები და პოეტები
...და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა, უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ,არაგვიდან,
რაც იყოს, იყოს, ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?
.. -ნინა, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება
ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს, შენი კითხვა
მე რად მინდა?
ასე მეარღნევ, დაამტვრიე, დასცხე,
გეთაყვა, აბა, რად გიღირს
ერთი ძველი შენ მუხამბაზი!
რამდენი ძველი სიყვარული ამ მტკვარს
თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება ახლაც ჯამბაზი.
-„შაბთი რომ დაღამდება, კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა
, რაღა მეშველება?“
ტყუილი იქნება, ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც
სულ ტყუილად ჰქვიოდა თამრო!
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა, თვითონ ვიცი,
იმას ჰყავს საქმრო...
ჩემო მეარღნევ, გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე ვინმეს ვუყვარდე!
რა ვუყოთ მერე, პოეტი ვარ ხელით წასული,
- საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს!
ვიცი, გიყვარვარ,
რომ არ გინდა მოკვდეს თამარი.
შენ, ჩემო ძმაო, თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები, მეარღნევ, გათხოვდება ის შენი ნინა!
არ დაიჯერო, ის თამრიკოც რომ მოიწამლოს.
ქალი ქალია, დიდხანს უქმროდ რამ არონია,
ქალი ქალია და იშოვის თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით
მეარღნეები და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც გვეპატიება..
ტიციან ტაბიძე


ადვილია
იცრუო უფრო ადვილია, სიმართლის დაცვა ძნელი ილაპარაკო ადვილია,
აღიარება ძნელი შეცდომა დაუშვა ადვილია, გამოსწორება_ ძნელი
ნაკლის შემჩნევა ადვილია, კარგის დანახვა_ ძნელი
სხვისი გამტყუნება ადვილია, საკუთარ თავის_ძნელი
წარმოთქმა სიტყვის ადვილია, დუმილი_ უფრო ძნელი
დაბლა დაშვება ადვილია, მაღლა სვლა_ უფრო ძნელი
შეხვედრა უფრო ადვილია, განშორებაა ძნელი
გვერდი ამიარო ადვილია, შეჩერდე_ ესაა ძნელი
ჩემი აცრემლება ადვილია, გაცინებაა ძნელი
ჩემი მოტყუება ადვილია, რომ დამაჯერო ძნელი
ოცნებით მაფრინო ადვილია, მიწაზე არ დამტოვო ძნელი
მოსმენა ჩემი ადვილია, გაგება ცოტა ძნელი
გული მატკინო ადვილია,მოფერებაა ძნელი
ჩემი აღელვება ადვილია, დამშვიდებაა ძნელი
რაღაც გამახსენო ადვილია, რაღაც დამავიწყო ძნელი
რაღაცა გამირთულო ადვილია, გამიადვილო_ ძნელი
რაღაც მაწყენინო ადვილია, რაღაცით გამახარო ძნელი
კითხვებით შემაწუხო ადვილია, პასუხის გაცემაა ძნელი
მომავლის ცქერა ადვილია, წარსულზე ფიქრი_ ძნელი
დარდი დამიტოვო ადვილია, უდარდო გამხადო_ ძნელი
ჩემს ღალატს რა უნდა შე კაცო, ერთგულებაა ძნელი უკან
დახევა ადვილია, წინ წასვლა_ უფრო ძნელი
ჩემზე უარის თქმა ადვილია, გსურდე_ ესაა ძნელი
ჩემი დავიწყება ადვილია, გახსოვდე ესაა ძნელი
რწმენა დამიკარგო ადვილია, რწმენის დაბრუნება_ ძნელი
გადავიწყება ადვილია, მონატრებაა ძნელი
ჩემი სიკვდილი ადვილია, მაცოცხლო_ ესაა ძნელი...

***

წვიმს, შემოდგომა შემოდის სულში
და ვიოლინოს აკვნესებს ვიღაც,
მადლობა უფალს_ დაღლილ სახიდან
ბედნიერების ვიშორებ ნიღაბს...
კმარა ამაო თამაში ბედთან,
ეშვება ფარდა, მთავრდება ფასი,
სიტყვამ, რომელიც მინდოდა მეთქვა,
დიდი ხანია დაკარგა ფასი....

Saturday, August 29, 2009

Thursday, August 27, 2009

ზაფხულის მიწურულს....



რა ჩქარა მიდის ზაფხული..გახედვას ვერ მოასწრებ და უკვე შემოდგომაა,რომელსაც მოყვება ცივი და დაუნდობელი ზამთარი..ნეტა ვინმეს უყვარს წელიწადის ეს დრო?ზამთარზე რომ ვფიქრობ პირველი რაც მომდის თავში ახალი წელი და შობაა..დღესასწაულების მთელი ჩამონათვალი...აი გაზაფხულს რაც შეეხება მიყვარს..მიყვარს ცივი ზამთრის მერე ყვავილების სურნელებით გაჟღინთული,ცოტა გრილი, მაგრამ საიკმაოდ სასიამოვნო, ჰაერი..ალბათ თქვენც შეგიმჩნევიათ ხესთან რა მშვენიერი სურნელი იგრძნობა..ხანდახან ვფიქრობ ნეტა შეიძლებოდეს მისი შენახვა... რადგან მაშინ, ხომ ზამთარიც ისეთი საშინელი და ცივი არ მოგეჩვენება..წელიწადის ამ დროს ყველაფერი ხელმეორედ იბადება..ბუნება მშვენიერდება..თითქოს შენშიც რაღაც ხდება...ალბათ მაგიტომაა რომ გაზაფხულს სიყვარულთან აკავშირებენ...ისე მე გაზაფხულზე დავიბადე მაისის თვეში...ეს ჩემი უსაყვარლესი თვეა...გაზაფხულის ბოლო თვე როცა ამინდებიც კარგია და განწყობაც..ისეე მართალი რომ თქვა წელს სულაც არაფერი გამიგია..ისე გაიარა ერთმა აბიტურიენტობის წელმა,რომ სულ არ მაინტერესებდა ზამთარი იყო თუ შემოდგომა..ისე ჩქარა დავდიოდი რომ ყვევილების სურნელების შეგრძნობაზე ლაპარაკი ზადმეტია..უუფფ კაიდევ კაი მორჩაა!!! (აუუ თქვნ ჩემი დეპრესიები უნდა გენახათ) ახლა ვემზადები ცხოვრების ახალი ეტაპისთვის:სტუდენტობა..ვნახოთ როგორ შევიცვლები ან შეიძლება იგივეც დავრჩჶ..დროო გვაჩვენეებს... კინაღამ დამავიწყდა მარიამობას გილოცავთ!!! ღვთის მადლი არ მოგკლდებოდეთ!!!

Tuesday, August 25, 2009

Strange Love Story


უცნაურია როგორი ფანტაზიის უნარი აქვს ადამიანს..ისეთ რამეს მოიფიქრებენ ხოლმე რაც ყველა საზღვრებს ცდება..მაგრამ რაც არ უნდა უაზროდ მოეჩვენოს ზოგიერთ ადამიანს ეს კინო რომელსაც მე ვუყურე,მაინც ვთვლი რომ ეს ერთი საყვარელი სიყვარულის ისტორიაა რომელიც რეალურ სამყაროში არ არის..სიყვარული რომელმაც სიკვდილიც კი დაამარცხა..სიყვარული რომელსაც შეუძლია ადამიანს აგრძნობინოს რომ ის ტყუილად არ მოვლენილა ამ ქვეყანაზედ..რომ მხოლოდ ამ ერთი წეთისთვის ღირდა სიცოცხლის დათმობა..სიყვარული რომელიც სინამდვილეში იშვიათი მოვლენაა... მეტს აღად გავაგრძელებ თორე ღმად შევტოპავ..თუ გადაწყვიტეთ უყურეთ მე ჩემს აზრს არ მოგახვევთ....ისე გირჩევთ..

Friday, August 21, 2009

დეპრესია


დრო დროზე ჩქარა მიქროდაა..... დრო არაფერზე ფიქრობდა


ფიქრი რად უნდა დროს...დროს როცა უნდა თოვს..


საიდან გამახსენდა ეს სიმღერა არ ვიციი,მაგრამ როცა დავიწყე წერა უცებ ამოტივტივდააა..


არის დღეები როდესაც თავი ყველაზე უბედური გგონია...გგონია რომ ამ ქვეყანაზე არავინაა შენზე უიღბლო და მზად ხარ მიწა გაგისკდეს..გაქრე ცოტა ხნით მაინც..დიახ ამას დეპრესია ქვია..არა მე არ მაქვს ცდებიიი..უბრალოდ გადავწყვიტე ამ თემას შევხებოდი..

დეპრესიაზე ალბათ ყველას გსმენიათ და გამოგივლიათ კიდევაც..ზოგი ნაყინით იმსუბუებს ზოგი სასმელით ზოგი კი შოკოლადით...არსებობს სხვადასხვა ხერხები მაგრამ თითქოს არაფერი შველის..სინამდვილეში ამბობენ ”დრო ყველაფერს კურნავსო..შეიძლება ზუსტადაც ამიტომ გამახსენდა ეს სიმღერა..იქნებ ეს ყველაფერი უბრალო დამთხვევა არაა..რადგან როდესაც ვიწყებდი წერას არ ვიცოდი რა უნდა დამეწერა..იქნებ ზუსტად დროს შეუძლია ყველა ნაიარების მოშუშება (იქნება ეს ხორციელი თუ სულიერი) რაც არ უნდა იყოს არ უნდა ჩავარდე სასო წარკვეთაში და იფიქრო რომ ყველაფერი ბოლოს კარგად იქნება.. თუ ყველაფერი ცუდადააა მაშინ ეგ არა დასასრული (მარტალი რომ ვთქვა ეგ რუსულად უპრო კაკგად ჟგერდა) vkance vso budet xorosho..no iesli vso ploxo znachit eto ne kanec!!! არვიცი რამდენად შეესაბამება ზუტად რუსულ გრამატიკას მაგრამ მგონი სწორია :D

Thursday, August 20, 2009

YOUR STORRY MATTERS !!










ალოჰა!!! დღეს რავიციიი დღე ცოტა არ იყოს უცნაურად დავიწყე მაგრამ ისე ვამთავრებ როგორც ყოველთვის..შემოვდივარ აქ და ვწერ..ვწერ მაგრამ რას ვწერ?? რასაც ვფიქრობ რაც მაინტერესებს ანდა თუნდაც რაც სხვას დააინტერესებს...აზრი კი ერთია ამით თითქოს ვავსებ იმ სიცარიელეს რასაც ყოვედღე ვგრძნობ..არააა ეს ის არაა რაც შენ გაიფიქრე...ეს უბრალო უსაქმურობაა..ყოველდღიური ერთი და იგივე..მომბეზრდაა,აღარ მინდა!!! რატო არ შეიძლება მოხდეს რამე ახალი? გასართობი?საინტერესოო??მთელი ბავშობა ვოცნებობდი თავგადასავალზე..მაგრამ სადაა?? ელოდეებბი როდის გაიზრდები თითქოს ამით რამეს შეცვლი ან უკეთესი ცხოვრებისკენ მიდიხარ..მაგრამ რავიციი მე არავითარ გასხვავებას ვხედავ..




ძალიან ძნელია როცა არ იციი ცხოვრებაში რა გინდა..რა უნდა ისწავლო რა გააკეთო სად იმუშავო..მე ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ვარ რომელმაც არ იცის რა უნდა და დამიჯერე ეგ ყველაზე მეტად მტავჯავს..ხოო მოვხვდი პირველივვეზე რაც მეწერა მაგრამ მიინდოდა მთელი სულით და გულით??(დღეს მკითხეს 3 ჯერ)პასუხიი იციი რააა?? არა არ მინდოდა და არც ეხლა მინდა..მაგრამ რო არ ვიცი რა მინდა??ხოდა მივყვები ასე ცხოვრებას რაც იქნება იქნება.. ისე რა უცნაურია ბავშობაში როცა ხლხი მოღერლობაზე ან კინო მსახიობობაზე ოცნებობდა მე მდივნობა მინდოდა(რა ვიცოდი მაშინ რომ მდივნებს ცუდი სახელი აქვთ) ამბობენ გვიანი არასდროსაა..ხოდა იქნებ მეც გვიან მაგრამ მაინც მივხვდე რა მინდა რისთვის მომავლინა ღმერთმა...არამგონია ეხლა ისტორია შევცვალო მაგრამ რამე წვლილი ცხოვრებაში ხომ უნდა შევიტანო? ვიღაცის ცხოვრება ხომ უნდა შევცვალო (თუნდაც ჩემი ლოლ) სიტყვა გამიგრძელდა..მაგრამ როგორ ვეუბნები ხოლმე ჩემ თავს როცა ბლოგზე შემოვდივარ : BE BRAVE!!!!!! YOUR STORRY MATTERS!!! :*:*:*

Wednesday, August 19, 2009

პასუხები დაიდოო....

როგორც იქნა გვეშველააააა....გავიგე სადაც მოხვდი (მართალია ყოველთვის ვიცოდი რომ პირველივეზე მოვხვდებოდი მაგრამ ეხლა დანამდვილებით ვამბობ!!!) პირველივეზეეეე მოვსვდიიიიი!!!!!!დაფინასების მხრივ ჯერ გაუგებრობაში ვარ...მაგრამ ეგეც მალე იქნებააა!!!! ჰააა მორჩება უპასუხოდ დატოვილი კითხვები (სად მოხვდი? ) სად და დაიკოოო ჯავახიშვილის საბუნებისმეტყველოზეე.... ამ წამს გამოცდების დამთავრებიდან ველიიიი..და როგორ იქნა შედგა!!!!!!!!სტუდენტის ბლოგზე იმყოპფებით!!! გაითვალისწინეეთ :D:D:D:D

bored :(((

hi all :D ვინ all-ზეა ლაპარაკი აზრზე არ ვააარ :D მაგრამ მაინც გამარჯობათ...ეხლა ვუსმენ




კაი სიმღერაა რააა.... მართლა დღეს კიდე ერთ ფილმს ვუყურე..ჟანრზე რა მოგახსენოთ ვერ გავარკვიე..ძალიან უცნაური ფილმი და დასასრული ხო საერთოდ გაუგებარი...ნეტა არსებობს ეგეთი გიჟური სიყვარული??? :? ფილმს ქვია LOVE ME IF YOU DARE.... გირჩევთ უყუროთ....მე ხომ ვუყურე და არც შენ დაგაკლდებაა :D:D:D

Tuesday, August 18, 2009

უნახავმა რა ნახა















რასაც ქვია ავიკელი ბლოგი (ჩემზეა ნათქვამი უნახავმა რა ნახაო)... ისე მომიწევს გული აქეთ თითქოს რამე დიდ საქმეს ვაკეთებდე ამ პოსტების დატოვებით... ალბათ უმეტესობას გამოგივლიათ ეროვნული გამოცდები..გეცოდინებათ რა რთულია ყოველ დღე ერთი და იგივე კითხვების მოსმენა....მაგალითად დღეს 3 ჯერ მკითხეს...დავიღალე აღარ შემიძლია..არა იმიტომ რომ მეშინია არ მოვხვდე..არაა რა სისულელეა..უბრალოდ ყოველდღე ერთი და იგივე კითხვების მოსმენა ძალიან მომაბეზრებელია...უფ პასუხები ხვალ არადა ზეგ იქნება და მაშინ მოვისვენებ მეც და ის ხალხი ვინც უკვე ტვინი წაიღო (არავის ეწყინოს) :D :D მართლა ეხლახანს ფილმი დავლაშქრე (ვუყურე)...თუ რომანტიულ და ამავდროულად მისტიურ ხასიატზე ხართ გირჩევთ უყუროდ....ნუ ეხლა დიდი არაფერია მაგრამ ხასიათს გამოგიკეთებთ....










ჩემიი დის შვილიიი ჩემიი სიცოცხლეე...ავთო სიგიჟემდე მენატრება :( სამწუხაროდ უკრაინაშია და ვერ ვეხუტები,ვერ ვეფერები და რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული ვერ ვჩქმიტავ : )))).... დაიიდააას პირველიი სიხარულებიაააა :*:* უბრალოდ შეუძლებლად მიმაჩნია ეს ბავშვი არ გიყვარდეს :*:*

წარსული ;)


მე და თეა...

წარსული ;)

ძველი სურათიიი...მამაჩემი ჩემი და თეა და დედაჩემი.. :*:*:*:*

გილოცააავთ

დღეს პაატას და ნონას (მამაჩემს და დედაჩემს ) 25 წლის თავი...უკვე 25 წელია რაც შეუღლდნენ და ისევ ისეთი დიდი გრძნობით უყვართ ერთმათი როგორც უწინ..ეხლა ორი შვილისშვილის ხელში უფრო ხალიასანები და მოსიყვარულები არიან..დედაჩემს როგორი სიყვარულიც შეუძლია მხოლოდ რჩეულთ ახასიათებს....იძახიან რომ ვითომ გრძნობა ნელდება დროთა განმავლობაში მაგრამ მე არ ვეთანხმები..იგი კი არ ნელდება არამედ განიცდის მუტაციას იცვლება..ხდება უფრო პრაკტიკული ვიდრე ილუზიური...სიყავრული ხომ ძალასავითაა,არსაიდან მოდის და არსაით იკარგება..უბრალოდ გარდაიქმნება...ვიღაცას სულ არ ჯერა ამ გრძნობის...მაგრარ რავიცი ალბათ მათ არ გამოუცდიათ...

Monday, August 17, 2009

DaBrUneBaaaaAa


mdaaaa...nutuu me vweer..hmmm blogis moyvaruli arasdros vyopilvar da arc exla vgrdznob tavs namdvil bloggerad..ubralod rogorc ityvian xolme "meti saqme ar maqvs" tan chemi dis dzveli chanacerebi davatvaliere da mindat gitxrat agprtovanebuli var... ar dagimalavt movixiblee.....zaxuli rogorc yovelitvis chemtvis arctu sasiamovno periodiaa..ar miyvars :( martalia mteli clis ganmavlobashi albat tvitouli tkventagani ocnebobs celicadis am droze (xandaxan mec) magram araa ar miyvaars.....saxlshii jdoma,sicxe,usaqmurobaa... cels sigijemde mindoda zgvazee..magram sadaaa?? cels rac puli cavida chems momzadebashi erovnuli gamocdebistvis....ertaderti rac shemrcha 2 kvira kiketshi(sadac martali rom vtkva sul ver vertobodiii) daee mitxes amoixruke tbilisshi da mec tavi davxaree :D:D ertaderti rac manugeshebs da martoobs internetia :D ravii rac kino arsebobda am kveyanaze mgoni yvelas vuyure.... :D
es ubralood suratiaa romelic dzaan gavs chem debs da me..anu tea lamro da tamuna :D:D:D